» » » ყელში რაღაც გაგეჩხირათ, ახლოს კი ექიმი არაა? ჰეიმლიხის მეთოდი სიცოცხლეს იხსნის

ყელში რაღაც გაგეჩხირათ, ახლოს კი ექიმი არაა? ჰეიმლიხის მეთოდი სიცოცხლეს იხსნის

ჰეიმლიხის მეთოდი - ესაა სიცოცხლის გადამრჩენი საშუალება, რომელიც 1974 წელს ექიმმა ჰეიმლიხმა შეიმუშავა. მას იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს საკვების ნაჭერი გადასცდა არამხოლოდ საყლაპავში, არამედ გამოიწვია სასუნთქი გზების ჩახერგვაც, სრულად ან ნაწილობრივ. ჰენრი ჰეიმლიხი იყო ამერიკელი ქირურგი, რომელმაც ამ შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის საშუალება აღმოაჩინა.



მას შემდეგ უკვე 40 წელიწადზე მეტი გავიდა, ხოლო ამერიკის გადაუდებელი დახმარების ექიმების ასოციაცია დღემდე თვლის ამ მეთოდს სტანდარტულად, გადაუდებლად. მართალია, კიდევ ერთი უცხოური ფილმის ნახვისას გაგიკვირდებათ კიდევაც, რომ ყველამ იცის, როგორ მოიქცეს ამ დროს, მოქმედებს დაუყოვნებლივ. თქვენც გინდებათ ხოლმე ასეთი ცოდნის ქონა. თუ თანახმა იქნებით, რჩევების რედაქცია მოგიყვებათ უფრო მეტს ამ ტექნიკის შესახებ.

ნაწილობრივი ან სრული ჩახერგვა


სასუნთქი გზები გადაკეტილია არასრულად იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ახველებს. სწორედ ხველა ეწოდება პირველ დამცავ მექანიზმს, რომლითაც ორგანიზმი ცდილობს ჩაყლაპული საგნის ამოღებას საყლაპავიდან.



მნიშვნელოვანია, არ შეწყდეს ხველა, სანამ ნაჭერი თვითონ არ ამოვა ან სანამ მისი ამოღება თითებით არ იქნება შესაძლებელი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რადგან საკვების ნაჭერს სრულად შეუძლია სუნთქვის გადაკეტვა.



ამ სიტუაციაში ადამიანს არ შეუძლია ბგერის გამოცემაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს იაზრებს. სუნთქვის სრული გადაკეტვის დროს აუცილებელია, სასწრაფოდ გამოიყენოთ ჰეიმლიხის მეთოდი. იგი გამოგადგებათ როგორც ზრდასრულების, ისე ბავშვებისთვისა და ახალშობილებისთვის.

თქვენი მოქმედება


როცა დაშავებული ზრდასრულია. დაუდექით უკნიდან, დაიჭირეთ მკერდის არეში, ოდნავ დახარეთ წინ, რათა ნაჭერმა შეწყვიტოს სიღრმეში შესვლა.


ფრთხილად დაჰკარით ხელის გულით ბეჭებზე. საჭმლის ნაჭერი გარეთ უნდა გამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაარტყით კიდევ ერთხელ. ასეთი მოქმედება ხუთჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ. როცა პროცედურა უშედეგოა, მოათავსეთ მუშტი დაშავებულის ნეკნებსა და ჭიპს შორის, მეორე ხელი დაადეთ ზემოდან(ჩაკეტეთ). დააჭირეთ.


დაუშვებელია ასეთი პროცედურა, თუ დაშავებული ფეხმძიმედ, ძალიან მსუქანი ან 1 წელზე ნაკლებისაა. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ საკვების ნაჭერი ჯერ კიდევ არ გამოსულა.


თუ დაშავებული ახალშობილია ერთ წლამდე: თუ იგი არ ახველებს, აიყვანეთ ხელში, დაიდეთ გაშლილ მკლავზე ან თეძოებზე მუცლით ქვემოთ. შეამოწმეთ პირი: თუ ნაჭერი გამოვიდა, იგი პირის ღრუში რჩება, ამოაცალეთ იგი ბავშვს.


პროცედურის გამეორება შეგიძლიათ ხუთჯერ. არ სცადოთ საკვების ამოღება თითებით, რადგან ასე მას მხოლოდ საყლაპავისკენ მიაწვებით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.