» » » თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები

თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები

როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ამ დაავადების დროს ზიანდება ცხვირის კანი, მასში ინფექციის (ტკიპა) შეჭრის გამო, თავდაპირველად სიწითლე ჩნდება ცხვირის წვერზე, შემდეგ გადადის მთელ ცხვირზე, ლოყებზე და შუბლზე. თუ დროულად არ იქნება ჩატარებული მკურნალობა, ცხვირი თანდათან გასქელდება.
დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს გასტრიტი, კოლიტი, ქოლეცისტიტი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, კანზე სხვადასხვა გარეგანი ფაქტორების (სიცხე, სიცივე და სხვა) მოქმედება. დაავადების პერიოდში არ არის სასურველი საპნით სახის დაბანა, დაბანის დროს სასარგებლოა ცივი და თბილი წყლის მონაცვლეობა - ეს პროცედურა ამაგრებს სისხლძარღვებს. თუ კანი გაწითლებულია, დაბანის მაგივრად უმჯობესია კანის გაწმენდა ლევომიცეტინის 5 %-იანი სპირტით.

  • თუ სიცივეში ცხვირი წითლდება, რეკომენდებულია დილა-საღამოს გაწმენდა (არა ქუჩაში გასვლის წინ) ცაცვხვის ყვავილის თბილი ნახარშით.

  • კვირაში 2-3-ჯერ წითელ ცხვირზე მონაცვლეობით იდებენ ცხელ და ცივ გვირილის მშრალ ყვავილებს, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს და ადუღებენ 10 წუთის განმავლობაში. აცივებენ და წურავენ.

  • იღებენ ალოეს ცოცხალ წვენს და უმატებენ მის ნახევარ წყალს. ასველებენ რამდენიმე ფენა ბინტს, მსუბუქად წურავენ და იდებენ გაწითლებულ სახეზე 15 წუთით. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურაა.

  • იღებენ კომბოსტოს ცოცხალ წვენს, ასველებენ ბამბას ან ბინტს და იდებენ სახეზე 15-20 წუთით. პროცედურას იმეორებენ დღეგამოშვებით. კურსი 20-25 პროცედურაა.

  • საფანს ასველებენ მწიფე პამიდორის წვენში და იდებენ სახეზე ყოველდღიურად 15 წუთით. კურსი 20 პროცედურაა.

    ფერისმჭამელების დროს
  • ფერისმჭამელები ძირითადად მოზარდებს აქვთ. ზოგჯერ ეს გამონაყარი შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებამ. ხშირ შემთხვევაში ცხიმიან, ფორებიან კანზე ჩდება შავი წერტილები (კამეტოდები), რაც ცხიმის ჯირკვლების დახშობის შედეგია. აუცილებელია ექიმ-დერმატოლოგის დანიშნულებით მკურნალობა. საკვებიდან უნდა გამოირიცხოს მსუქანი ხორცი, მურაბა, თაფლი და საერთოდ ტკბილი საკვები. ფერისმჭამელიანი ადგილები დღეში რამდენჯერმე უნდა გასუფთავდეს საპნის ქაფით, გვირილას ან სამყურას ნახარშით. დაუშვებელია ფერისმჭამელების ხელით ამოღება. დაზიანებულ კანში ადვილად შეიჭრება ინფექცია და შესაძლოა თქვენ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. შროშანას ფურცლების ნაყენი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ფერისმჭამელების მოსაცილებლად, ჩირქოვანი გამონაყარის წინააღმდეგ.

  • ბოთლში ჩავაწყოთ შროშანას ახალმოკრეფილი ფურცლები, დავასხათ წყალი ან არაყი, დავაყენოთ ორი კვირის მანძილზე. მოცემული ნაყენით გავიწმინდოთ სახე ძილის წინ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.