» » » მანზანი - ფარშირებული ბადრიჯანი ბერძნულად: თუ ერთფეროვნება მოსაბეზრებელია

მანზანი - ფარშირებული ბადრიჯანი ბერძნულად: თუ ერთფეროვნება მოსაბეზრებელია

ბადრიჯანი - ესაა ბოსტნეული, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ მისი სპეციფიკური გემოსა და სასარგებლო შემადგენლობის გამო. ბადრიჯანი შეიცავს ცელულოზას, ჯერად შაქარს, პექტინს, ცილებს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, ნატრიუმს, ვიტამინებს C, B1, B2, B5, PP.

დღეს რჩევების რედაქციამ მოამზადა ძალიან უჩვეულო რეცეპტი ამ სასარგებლო ბოსტნეულის მომზადებისა - მანზანები. ეს ფარშირებული ბადრიჯნები ბერძნულად ნამდვილად გაგაოცებთ.

ბადრიჯანი ბერძნულად
ინგრედიენტები
  • 3 კგ ბადრიჯანი
  • 1 კგ სტაფილო
  • 400 გ ბულგარული წიწაკა
  • 100 გ ოხრახუში
  • 100 გ ნიორი
  • მარილი
მომზადება
  1. გარეცხეთ ბადრიჯნები და მოაჭერით ყუნწები. ჩაჭერით შუაში და მოხარშეთ მომზადებამდე. გააგრილეთ, დაალაგეთ დაფაზე ან საცხობზე და დააჭირეთ მეორე ასეთივე დაფა, რათა ბადრიჯანი კარგად დაიწუროს.




  2. სანამ ბადრიჯანი დაფებს შორისაა მოთავსებული, მოამზადეთ შიგთავსი. სტაფილო დახეხეთ და მოთუშეთ ცხელ ზეთზე 5-10 წუთით. გააგრილეთ, დაჭერით ბულგარული წიწაკა, ნიორი წვრილად დააჭერით, მოათავსეთ ინგრედიენტები ერთ თასში, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და მარილი, კარგად მოურიეთ.


  3. გატენეთ ბადრიჯნები შიგთავსით, მოათავსეთ ქვაბში მჭიდროდ, დაახურეთ ზემოდან სიმძიმე, 3 დღეში გადაანაწილეთ ქილებში და დააცეთ თავსახურები.







თუ ბადრიჯანი გიყვართ, აუცილებლად მოამზადეთ მანზანები ზამთრისთვის, რათა ცივ ამინდებშიც დატკბეთ საყვარელი ბოსტნეულით, თანაც, ასეთი გემრიელი შიგთავსიანად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.