» » » 13 პროდუქტი: "კუჭის დამშვიდების" სისტემა მყარი ჯანმრთელობისთვის

13 პროდუქტი: "კუჭის დამშვიდების" სისტემა მყარი ჯანმრთელობისთვის

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი არ გვაძლევს საკუთარი თავისთვის დროის გამონახვის საშუალებას. ჭამის დროც კი არ გვაქვს ხოლმე, რომ არაფერი ვთქვათ კერძის მომზადებაზე! აი, ამ დროს შემოგვხვდება სწრაფი მომზადების მავნე საკვები, რომელიც აჩენს დისკომფორტს, მუცლის ტკივილს.. თქვენთვის ნაცნობია ეს სიტუაცია?

საქმე ისაა, რომ ჩვენი კუჭი ძალიან მგრძნობიარე ორგანოა და სჭირდება სწორი დაცვა. მუცლის არეში სიმძიმის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ - საჭმლის მონელების პრობლემების ნიშანია. ნუ იჩქარებთ აბების მიღებას, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს. იმისათვის, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აიცილოთ თავიდან, გაითვალისწინეთ სწორი კვების წესები.

რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომლებიც აუცილებელია კუჭის ჯანმრთელობისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ჩართეთ ეს პროდუქტები რაციონში - ამით ვერ განიკურნებით, თუმცა საგრძნობ ცვლილებებს იგრძნობთ. გახსოვდეთ კვების მთავარი წესიც: ყველაფერი კარგია ზომიერად!

კვება კუჭის გამოსაჯანმრთელებლად
13 პროდუქტი: "კუჭის დამშვიდების" სისტემა მყარი ჯანმრთელობისთვის

  1. ბროკოლი
    კომბოსტოს ყველა სახეობას შორის, ბროკოლი, ალბათ, ყველაზე სასარგებლოთა რიგშია. ეს კარგი ანტიოქსიდანტი და ცელულოზას საუკეთესო წყაროა.


  2. ხორბალი და ქატო
    ამ პროდუქტს ანტისეპტიკური თვისებები აქვს. კუჭში დისკომფორტის დროს რეკომენდებულია ქატოს ნახარშიც.


  3. სტაფილო
    კაროტინით მდიდარი სტაფილო გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ორგანიზმს A ვიტამინით ამარაგებს.


  4. კენკრა
    ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებლად ყველაზე გემრიელი საშუალებაა!


  5. ვაშლი
    ეს ხილი შეიცავს პექტინს, რომელიც იკავშირებს ტოქსიკურ ნივთიერებებს. უბრალოდ უფრთხილდით ვაშლის მჟავე სახეობებს - კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების დროს მათი მიღება დაუშვებელია.


  6. ავოკადო
    ეგზოტიკური ხილი სავსეა ცელულოზით, რომელიც ასე სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ასევე, ავოკადოს დახმარებით განიკურნებით ანემიისა და ავიტამინოზისგან, დაარეგულირებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და შეამცირებთ ქოლესტერინის დონეს.


  7. ჩირი
    ქიშმიში, გარგრისა და ქლიავის ჩირი - რა შეიძლება იყოს ამაზე გემრიელი და სასარგებლო? მავნე ტკბილეულის საუკეთესო ჩანაცვლება!


  8. თხილი
    თხილი საკმაოდ კალორიულია, მაგრამ უმჯობესია, წაიხემსოთ თხილით, ვიდრე ფასტფუდით.


  9. იოგურტი/მაწონი
    იოგურტი, როგორც სხვა რძის პროდუქტი, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გაითვალისწინეთ, რომ საუბარი არაა მაღაზიის პროდუქტზე.


  10. ჭარხალი
    ცოტაოდენი ჭარხალი დღეში - აღარავითარი პრობლემა.


  11. სელის თესლი
    რეკომენდებულია სელის თესლის ნახარშების მიღება. თუ ამ მარცვლებს უზმოზე მიიღებთ, ორგანიზმს დაგროვილი ტოქსინებისგან გაიწმენდთ.


  12. მწვანილი
    ახალი მწვანილის კონა - სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი საუნჯეა, რომელიც გვეხმარება ახალგაზრდობის, სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. განსაკუთრებულად სასარგებლოა ისპანახი, კამა და ოხრახუში.


  13. წყალი
    სიახლე არაა, რომ ნორმალური საჭმლის მონელებისთვის აუცილებელია საკმარისი ოდენობის სითხის მიღება. არ დაგავიწყდეთ ეს წესი!

კუჭის ტკივილების მოსახსნელად, პირველ რიგში, უნდა დაარეგულუროთ კვება. აქ ახალი არაფერია: პურეული, ცხარე, ძალიან ცხიმიანი, მწნილები, ყავა და გაზიანი სასმელები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ. რეგულარულად იკვებეთ და არ დაგავიწყდეთ ფიზიკური სავარჯიშოებიც.

ეკონომიას აკეთებთ საკვებზე? ფრთხილად იყავით, რადგან ფულის ხარჯვა მკურნალობაზე მოგიხდებათ. იყავით ჯანმრთელი და ძალებით სავსე!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.