» » » ორგანიზმის 8 სიგნალი, რომლებიც კუჭის წყლულზე მიგითითებთ

ორგანიზმის 8 სიგნალი, რომლებიც კუჭის წყლულზე მიგითითებთ

ყოველდღიურად მსოფლიოში რეგისტრირდება წყლულოვანი დაავადების ახალი 500 000 შემთხვევა. კუჭის წყლული, საბედნიეროდ, იკურნება, თუმცა, არადროული დიაგნოსტირების შემთხვევაში მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის. თუ მოუსმენთ სიგნალებს, რომლებსაც ორგანიზმი გიგზავნით, შეძლებთ წყლულის ამოცნობას ადრეულ ეტაპზე და მოერიდებით ჯანმრთელობისთვის სერიოზულ ზიანს.

რჩევების რედაქცია მოგიყვებათ კუჭის წყლულის პირველ ნიშნებზე. წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ!

  1. წვის შეგრძნება


    ეს შეგრძნება ყველას აქვს და, ხშირად, მის უკან არაფერი სერიოზული არ დგას. თუმცა, თუ წვას გულის არეში მუდმივად გრძნობთ, ეს შეწუხების საბაბია, რადგან რეგულარული წვა წყლულოვანი დაავადების ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია.

  2. დაუკმაყოფილებელი წყურვილი


    მოუკვლელი წყურვილი და პირის სიმშრალე რამდენიმე დაავადების სიმპტომია, მათ შორის - კუჭის წყლულისა. თუ შეამჩნიეთ, რომ სულ უფრო მეტ წყალს სვამთ, დროა, ჩაეწეროთ სპეციალისტთან.

  3. მწვავე ტკივილების შეტევა


    კუჭის პრობლემები, პირველ რიგში, თავს იჩენს მუცლის მწვავე ტკივილებით. მუცლის ქვედა ნაწილის ან ნეკნებქვეშა მონაკვეთის უეცარი ტკივილი საყურადღებოა.

  4. ნაწლავების ფუნქციონირების დარღვევა


    უნდა მიმართოთ ექიმს, თუ მუცლის ხშირი შებერილობა და ყაბზობა გაწუხებთ: ისინი ნაწლავების ფუნქციის დაქვეითებაზე მიუთითებს, რაც, თავის მხრიც, შესაძლოა წყლულოვანი დაავადების ნიშანი იყოს.

  5. სიმძიმის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ


    წყლული, რომელიც სწორედ კუჭში ვითარდება, თავს იჩენს სიმძიმითა და მუცლის არეში მტკივნეული შეგრძნებებით საჭმლის ყოველი მიღების შემდეგ.

  6. ტკივილი მშიერ კუჭზე


    ხანდახან, შიმშილის გრძნობას თან ახლავს ტკივილი, რომელიც მხოლოდ საკვების მიღების შემდეგ მშვიდდება - ასეთი რამ ერთხელ მაინც უგრძვნია ყველას. თუმცა, როცა ეს რეგულარულ სახეს იღებს, დროა, იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

  7. გულისრევა


    წყლულის განვითარების კიდევ ერთი ნიშანია გულისრევა. თუ თქვენ რამდენიმე დღის მანძილზე ყოველგვარ მიზეზგარეშე გერევათ გული და ამას ღებინება მოჰყვება, აუცილებლად მიმართეთ კლინიკას.

  8. წონაში კლება

თუ უეცრად წონაში დაიკელით მოკლე ვადაში, ნუ გაგიხარდებათ. გაიარეთ გამოკვლევები, რადგან წონაში მკვეთრი კლება ცუდი სიგნალია და, შესაძლოა, ნიშნავდეს კუჭის წყლულის გაჩენას.

ზემოაღნიშნული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ გასტროენტეროლოგს გამოკვლევებისთვის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.