» » » დაყრუება არ გემუქრებათ და ყურებიდან ხმაურიც სამუდამოდ გაქრება! ყოველდღიურად მიიღეთ..

დაყრუება არ გემუქრებათ და ყურებიდან ხმაურიც სამუდამოდ გაქრება! ყოველდღიურად მიიღეთ..

სმენის დაკარგვა მარტივია, მისი აღდგენა კი - ძალიან რთული. ყური იმდენად მყიფე და იუველირული ორგანოა, რომ, ხშირად, ურთულესი ოპერაციებიც კი არ იღებს შედეგს.



სიყრუვის განკურნება შეუძლებელია, თუმცა სმენის გაუმჯობესება შესაძლებელი და საჭიროცაა. როგორც აღმოჩნდა, ამის გაკეთება მედიცინის, კომპრესებისა და სხვა დამღლელი მანიპულაციების გარეშეც შეიძლება.

ყრუ ყური
სმენის დაქვეითება - ნამდვილი უბედურებაა ნებისმიერ ასაკში. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მოხუცებულებში, თუმცა, ბოლო დროს, იგი ხშირად აწუხებთ პაციენტებს 30-40 წლის ასაკშიც.



მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა: ოსტეოქონდროზი, ხერხემლის თიაქატი. შემდეგ მოდის არტერიული ჰიპერტონია, თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები.



სმენის გაუარესებას ახალგაზრდა ადამიანებში იწვევს ხანგრძლივი საუბარი ტელეფონით, ხმამაღალი მუსიკა, რესპირატორული ინფექციების გაუარესება.
რამდენიმე წლის წინ ამერიკელმა დიეტოლოგებმა ყურადღება გაამახვილეს გასაოცარ ფაქტზე: გულის დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებიც, ინფაქტის შემდეგ, სპეციალურ დიეტას იცავდნენ ქოლესტერინის დაბალი დონით, მკვეთრად უუმჯობესდებოდათ სმენა.
ამ ფენომენის უყურადღებოდ დატოვება სისულელე იქნებოდა და მედიკოსებმა დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება, რომელთა მსვლელობისას დადგინდა, თუ რომელი პროდუქტები აუმჯობესებს სმენას და აქრობს ხმაურს ყურებში.



სმენის გასაუმჯობესებელი დიეტის ძირითად ნაწილს შეადგენს პროდუქტი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აუმჯობესებს შიდა ყურის სისხლით უზრუნველყოფას. ჰიპოქოლესტერინული დიეტა დაგეხმარებათ ხმის აღქმის 25-30 დეციბალით გაუმჯობესებაში.

პროდუქტი, რომელიც აუმჯობესებს სმენას
  1. ციტრუსი
    ნებისმიერი ციტრუსი მდიდარია პექტინით, ხსნადი ბოჭკოთი, რომელიც კუჭში ბლანტ მასას წარმოქმნის და გამოაქვს ქოლესტინი მანამ, სანამ იგი სისხლში მოხვდება და სისხლძარღვებს შეაფერხებს.


  2. შვრიის ფანტელი
    შეიცავს ბეტა-გლუკანს - ხსნად ცელულოზას, რომლის ბოჭკოებიც ორგანიზმში ბლანტ კონსისტენციას იძენს და იერთებს ცუდ ქოლესტერინს.
    ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ უხეშად დაფქული შვრიის ფქვილიც. თუ მაღაზიებში ვერ პოულობთ, დაფქვით შვრიის ფანტელი და მოამზადეთ ღვეზელები თუ ბლინები.


  3. სტაფილო
    ისევე, როგორც ციტრუსი, სტაფილოც შეიცავს პექტინს. ამიტომ იგი გვეხმარება მავნე ქოლესტერინის ორგანიზმიდან გამოდევნაში. საკმარისია, მიირთვათ ორი ცალი სტაფილო, რომ შეამციროთ ქოლესტერინის დონე 10%-ით(თუ მისი დონე მაღალია).


  4. ფისტი
    ფისტი შეიცავს ფიტოსტეროლებს, ნატურალურ მცენარეულ ნივთიერებას, რომელიც ბლოკავს სისხლის მიერ ქოლესტერინის შეწოვის უნარს. გარდა ამისა, ფისტი მდიდარია მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბოჭკოებითა და ანტიოქსიდანტებით, ნივთიერებებით, რომლებიც ინარჩუნებს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას.


  5. ავოკადო
    ავოკადო - მონოუჯერი ცხიმებისა და ბეტა-სიტოსტერინის წყაროა, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას. თუ რეგულარულად მიირთმევთ ავოკადოიან სალათებს ან მისგან პასტას მოამზადებთ, ქოლესტერინის დონეს ნორმალურ დიაპაზონში შეინარჩუნებთ.


  6. გოგრის თესლი
    გოგრის თესლი ფასდაუდებელ ზეთს შეიცავს, რომელიც სავსეა შეუცვლელი ორგანული მჟავებით: ოლეინის, ლინოლეური, პალმიტინისა და სტეარინის. თესლში არსებული ფიტოსტერონები, გოგრის კალიუმი და მაგნიუმი აძლიერებს გულს, ცხიმოვანი მჟავები კი აზავებენ ქოლესტერინის კოლტებს სისხლძარღვებში, რითიც აღადგენს სმენას.


    ასევე, სასარგებლოა ხორცის უცხიმო სახეობა, თევზი, სუბპროდუქტი, ფოთლოვანი ბოსტნეული, რძის პროდუქტი, ჩირი, მწვანე ჩაი. უარი თქვით ცხიმიან ხორცსა და ძეხვეულზე, თეთრ პურზე, მზა სოუსებსა და კონსერვებზე.



    ხანდახან, სმენის დაქვეითება ენდოლიმფაში ცვლილებების შედეგია. ესაა სითხე, რომელიც შიდა ყურშია მოთავსებული და რომელზეც დამოკიდებულია მთელი სასმენი აპარატის ფუნქციონირება. თუ იგი შემადგენლობას იცვლის, სმენა სწრაფად ქვეითდება.
    ამიტომ, როცა ექიმები ამბობენ, რომ პრობლემა ლიმფაშია - სასწრაფოდ დაიცავით დიეტა მარილის შეზღუდვით! მოხარშული მარილი სწორედ ის ნატრიუმია (ნატრიუმის ქლორიდი), რომელიც არღვევს ენდოლიმფის შემადგენლობას: ბალანსის აღსადგენად საჭიროა მარილის შეზღუდვა ან საერთოდ გამორიცხვაც კი.


დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს მარინადები, სოუსები(მაიონეზი, მდოგვი, კეჩუპი და სოიოს სოუსი), მწნილები. კონსერვებში კი უამრავი საკვები დანამატია, რომლებიც ნატრიუმს შეიცავს. ეს ეხება ძეხვეულსაც.
ასევე, მკვეთრად უნდა შეამციროთ კოფეინისშემცველი პროდუქტების რაოდენობა რაციონში: ჩაი, ყავა, შოკოლადი, კაკაო, კოლა. კოფეინი უარყოფითად მოქმედებს ენდოლიმფის შემადგენლობაზე, რაც სმენის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.