» » » სტალინმა ამ პრეპარატის საიდუმლოს შენახვის ბრძანება გასცა: კურნავს თითქმის ყველაფერს, იშოვება იაფად

სტალინმა ამ პრეპარატის საიდუმლოს შენახვის ბრძანება გასცა: კურნავს თითქმის ყველაფერს, იშოვება იაფად

სიმსივნური წარმონაქმნების მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს ხარისხიანი დამხმარე თერაპია. სამწუხაროდ, ყველა ექიმს არ ესმის დამატებითი პრეპარატების აუცილებლობა, რომლებიც ადმაიანს ეხმარება, გაუმკლავდეს პოსტოპერაციულ გართულებებს, ქიმიოთერაპიასა და თვით დაავადებას.



ამიტომ, პაციენტები, ხშირად, ხსნას მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებში ეძებენ, ყველაზე შემზარავი დიაგნოზების დროსაც კი. პანაცეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა გახლდათ დარაგოვის ანტისეპტიკ-სტიმულატორი(დას), რომელიც ა. დარაგოვმა ჯერ კიდევ სტალინის დროს შეიმუშავა.

დარაგოვის სტიმულატორი
ამბობენ, რომ ომის შემდეგ, მეცნიერები ვალდებული გახდნენ, შეექმნათ ისეთი წამალი, რომელიც, ატომური ომის შემთხვევაში, ადამიანებსა და ცხოველებს ქიმიური ნივთიერებებისა და რადიაციის ზემოქმედებისგან დაიცავდა.

1946 წელს, ყველა დაავადების წამლის საძიებელი, მკაცრად გასაიდუმლოებული მეცნიერული კვლევის დროს, პროფესორმა დარაგოვმა მიიღო პრეპარატი ანტისეპტიკური, მასტიმულირებელი და სამკურნალო ეფექტით. უფასო და ხელმისაწვდომ ნედლეულად მეცნიერმა ბაყაყები გამოიყენა. მათი დიდი ხნის ხარშვის შემდეგ, მან გამოიყენა ძველი ალქიმიკოსების ინსტრუმენტი - აპარატი, რომელიც ძალიან ჰგავს სპირტის გამოსაცდელ მოწყობილობას.





მოგვიანებით, დარაგოვმა იგი ხორც-კომბინატების ნარჩენებით ჩაანაცვლა. ნივთიერებას უწოდეს დარაგოვის ანტისეპტიკ-სტიმულატორი - დას-ი.

ცხოველებზე ექსპერიმენტებმა აჩვენა მკურნალობის ეფექტურობა სხვადასხვა სოკოვან დაავადებასა და კანის პარაზიტებზე. პრეპარატი კურნავდა ეკზემას, გამონაყარს, დერმატიტს, ტროფიკულ წყლულს, ნეიროდერმიტსა და ფსორიაზს. დას-ი აუმჯობესებდა ორგანიზმის ადაპტირებისა და დამცველობით თვისებებს, ზრდიდა იმუნური, ენდოკრინული და ნერვული სისტემების აქტივობას.



გამოგონება საიდუმლოდ ინახებოდა და მას მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირები იყენებდნენ. მაგალითად, ლავრენტი ბერიას დედა განიკურნა საშვილოსნოს კიბოს ბოლო სტადიაზე.



ამტკიცებენ, რომ სტალინის სიკვდილისა და ბერიას დახვრეტვის შემდეგ, გამომგონებელს ბრალი დასდეს უკანონო სამედიცინო საქმიანობაში. 1957 წელს კი, დარაგოვიც გარდაიცვალა. დას-ის მიმართ ინტერესი მალევე გაქრა და მისი გამოყენება მხოლოდ ვეტერინარიაში შეინარჩუნეს.


მისი "საიდუმლო" წარსულის მიუხედავად, დას-ი უკვე კარგა ხანია იყიდება ვეტერინარულ აფთიაქებში. ჩვენს დროს მისი შოვნა შეიძლება ორი მდგომარეობით: შინაგანი მიღებისთვის გამოიყენება დას-2, გარეგანისთვის - დას-3.

ეს, თავის მხრივ, წარმოაგდენს ცხოველის ლეშისგან ამოღებულ ზეთოვან სითხეს მკვეთრი, საშინელი სუნით, რომელიც გახსენებთ ძვლების წვას, ლპობას. ამ ელექსირის ერთხელ დაყნოსვის შემდეგ მას სხვა უამრავ პრეპარატში გამოარჩევთ.



მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ვეტერინარული მიზნებისთვისაა განკუთვნილი, ბევრი იყენებს მას პირადად. ადამიანებს არ აკავებს საშინელი სუნიც კი.

თვითონ დოროგოვმა შეიმუშავა დას-2-ის მიღების მეთოდიკა.

გამოყენება
  1. წამლის 5 წვეთი ჩაასხით მაგარ ჩაიში ან გაგრილებულ მდუღარე წყალში.
  2. მიირთვით უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში ორჯერ.
  3. ყოველ მეორე დღეს მიღება გაზარდეთ 1 წვეთით.
  4. მიიღეთ 5-დღიანი კურსით, 3-დღიანი შესვენება. ასე უნდა ჩაანაცვლოთ დღეები სრულად გამოჯანმრთელებამდე.
იმისათვის, რომ მკვეთრმა არომატმა არ გამოიწვიოს ღებინების ასოციაცია, დას-ი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახსნათ. იგი უნდა ამოიღოთ დგუშითა და ნემსით და ჩაუშვათ წყლით სავსე ჭიქაში. პრეპარატის ჰაერთან კონტაქტი დაუშვებელია.


პრეპარატს კონკრეტულ თვისებებს მიაწერენ. დას-ის მომხმრეები ადამიანებს ამ საშუალების მიღებას ურჩევენ სხვადასხვა შემთხვევაში, დაწყებული კანდიდოზური სტომატიტიდან და გაციებიდან, დამთავრებული ონკოლოგიური დაავადებების გვიანდელი სტადიებით.


გასაოცარია, რომ არც ერთი სხვა პრეპარატი არ ითვლება ამდენი დაავადების სამკურნალო სასუალებად. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, გარეგანი გამოყენებით კანის დაავადებები ნამდვილად კარგად იკურნება. თუმცა, სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნებული მომხმარებლები არ შეგვხვედრია.

არავითარი მონაცემი არ არსებობს უკუჩვენებაზე, გვერდით მოვლენებსა და პრეპარატის ეფექტურობაზე. ოფიციალური სამედიცინო პრაქტიკა კრძალავს ადამიანისთვის დას-ის გამოყენებას. დას-ით მკურნალობა, პრაქტიკულად, საკუთარი რისკით ხდება.


ეს პრეპარატი ნამდვილად სადავოა. პრობლემა ისაა, რომ ერთგვარი წამალი ყველა დაავადებისთვის არ არსებობს. სანამ ერთ ორგანოს კურნავთ, მეორეს აზიანებთ. თუმცა, როცა ადამიანს უკანასკნელი შანსი აქვს, გასაგებია, რომ იგი მზადაა ყველაფერზე წავიდეს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.