რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, რატომ უნდა იყოს ყოველ ოჯახში კალანხოეს ქოთანი.
სამკურნალო კალანხოე
კალანხოეს დადებითი ენერგეტიკა აქვს. ოთახში მისი არსებობა მოგაზღვავებთ ძალებსა და ენერგიას, მისი უნარი კი, გაწმინდოს ჰაერი, ფასდაუდებელია. ნივთიერება, რომელსაც ეს შესანიშნავი მცენარე შეიცავს, ანთებისსაწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებებით გამოირჩევა.
კალანხოე ასტიმულირებს იმუნიტეტს და აძლიერებს ორგანიზმს, აქვს ჭრილობების შეხორცებისა და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები. მას ტყუილად არ იყენებენ ხალხური მედიცინის მომხრეები უკვე არაერთი ასწლეულის მანძილზე.
გამოყენება
- რინიტისა და ჰაიმორიტის მკურნალობა
გამოიყენეთ მცენარის წვენი ცხვირში ჩასაწვეთებლად დღეში 2-3ჯერ, 2 წვეთის ოდენობით. მალე გათავისუფლდებით სურდოსგან. - ჩირქგროვებისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა
კალანხოეს დაჭრილ ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე 20 წუთით. მიირთვით 100 მლ სამკურნალო ნახარში დღეში სამჯერ ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ. ეს ნაყენივე დაგეხმარებათ ჩირქიანი ჭრილობების დასამუშავებლად. - კბილის ტკივილის გაქრობა
კალანხოეს ფოთლები გარეცხეთ, დაჭერით წვრილად და დაწურეთ. დაუმატეთ წვენს 200 მლ წყალი და გაათბეთ მასა ორთქლის აბაზანაზე. მიირთვით 50 მლ ნაყენი დღესი ოთხჯერ. ეს საშუალება კლავს კბილის ტკივილს და ამცირებს ანთებით პროცესებს ღრძილებში. - სისხლდენისა და ტკივილის შემსუბუქება
აიღეთ მცენარის ახალი ფოთლები, კარგად გარეცხეთ, დაჭერით დანით, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული ფაფა დაწურეთ და მიიდეთ მყარი მასა მტკივან ადგილას. ასეთი ფაფა იდეალურად ებრძვის სისხლდენას და გათავისუფლებთ ტკივილისგან. - ანტიტუბერკულოზური თერაპია
კალანხოეს წვენი ტუბერკულოზის მკურნალობის შესანიშნავი დანამატია. 10 მლ ახლადდაწურულ წვენს შეურიეთ 70 მლ მდუღარე წყალი. მიირთვით მასა ყოველდღე, საჭმლის მიღებამდე. შედეგად ინტენსიური თერაპიიდან 3 თვეში შენიშნავთ. - კანის დაავადებების მკურნალობა
დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები კალანხოეს წვენით. - ოტიტისა და ნაწოლების მკურნალობა
შეურიეთ 30 მლ კალანხოეს წვენი და 5 მლ სამედიცინო სპირტი, კარგად შეურიეთ. მიღებული მასა გამოიეყენეთ ყურის წვეთებად ოტიტის დროს ან დაიმუშავეთ მისით ნაწოლებით დაზიანებული მონაკვეთები. - მეჭეჭების საწინააღმდეგო კომპრესი
დაჭერით მცენარის ფოთლები, მიიდეთ ფაფა კანის პრობლემურ ზონაზე, შეიხვიეთ საკვები ფოლგით და დაიმაგრეთ ბინტის საშუალებით. ასეთი თერაპიის ხანგრძლივობა 2 საატია. - კონიუქტივიტისა და ბლეფარიტის მკურნალობა
კალანხოე ეფექტურად ებრძვის ოფთალმოლოგიურ დაავადებებს. გარეცხეთ რამდენიმე ფოთოლი და წვრილად დაჭერით. დაუმატეთ 2 ს.კ. წყალი, აადუღეთ, გააგრილეთ და გაფილტრეთ. გამოირეცხეთ ამ ნახარშით თვალები დღეში სამჯერ. სხვათაშორის, ამ ნაყენით იკურნება ანგინაც და სტომატიტით, უბრალოდ გამოივლეთ პირის ღრუ და ყელის არე.