» » მე გამოცდილი დიასახლისი ვარ და ზუსტად ვიცი, როგორ გავაპრიალო გაზქურა 2 წუთში. გთავაზობთ მარტივ მეთოდს

მე გამოცდილი დიასახლისი ვარ და ზუსტად ვიცი, როგორ გავაპრიალო გაზქურა 2 წუთში. გთავაზობთ მარტივ მეთოდს

როგორც ყველა ქალბატონს, მე მინდა, რომ ჩემს სამზარეულოში ყველაფერი სისუფთავისგან ბრწყინავდეს. ცხოვრების საკმაოდ ჩქარი ტემპიდან გამომდინარე, დილით ადრე გაღვიძება და საუზმის მომზადება ოჯახის ყველა წევრისთვის, ბავშვების სკოლაში წაყვანა და შემდეგ სამსახურში წასვლა, ვახშამის მოზმადება, საკმარისი დროის გამონახვას სახლის დალაგება-დასუფთავებისთვის ძალიან იშვიათად ვახერხებ.

სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ინტერნეტ სივრცეში არაერთხელ მიცდია საინტერესო და სასარგებლო რჩევებისა და ხრიკების მოძებნა, რომლებიც თითოეული დიასახლისის ცხოვრებას და ყოველდღიურ საქმიანობებს საგრძნობლად ამსუბუქებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინდა მოგითხროთ ერთი ძალიან მარტივი საშუალების შესახებ, რომლის დახმარებითაც თქვენი გაზქურა ყოველთვის იდეალურად სუფთა იქნება. როგორც მოგეხსენებათ, სამზარეულოს სწორედ ამ აუცილებელ ატრიბუტზე გროვდება ყველაზე დიდი რაოდენობით ცხიმის რთული ლაქები.



როგორ გავაპრიალოთ გაზქურა

თითოეულმა დიასახლისმა ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად რთულია გაზქურის სახელურების გაწმენდა ცხიმის ლაქებისგან და ნადებისგან. ყოველ ჯერზე რაიმე კერძის მომზადების შემდეგ ჩვენ ამ პრობლემის წინაშე ვდგებით, რაც უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის. რა თქმა უნდა, თანამედროვე ბაზარი სავსეა სპეციალური საყოფაცხოვრებო პროდუქტებით, რომელთა დახმარებით მართლაც ძალიან მარტივია დალაგება-დასუფთავების პროცედურები, თუმცა საკმაოდ დიდი რაოდენობით ქიმიური, ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები, რომელთაც ეს საშუალებები შეიცავს, სასუნთქი გზების გავლით ჩვენს ორგანიზმში ხვდება და აზიანებს მას.

სწორედ ამ მიზეზების გამო, დიდხანს ვეძებდი საშუალებას, რომელიც საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდებოდა ქიმიკატებს და იქნებოდა ჯანმრთელობისთვის აბსოლიტურად უსაფრთხო. ჩემდა სასიხარულოდ, ასეთ საშუალებას სწრაფადვე მივაგენი და უკვე არაერთი წელია მას წარმატებით ვიყენებ. სულ რაღაც 2 წუთი საკმარისი იქნება გაზქურის იდეალურად გასაპრიალებლად.



თქვენ დაგჭირდებათ:
  • ყურის ჩხირები;
  • ძველი ჯაგრისი;
  • ნიშადურ-ანისის წვეთები.



ინსტრუქცია:
  1. ჩაალბეთ ყურის საწმენდი ბამბის ჩხირები ნიშადურ-ანისის ხსნარში.



  2. მისი გამოყენებით კარგად დაამუშავეთ გაზქურის დაბინძურებული სახელურები, ბადეები და სხვა ძნელად მისაწვდომი ადგილები. დატოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ რამდენიმე წუთით. თქვენ შენიშნავთ, თუ როგორ "ლღვება" ცხიმი და ქრება თვალსა და ხელს შუა.



  3. თუ ცხიმი იმდენად ჩამჯდარია, რომ ეს მეთოდი არ არსებობს, ყურის ჩხირის ნაცვლად გამოიყენეთ ძველი ჯაგრისი. ნიშადურ-ანისის ხსნარში დასველებული ჯაგრისით კარგად დაამუშავეთ გაზქურის დალაქავებული ზედაპირი.



უშუალოდ ღუმელის გაწმენდა ნიშადურ-ანისის ხსნარით არ ღირს, რათა თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის დაზიანება. ასეთი შემთხვევისთვის, ჩვენ მოგვეპოვება არაერთი საოცრად ეფექტური ხრიკი. თითოეული მათგანი არაჩვეულებრივად აპრიალებს ღუმელს და უმკლავდება რთულ ლაქებს.

საშუალებები ღუმელის გასაწმენდად
  1. ღუმელის კედლებისა და მის კარებზე არსებული მინის დაბინძურებას ეფექტურად უმკლავდება საკვები სოდა, ლიმონმჟავა ან ცომის საფუარი. რბილი ქსოვილი ჩაალბეთ წყალში, კარგად დაამუშავეთ ღუმელის კედლები და შემდეგ დატენიანებულ ზედაპირზე წაუსვით მოცემული სამი ინგრედიენტიდან ერთ-ერთ. დატოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით, შემდეგ კი გაასუფთავეთ ზედაპირი ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით. კვლავ წყალში დასველებული ქსოვილით დაამუშავეთ ღუმელი.



  2. მცირე დაბინძურებას მარტივად გამუკლავდება ძმრისა და წყლის ხსნარი თანაფარდობით 1 : 1. ძმრიან წყალში დასველებული ქსოვილით კარგად დაამუშავეთ ღუმელის კელდები და 15 წუთით ჩართეთ ის 50 გრადუსზე. როდესაც ღუმელი გაგრილდება, გაასუფთავეთ ის წყლით.



  3. მარტივად შეგიძლიათ პასტისებური მასის დამზადებაც, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს ღუმელს. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით მარილი, სოდა და წყალი. მიღებული მასა გაანაწილეთ ღუმელის კედლებზე და დატოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით. დილით კარგად გაწმინდეთ ზედაპირი წყალში დასველებული რბილი ქსოვილით.

ამ მარტივი ხრიკების დახმარებით თქვენი გაზ-ქურა და ღუმელი ყოველთვის იდეალურად სუფთა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.