» » » როგორ აღმოვაჩინოთ კიბო ადრეულ სტადიებზე: რეკომენდაციები, რომლებიც სიცოცხლეს იხსნის

როგორ აღმოვაჩინოთ კიბო ადრეულ სტადიებზე: რეკომენდაციები, რომლებიც სიცოცხლეს იხსნის

ბოლო დროს ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში დაუღალავად საუბრობენ ამა თუ იმ დაავადების განკურნებასა და ახალ აღმოჩენებზე, განსაკუთრებით, ონკოლოგიაზე. საუბარია უახლეს პროგრესულ ნაშრომებზე, რომელთაც მძიმე ავადმყოფების ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

თუმცა, ბევრს არ ესმის, რომ მკურნალობის ეს მეთოდები სიცოცხლის შანსს კიბოს ბოლო სტადიებზეც იძლევა, და მხოლოდ ერთეულები იაზრებენ იმას, რომ ყველაზე კარგი საშუალება საშინელი შედეგის თავიდან ასაცილებლად - კიბოს ადრეული დიაგნოსტიკაა.

რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომელთაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ არამხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ახლობლებისთვისაც.

კიბოს ნიშნები ადრეულ სტადიებზე
ეს თემა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ადრეულ სტადიებზე კიბოს დიაგნოსტირებით პრობლემას მანამ გადავწყვეტთ, სანამ სიმსივნე მეტასტაზებს გადასცემს და გავრცელდება სხვა ორგანოებზეც. პირველ რიგში, ავადმყოფისთვის ხელმისაწვდომია მარტივი და ეფექტური პროცედურები, მეორეც, ეს პაციენტს აძლევს ფასდაუდებელ შანსს, თავიდან აიცილოს რამდენიმეწლიანი ტანჯვა, დიდი რაოდენობით ხარჯები მკურნალობაზე, პერსპექტივაში კი იხსნის სიცოცხლეს.



საზოგადოების ცნობიერებისათვის აუცილებელია, რომ თითოეულმა ადამიანმა დაიცვას ეს მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი წესები.
  1. თვითგაცნობიერებულმა ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს ამა თუ იმ დაავადების სიმპტომები. ანუ, ორგანიზმში რომელ ცვლილებებს უნდა დაუთმოს ყურადღება და არ ჩაიქნიოს ხელი მკურნალობაზე.
  2. ყველამ უნდა მიმართოს სპეციალისტს პირველი საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე.
  3. და მთავარი, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა რეკომენდაციები არსებობს ადრეულ დიაგნოსტიკაზე, რომელიც შეესაბამება ასაკს, სქესს, შობისუნარიანობას და ა.შ.


ისრაელის მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია და პრაქტიკით დამტკიცდა, რომ სახელმწიფოსთვის გაცილებით მარტივია დაავადების აღკვეთა, ვიდრე ხანგრძლივად და, ხშირად, უშედეგოდ, მისი მკურნალობა. ამ უხერხული მიზეზით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო სულ უფრო მეტ თანხას გამოყოფს იმისათვის, რომ მოსახლეობა გათვითცნობიერდეს, პირველ რიგში, ადრეულ დიაგნოსტირებაზე, ხოლო შემდეგ - დაავადების აღკვეთაზე.

აი, რას ურჩევენ ისრაელელი სპეციალისტები თითოეულ ადამიანს, რომელსაც დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრება სურთ. ეს სქემა დაგეხმარებათ სერიოზული პათოლოგიების ადრეულ სტადიებში აღმოჩენასა და თერაპიის დროულ დაწყებაში.

  1. 40 წლის შემდეგ ქალებმაც და კაცებმაც უნდა ჩააბარონ სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც აუცილებლად აჩვენებს სერიოზული პრობლემის არსებობა/არარსებობას. მაგალითად, თუ ანალიზმა გემოგლობინის დაქვეითება აჩვენა, ექიმი დაიწყებს მიზეზის ძიებას: სისხლდენა კუჭში ან ნაწლავში, შესაძლო წყლული ან, იქნებ, ონკოლოგია.
  2. მამაკაცებმა, რომლებმაც 50 წელს მიაღწიეს, ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ პროსტატის გამოკვლევა და ჩააბარონ ანალიზი სიმსივნურ მარკერზე - სპეციფიკურ პროსტატულ ანტიგენზე.


  3. 40 წლის შემდეგ ქალბატონებმა ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიარონ პროფილაქტიკური მამოგრაფია, წელიწადში ერთხელ ეწვიონ გინეკოლოგს და ყოველწლიურად იარონ მამოლოგთან კონსულტაციაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა 40+ ქალებისთვის - ნაცხის ანალიზი პაპილომას პროფილაქტიკის მიზნით, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთგული თანამგზავრია.
  4. 50 წლის ასაკიდან დაწყებული, ქალებმაც და მამაკაცებმაც უნდა დაიწყონ ყოველწლიური გასტროსკოპია და კოლონოსკოპია. ეს აღმოაჩენს პოლიპებს ნაწლავებში, რომლებსაც ახასიათებთ კიბოს უჯრედებად გარდაქმნა. ასევე, რეკომენდებულია განავლის გამოკვლევები კოლორექტალური კიბოს პროფილაქტიკისთვის.


  5. თუ თქვენი ოჯახის ისტორიაში თავს იჩენს ონკოლოგიური დაავადებები, აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისთვის გენეტიკოსს, რომელიც მოგცემთ მიმართულებას კონკრეტულ გენეტიკურ სკრინინგზე ან გირჩევთ კონკრეტული გამოკვლევების ჩატარებას.
  6. კიდევ ერთი რეკომენდაცია - ყოველწლიურად მიმართეთ დერმატოლოგს კანის გამოკვლევებისთვის, საეჭვო ახალწარმონაქმნების შესამოწმებლად.


    საერთო ჯამში, უნდა იყოთ ძალიან ყურადღებიანი საკუთარი სხეულის სიგნალების მიმართ. ყაბზობა, განავლის ხარისხის ნებისმიერი ცვლილებები, სისხლის კვალი ტუალეტის ქაღალდზე, ქალებში მკერდის გამკვრივება, ხალების გაჩენა და სწრაფი ზრდა კანზე - ყველა ეს იმის ნიშანია, რომ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.


ჩვენ გვჯერა, რომ ეს მარტივი, თუმცა ძვირფასი რეკომენდაციები გადაარჩენს არაერთ სიცოცხლეს. მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს საკუთარ ჯანმრთელობაზე, კარგად მიხედე მას!



გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეგობრებს სოც.ქსელებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.