რჩევების რედაქციამ გაარკვია, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ტკივილგამაყუჩებელს და როგორ უნდა მიიღოთ იგი სწორად.
ტკივილი - მნიშვნელოვანი სიგნალი ორგანიზმისგან
ტკივილის გაჩენისთანავე ნუ მიიღებთ წამლებს. უსიამოვნო შეგრძნებები მნიშვნელოვანი სიგნალია ორგანიზმისა იმის შესახებ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ამრიგად, იგი ჩვენ გვაფრთხილებს და დახმარებას გვთხოვს. ტკივილი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სპაზმით ან უფრო სერიოზული პრობლემებითაც. პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რამ გამოიწვია დისკომფორტი.
როგორ გავიგოთ, რამ გამოიწვია ტკივილი?
ამის გაგების მარტივი საშუალებაა სპაზმოლიტიკის მიღება(მაგ, პაპავერინი ან დროტავერინი). მისი მოქმედება დაფუძნებულია იმაზე, რომ იგი ადუნებს კუნთების შეკუმშვას, სისხლის მიწოდება აღდგება და ორგანო ან მთელი სისტემა თავიდან იწყებს ნორმალურად ფუნქციონირებას. თუ შედეგს ვერ შეიგრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
ტკივილგამაყუჩებლის კიდევ ერთი სახეობა, ანალგეტიკი, რა თქმა უნდა, მოხსნის ტკივილის, თუმცა არ შეუშლის ხელს მისი წარმოქმნის მიზეზს. იგი მხოლოდ დროებით მოგაშორებთ უსიამოვნო შეგრძნებებს, ხოლო პრობლემა, რომელზეც ჩვენი ორგანიზმი მიგვანიშნებს, რჩება.
არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოთ ტკივილი მუცლის არეში. იქ მნიშვნელოვანი ორგანოები და სისტემები მდებარეობს, რომლებშიც, შესაძლოა, რაღაც დარღვევაა. თუ დროულად არ მიმართავთ სპეციალისტს, პრობლემა თავისით არ გადაწყდება, პირიქით, გაუარესდება, რაც ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას გამოიწვევს.
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი დროულად
ჩვეულებრივ, აბების მოქმედება ორგანიზმში მოხვედრიდან 20-30 წუთში იწყება. თუ თქვენ დისკომფორტის პირველი შეგრძნებები გაგიჩნდათ, ნუ გადადებთ პრეპარატის მიღებას, მიიღეთ იგი წინასწარ.
ალკოჰოლი და პრეპარატები შეუთავსებელია
კეტეგორიულად დაუშვებელია წამალზე ალკოჰოლის დაყოლება ან უბრალოდ მისი მიღება მედიკამენტების მიღების დროს. სპირტიანი სასმელი არამხოლოდ გააძლიერებს ან შეასუსტებს პრეპარატის მოქმედებას, არამედ ცვლის ორგანიზმის რეაქციას წამალზე არაპროგნოზირებადი გზით.
არ შეიძლება წამლების მიღება მშიერ კუჭზე
პირველ რიგში, წამლის მიღებამდე, თუ ინსტრუქციაში არაფერია მითითებული, სასურველია ჭამა. ან ჭიქა კეფირის დალევა მაინც. ეს აუცილებელია, რათა დაიცვათ კუჭი. მეორეც, ტკივილგამაყუჩებელი უნდა მიიღოთ თბილ წყალთან ან ჩაისთან ერთად, რათა ორგანიზმში იგი ნაწილობრივ გახსნილი სახით მოხვდეს.
არ გადააჭარბოთ დაშვებულ დოზას
ეს ეხება რგოორც ერთჯერადად მისაღებ, ისე ყოველდღიურ მედიკამენტებსაც. ხანდახან, ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ ყველა აბის ერთად ჩაყლაპვა გვინდა, რათა მალე მოვიშოროთ. თუმცა, ეს მხოლოდ გვერდით მოვლენებსა და მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. ამიტომ, ნუ მიიღებთ 1-2 ტაბლეტზე მეტს ერთჯერადად.
ყველა პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებულია, თუ რა ინტერვალით უნდა მიიღოთ დღეში ესა თუ ის წამალი. ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე და ნუ გადააჭარბებთ დოზას. თუ წამალი არ გეხმარებათ ან ტკივილი არ ქრება, მიმართეთ ექიმს.
არ შეურიოთ სხვადასხვა ანალგეტიკი
არ შეიძლება ანალგეტიკების სხვადასხვა ჯგუფების შერევა, მათი ერთბაშად მიღებით. პრეპარატებს, რომლებიც ერთად არ უნდა მიიღოთ, მიეკუთვნება შემდეგი წამლები:
- პირაზოლინისგან დამზადებული: ანალგინი, ბუტადიონი;
- სალიცინის: ასპირინი, აცელიზინი;
- ორგანული მჟავებისგან დამზადებული: იბუპროფენი, ვოლტარენი;
- ანილინის: პარაცეტამოლი;
- ოქსიკამები: ტენოქსიკამი, პიროქსიკამი.
ნუ მოიხმართ წამლებს უმიზეზოდ
თუ ხშირად მიიღებთ ამა თუ იმ ტკივილგამაყუჩებელს, ორგანიზმი რაღაც მომენტში შეეჩვევა მას და დაკარგავს ეფექტს. ამასთან, ჩვენს სხეულს თავისუფლად შეუძლია სუსტი ტკივილის წარმოქმნა უმიზეზოდ. თუ ტკივილგამაყუჩებელს მცირე დისკომფორტის დროსაც კი მიიღებთ, იგი ვეღარ გაუმკლავდება ტკივილს დამოუკიდებლად და მოგიწევთ, დახმარება სხვაგან ეძებოთ.