ხშირად, ღამით ადამიანს ეღვიძება, ტკივილი და გაბუჟების შეგრძნება კი ხელს უშლის ძილის გაგრძელებაში. თითების მოძრაობის დროს ჩხვლეტა ჯერ ძლიერდება, მტკივნეული შეგრძნებები იზრდება, შემდეგ თანდათან გადადის და ძილის გაგრძელებაც შესაძლებელი ხდება.
სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 45%-ს აწუხებს პარესთეზიის ღამის ტკივილები. ითვლება, რომ ძილის დროს ხელების გაბუჟება კიდურებში სისხლის არასწორი ცირკულაციის შედეგია. და მაინც, რითია ეს გამოწვეული?
რატომ ბუჟდება ხელები ძილში
რა თქმა უნდა, თუ ხელი ერთხელ დაბუჟდა სხეულის უხერხული პოზის გამო ძილის დროს, ამაზე არ უნდა იდარდოთ. თუმცა, თუ ხელები ყოველღამე გიბუჟდებათ ძილის დროს და მუდმივად გიშლით ხელს ძილში, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. საგანგაშოა შემდეგი პრობლემები:
- თუ ხელები ძილში და ძილის შემდეგ გიბუჟდებათ.
- თუ ორივე ხელი ერთდროულად ბუჟდება.
- თუ ღამით მხოლოდ ერთ-ერთი ხელი ბუჟდება.
- პარესთეზიასთან ერთად, უარესდება მხედველობაც.
- მაჯის არხის სინდრომი
ჩნდება ხელის თითებისკენ მიმავალი ნერვების ზეწოლის დროს, ვიწრო არხში, რომელიც მაჯის ძვლებითაა წარმოქმნილი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მაჯაზე მუდმივი, ერთგვაროვანი დატვირთვა (კომპიუტერთან მუშაობა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა). ამასთან, ვლინდება მთელი მაჯის, მხოლოდ ქვედა მაჯის ან მხოლოდ თითების გაბუჟენა. ხელის ზედა ნაწილები პათოლოგიურ პროცესში არ ერთვება. - კისრის ოსტეოქონდროზი
კისრის ოსტეოქონდროზი, კისრის არის მალთაშორისი დისკების სპონდილეზი, თიაქარი ან პროტრუზია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს კისრის ქვედა სეგმენტებში (С5-დან С7-მდე), იწვევს ხელების გაბუჟებას, რადგან ზურგის ტვინის სწორედ ამ ნაწილიდან გამოდის ნერვები, რომლებიც ხელებს გაივლის.
ამასთან, ნერვული ფესვების ტიპის მიხედვით, ძილში ხელების გაბუჟება შეიძლება ლოკალიზდეს შემდეგნაირად: ხელის შიდა ზედაპირზე, მხრიდან 4-5 თითამდე; მხრის უკანა ნაწილი და წინამხარი, მეორე და მესამე თითის უკანა ზედაპირი; ხელის გვერდითი ნაწილიდან დიდი და საჩვენებელი თითების ჩათვლით. - მცირე სახსრების პოლიართრიტი
ვლინდება მხოლოდ და მხოლოდ თითების გაბუჟებით. - შაქრიანი დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები
გაბუჟებას ამომავალი ხასიათი აქვს. იგი იწყება პრობლემის ლოკალიზაციის შორეული მონაკვეთიდან და თანდათან მთელ ხელს იკავებს. ეს უფრო მსხვილი სისხლძარღვების ჩარევითაა გამოწვეული. ჩვეულებრივ, ზიანდება ორივე ხელი, შეგრძნებები სიმეტრიულია. - გულის დაავადებები
ამ შემთხვევაში უნდა გაამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რომელი ხელი ბუჟდება. მარჯვენა ხელზე უსიამოვნო შეგრძნებების გაჩენა, დიდი ალბათობით, კისრის ოსტეოქონდროზის დამსახურებაა. აი მარცხენა ხელის გაბუჟება კი, შესაძლოა, გულის სერიოზული პრობლემების მანიშნებელი იყოს, მათ შორის, სტენოკარდიისა და ინფარქტის. თუ მარცხენა ხელი უეცრად გაბუჟდა, თანაც ღამით და არ გადადის 1 საათის მანძილზე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
- შეამოწმეთ ბალიში და მატრასი, რამდენად უზრუნველყოფს ისინი კომფორტულ მდგომარეობას ძილში.
- შეამოწმეთ პიჟამა, ხომ არ გიჭერთ ხელებზე?
- გააკონტროლეთ სხეულის მდგომარეობა ძილის დროს.
ფიზიოთერაპიული პროცედურები
- მაგნიტოთერაპია კისრის არეში
- ფონოფორეზი, ხელების დარსონვალიზაცია
- პარაფინი ხელის თითებზე, წინამხარზე
- ელექტროფორეზი ლიდაზით, მაჯის არხის არეში
- კონტრასტული აბაზანა. რიგ-რიგობით მოათავსეთ ხელები ცივ და ცხელ წყალში. ამის შემდეგ ხელები სკიპიდარის მალამოთი უნდა შეიზილოთ და ჩაიცვათ თბილი, კოსმეტიკური ხელთათმანები.
- გოგრის ცხელი ფაფა დაიდეთ კისრიდან მთელი ხელის სიგრძეზე და შეიხვიეთ თბილი ქსოვილით. გაიმეორეთ პროცედურა მდგომარეობის შემსუბუქებამდე.
- ერთ წილ წყლის იელს დაასხით 3 წილი ძმარმჟავა და გააჩერეთ ნარევი ორი კვირით ბნელ ადგილას. როცა ნაყენი მზად იქნება, გაიწმინდეთ ხელები უსიამოვნო შეგრძნებების სრულად გაქრობამდე.
- თუ ხელების გაბუჟებას მუდმივი სახე აქვს, დაფიქრდით სისხლძარღვების გაძლიერებაზე. ამისათვის, დილით უზმოზე დალიეთ ჭიქა მდუღარე წყალი.
- გაბუჟების დროს, რომელიც ნევრალგიის ან რადიკულიტის შედეგად წარმოიქმნება, შეგიძლიათ გაიკეთოთ არყის ტოტების, მუხის ან ცაცხვის ქერქის ნახარშის აბაზანები (1 ლ წყალზე აიღეთ 1 ს.კ. ნედლეული და 5-6 ს.კ. მარილი). გაიკეთეთ 25-30-წუთიანი აბაზანა, შემდეგ გაიკეთეთ ხელთათმანები ან თბილი წინდები და გაიჩერეთ მთელი ღამით. კურსში 12-15 აბაზანა შედის.