კისრის შაკიკი
დაავადება ვითარდება კისრის პირველი, მეორე ან მესამე მალის დაზიანების შედეგად, როცა ზურგის ტვინის ნერვები ზეწოლას განიცდის.
ამდროს ზეწოლას განიცდის არტერიებიც. ამის შედეგად ირღვევა სისხლის მიწოდება, სისხლი ჩერდება, ნერვული დაბოლოებები იწყებს შეშუპებას.
სისხლის ცირკულაციის დარღვევა იწვევს არამხოლოდ კისრის მონაკვეთის შეფერხებას, არამედ თავის ტვინის ზოგიერთი ადგილის ფუნქციონირების დარღვევასას.
ამ დაავადებების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, ანუ ხრტილოვანი ქსოვილების დაზიანება.
- ზოგიერთი თანდაყოლილი პათოლოგია.
- ნებისმიერი, უმნიშვნელო ტრავმაც კი კისრის მონაკვეთში.
- ათეროსკლეროზი ხერხემლის არტერიაში.
- კუნთოვანი სპაზმები.
- კისრის ლიმფადენიტი (ლიმფური კვანძების ანთება).
პირველი, რაც უნდა აღინიშნოს - კისრის შაკიკი პერიოდულად იჩენს თავს. თუ ზომებს არ მიიღებთ, შეტევები სულ უფრო გახშირდება.
კისრის შაკიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმპტომებია ძლიერი ტკივილები კეფის არეში. დროდადრო ეს ტკივილები გადაადგილდება შუბლისა და თვალების არეში.
უკიდურეს შემთხვევებში, კისრის შაკიკი იწვევს მხედველობისა და სმენის გაუარესებას, ერთგვარი ნისლი და ციმციმი თვალწინ. შესაძლოა ზარები ყურებში, ღებინება, თავბრუსხვევა.
საბედნიეროდ, სისხლის შეკავება იშვიათია ხერხემლის ორ არტერიაში. ამიტომ, კისრის შაკიკის დროს, როგორც წესი, აღინიშნება სიმპტომატიკა მხოლოდ ცალ მხარეს. ტკივილი ლოკალიზდება მხოლოდ მარცხენა ან მარჯვენა მხარეს.
დისკომფორტი ძლიერდება უმოძრაოდ ხანგრძლივი ყოფის შემდეგ, მაგალითად, შეუსვენებლად ჯდომის შემდეგ.
კისრის შაკიკის მკურნალობა
ეს პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა, თუ დაავადებას მისცემთ თავისუფლებას, მდგომარეობა გაუარესდება, ამიტომ ნუ მიმართავთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს - ისინი მხოლოდ დროებით შემსუბუქებას მოგიტანთ, დაავადების განვითარებას კი ხელს არ უშლის - მკურნალობა ინდივიდუალურია. თუ დაავადება მწვავე ფორმითაა, პირველ რიგში, ინიშნება წოლითი რეჟიმი მინიმუმ 3 დღით. ხანდახან ექიმი ნიშნავს ჰოსპიტალიზაციასაც.
კისრის შაკიკის დროს არ შეიძლება მაღალი ბალიშების გამოყენება. პრობლემურ ზონაზე უნდა დაიდოთ მშრალი, თბილი კომპრესები. ამისთვის, გაავსეთ სუფთა წინდა ბრინჯით ან მარილით, გაათბეთ მიკროტალღურში და დაიდეთ კისრის ქვეშ. ბოლო სტადიებში ექიმი სპეციალურ საყელოს დანიშნავს.
დაავადების მკურნალობის მეთოდები
- მედიკამენტებისა და ვიტამინების მიღება
იღებენ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს; პრეპარატებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არტერიის გამავლობას; B ჯგუფის ვიტამინებს ტვინის უკეთ გამოკვებისთვის. - სამკურნალო ტანვარჯიში და მანუალური ზემოქმედება
კისრის შაკიკის მსუბუქ ფორმებს კურნავენ ფიზიკური სავარჯიშოების კომპლექსით. ექიმი, პაციენტის კლინიკუტი მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს კომპლექსის კურსს.
მანუალური ზემოქმედება პრობლემურ ზონაზე, ასევე, დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში. თუმცა, უნდა ენდოთ მხოლოდ სერთიფიცირებულ მასაჟისტებს დიდი გამოცდილებითა და დადებითი შეფასებებით. - ფიზიოთერაპია და არატრადიციული მედიცინა
ფიზიოთერაპია და არატრადიციული მკურნალობა, ასევე, ინიშნება ექიმის მიერ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ნემსები თუ ჰირუდოთერაპია, პაციენტის მდგომარეობისა და ბიუჯეტური შესაძლებლობების მიხედვით.
ფიოზიოთერაპიული დახმარებისთვის ნიშნავენ ელექტროფორეზს. თუ კურსის ჩატარების შესაძლებლობა არ არის, მიმართავენ მდოგვის ან სპეციალური მალამოების კომპლექსებს. - დიეტა და ცხოვრების წესის გაუმჯობესება
იმისათვის, რომ შაკიკი დიეტით განკურნოთ, რაციონში უნდა ჩართოთ ცილოვანი პროდუქტი და ცელულოზა, ძირითადად, ხილ-ბოსტნეული.
რაციონიდან უნდა ამოიღოთ კოფეინი, ნახშირწყლები და ცხიმიანი საკვები. ასევე, მოერიდეთ საკვებს, რომელიც ორგანიზმში აგროვებს მარილებს: ყურძენი, რძე, კარტოფილი.
გააძლიერეთ ფიზიკური აქტივობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება მსუბუქი ფორმითაა ან დამატებით მედიკამენტოზურ თერაპიასაც მიმართავთ.
ხშირად, რევმატოლოგი ნიშნავს ცურვას, ყოველდღიურ სეირნობას სუფთა ჰაერზე. ასევე, სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც სანატორიუმში, ბალნეოლოგიურ კურორტზე დასვენება.