» » » კისრის შაკიკი: მედიკამენტით მკურნალობა არც სცადოთ! თუ კეფის ნაწილში მუდმივად ტკივილები გაქვთ

კისრის შაკიკი: მედიკამენტით მკურნალობა არც სცადოთ! თუ კეფის ნაწილში მუდმივად ტკივილები გაქვთ

დაავადებას, რომელიც ნერვული დაბოლოების შეკუმშვის ნიადაგზე ჩნდება და ხერხემლის არტერიის ირგვლივ მდებარეობს, ბარი-ლეის სინდრომი ეწოდება. 



პირველი პათოლოგია გასულ საუკუნეში აღწერეს: იმ დროს მას "კისრის შაკიკი" უწოდეს, რადგან დაავადების ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია შაკიკის მსგავსი ცალმხრივი ტკივილი.

კისრის შაკიკი

კისრის შაკიკი 1-ელი, მე-2 და მე-3 კისრის მალის დაზიანების შედეგად ვითარდება, როდესაც იკუმშება ზურგის ტვინის ნერვის დაბოლოება, რომელიც ხერხემლის არტერიას გარს ახვევია. 



არტერიაც იკუმშება. შედეგად სისხლის მიმოქცევა ირღვევა, სისხლი გუბდება და ნერვული დაბოლოებები შეშუპებას იწყებს. 



დარღვეული სისხლის მიმოქცევა არა მხოლოდ კისრის ნაწილზე ახდენს გავლენას, არამედ თავის ტვინის გარკვეულ ნაწილზე. პათოლოგიური ტრანსფორმაცია ყველაზე ხშირად ხდება ამის ნიადაგზე:
  1. ხერხემლის კისრის არეში ოსტეოქონდროზი, ანუ კარტილაგინური ქსოვილების დაზიანება. 

  2. ნებისმიერი პათოლოგია, რომლებიც თავისი ბუნებით საზიანოა. 

  3. ნებისმიერი, თუნდაც მცირე დაზიანება ხერხემლის კისრის არეში. 

  4. ათეროსკლეროზი ხერხემლის არტერიის არეში. 

  5. კუნთების სპაზმი.

  6. დაავადების მიზეზი შეიძლება ყოს კისრის ლიმფადენიტი (ლიმფური კვანძების ანთება).



ნიშნები

პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ - კისრის შაკიკი ადამიანს პერიოდულად ემართება. თუ რამე ზომას არ მიიღებთ, ტკივილი უფრო ხშირად გამეორდება.



ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმპტომია ძლიერი ტკივილია, რომელიც კეფის არეში ჩნდება. დრო და დრო ის შუბლის არეში და თვალის გარსშიც შეიძლება გადმოვიდეს. 

მიშვებულ სიტუაციაში კისრის შაკიკმა შეიძლება არასასურველი მცირე ხნიანი სმენის და მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს, თავისებური სიბნელის ან ციმციმის გაჩენა თვალების წინ. შესაძლოა ყურებში შუილი, გულის რევა, თავბრუსხვევა. 

საბედნიეროდ, სისხლის შესამჩნევი შემცირება იშვიათად გვხვდება ორ ხერხემლის არტერიაში. სწორედ ამიტომ კისრის შაკიკის დროს, როგორც წესი, ჰემიკრანიის მსგავსი ცალმხრივი ტკივილი აღინიშნება. ტკივილი შეიძლება გქონდეთ თავის მარჯვენა ან მარცხენა ნაწილში. 



ტკივილი ხანგრძლივი უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნის დროს ძლიერდება, მაგ., კომპიუტერთან შესვენების გარეშე ჯდომის დროს. 


კისრის შაკიკის დიაგნოსტიკა

კისრის შაკიკის აღმოჩენა ძალიან რთულია. მსგავსი ცუდად ყოფნა ბევრი გამოვლენის ქვეშ იმალება, ამიტომ დიაგნოზის დასმა მხოლოდ სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ შეიძლება. 

კვლევის აპარატული მეთოდი

  1. კისრის არეში ხერხემლის რენტგენოგრაფია - ყველაზე ზუსტი მეთოდი არაა, მაგრამ კისრის არეში შესამჩნევი ცვლილების დანახვის საშუალებას იძლევა, ცვლილების შესაძლო მიზეზებს აზუსტებს. 



  2. კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია - ზუსტი, მაგრამ ნაკლებად ხელმისაწვდომი მეთოდი. მისი დახმარებით ხერხემლის ყველა მალის, არხის, მენჯთაშორის დისკის, სადაც ხერხემლის არტერია გადის, კვლევას მარტივად შეძლებთ. 



  3. რეოენცეფალოგრაფია - ერთადერთი მეთოდი, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევის შესახებ მთლიან მონაცემს იძლევა. მაგრამ კონკრეტული არტერიის გამტარობის დადგენა შეუძლებელია.

  4. ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია - სისხლის მიმოქცევას აფასებს. 



კისრის შაკიკის მკურნალობა

კისრის შაკიკის მკურნალობა საკმაოდ რთულია. თუმცა, თუ მდგომარეობას მიუშვებთ, სიტუაცია შეიძლება უფრო გაუარესდეს და უფრო მეტი უსიამოვნება გამოიწვიოს და მთლიანად ცხოვრება გაგირთულოს. არასწორია იმედოვნოთ, რომ ტკივილგამაყუჩებლები სიტუაციას გააუმჯობესებს, ისინი დროებით სიმსუბუქეს მოგიტანთ, მაგრამ პათოლოგიის განვითარებას ვერ შეაჩერებს.  მკურნალობა ავადმყოფის მდგომარეობაზე არის დამოკიდებული. თუ სიტუაცია გამწვავებულია, პირველ რიგში წოლითი რეჟიმი მინიმუმ სამი დღით ინიშნება. ზოგჯერ ექიმი საავადმყოფოში დაწოლას გირჩევთ, რომ მდგომარეობას დააკვირდნენ. 



კისრის შაკიკის დროს მაღალ ბალიშზე დაწოლა არ შეიძლება. პრობლემური ზონა უმჯობესია მშრალად გაათბოთ. ამისთვის სუფთა წინდაში ცხელი ქვიშა ან მარილი ჩაყარეთ და კისერთან დაიდეთ. მიშვებულ სტადიაზე ექიმი კისრის საყელოს ტარებას დაგინიშნავთ. 

სამკურნალო მეთოდები კისრის შაკიკის წინააღმდეგ

  1. მედიკამენტების და ვიტამინების გამოყენება

    მიმართავენ ანთებითსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს. მედიკამენტს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხერხემლის არტერიის გამტარობას, B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც აუმჯობესებს ტვინის კვებას. 

  2. სამკურნალოდ ტანვარჯიში და მანუალური ზემოქმედება

    მსუბუქ ფორმაში კისრსის შაკიკს ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსით მკურნალობენ. ექიმი, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის საფუძველზე თერაპიულ სავარჯიშო კურსს განსაზღვრავს. 
    პრობლემურ არეში მანუალურმა მოქმედებამ შეიძლება აღდგენას ხელი შეუწყოს. თუმცა მხოლოდ სერთიფიცირებულ სპეციალისტებს უნდა ენდოთ, რომელსაც ბევრი დადებითი უკუკავშირი აქვთ. 



  3. ფიზიოთერაპია და არატრადიციული მედიცინა

    მათაც ექიმი ნიშნავს. მაგ., ეს შეიძლება იყოს აკუპუნქტურა ან ჰირუდოთერაპია ბიუჟეტური შესაძლებლბოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. ფიზიოთერაპიისთვის ყველაზე ხშირად ელექტროფორეზს იყენებენ. თუ კურსის გავლის შესაძლებლობა არ არის, მიმართავენ მდოგვით ან გამათბობელი მალამოებით მკურნალობას. 



  4. დიეტა და ცხოვრების წესის შეცვლა

    კისრის შაკიკის დიეტით მკურნალობისთვის რაციონში დიდი რაოდენობით ცილოვანი საკვები უნდა ჩართოთ და უფრო ბევრი უჯრედისით სავსე პროდუქტი უნდა მიირთვან, მათ შორის ბოსტნეული და ხილი. 




რაციონიდან უნდა გამორიცხოთ კოფეინი, პროდუქტი, რომელიც ბევრ ნახშირწყალს შეიცავს, ცხიმოვანი საკვები. ასევე თავი უნდა აარიდოთ საკვებს, რომლებიც ორგანიზმში მარილს აგროვებს: ყურძენი, მჟაუნა, რძე და კარტოფილი. 

ფიზიკური აქტივობის გაზრდა ღირს მხოლოდ მაშინ, როცა დაავადება მსუბუქ ფორმაში ან სამედიცინო თერაპიის დამატებას წარმოადგენს. 

ხშირად რევმატოლოგი გირჩევთ ცურვას, ყოველდღიურ სეირნობას სუფთა ჰაერზე. ასევე სასურველია მინიმუმ წელიწადში ერთხელ სანატორიუმში წასვლა, ბალნეოლოგიური კურორტებზე ტონუსის შესანარჩუნებლად. 


პროფილაქტიკა

როგორც ნებისმიერი დაავადება, მისი პრევენცია უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა. ბარე ლეის სინდრომის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხერხემლის ჯანმრთელობის შენარჩუნება. მისი მდგომარეობის დარღვევა ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს. 



მნიშვნელოვანია ზურგის კუნთები გააძლიეროთ, პერიოდულად მასაჟის კურსი ჩაიტაროთ, არ დაუშვათ ხერხემლის დაზიანება და სწორი პოზა შეინარჩუნოთ. თუ ამ რჩევებს ყოველდღიურ აუცილებლობა აქცევთ, კისრის შაკიკი ღრმა სიბერემდე არ დაგემუქრებათ. 

კისრის შაკიკი მკურნალობას ექვემდებარება, თუ დროულად მიმართავთ ექიმს და მკურნალობის სრულ კურსს ჩაიტარებთ. თუ სიტუაცია მიშვებულია, უბრალოდ ტკივილის შემსუბუქებას შეძლებთ. 

თუ ეჭვი გეპარებათ, რომ კისრის შაკიკი გაქვთ, არ ეცადოთ მედიკამენტებით თავად მკურნალობას. დროული თერაპია სიტუაციას გართულების საშუალებას არ მისცემს და თქვენ სრულყოფილად ცხოვრებას შეძლებთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.