» » » ისრაილური დიეტა: როგორ დავიცვათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტა

ისრაილური დიეტა: როგორ დავიცვათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტა

ისრაელის ხალხი ცნობილია მათი დამოკიდებულებით საკვების მიმართ და უჩვეულო სამზარეულოთი. მათ უამრავი აკრძალვა აქვთ კონკრეტულ პროდუქტზე და, ასევე, არსებობს მკვეთრი წესები - რა როდის უნდა მიირთვან. თუმცა, ისრაელელმა დიეტოლოგებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ და შექმნეს დიეტა, რომელიც, მათი აზრით, არამხოლოდ გახდომაში გვეხმარება, არამედ ორგანიზმში თითქმის ყველა პროცესს არეგულირებს. ამრიგად, თქვენ აღარ შეგაწუხებთ ჭარბი წონა და ცუდი მეტაბოლიზმი.



პროდუქტების შეთავსება
ისრაელელი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ არ ღირს გასახდომად მონოდიეების დაცვა, რომელიც არ უზრუნველყოფს ორგანიზმს აუცილებელი ნივთიერებებით და უარყოფითად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ თანამედროვე ადამიანი ძალიან ბევრს ჭამს, ეს კი არამხოლოდ ჭარბ წონას, არამედ დაავადებებსაც იწვევს, რომლებიც ზედმეტ კილოგრამებს ახლავს თან: დიაბეტი, შარდკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებები, ჰიპერტონია, ასთმა.



ორგანიზმის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად და ჭარბი წონის მოსაშორებლად უნდა გაითვალისწინოთ პროდუქტების თავსებადობა. მაგალითად, ხორცი, კვერცხი, ყველი უნდა მიირთვათ მწვანე ბოსტნეულთან და არა რძესთან, სახამებლიან პროდუქტთან, მჟავე ხილთან, არაჟანთან, ნაღებისა და მცენარეულ ცხიმთან. თევზი მხოლოდ მწვანე ბოსტნეულთან უნდა მიირთვათ.



რძე არაფერთანაა თავსებადი. ცხიმები მხოლოდ ხორბალთან ან მწვანე ბოსტნეულთან უნდა მიირთვათ. მწვანე ბოსტნეული კარგია ცილასთან და სახამებელთან. არამჟავე ხილი უნდა მიირთვათ ცალკე, არ მიირთვათ ხორბალთან, პურთან და ცილებთან ერთად. გახდომის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს თვეში 5 კგ-ს. ძალიან სწრაფი გახდომა დამღუპველია ჯანმრთელობისთვის. ამ პრინციპებით ისრაელელმა დიეტოლოგებმა შეიმუშავეს მარტივი, თუმცა ეფექტური დიეტა. გთავაზობთ საჩვენებელ მენიუს ერთი დღისთვის:

  1. გაღვიძებისას, უზმოზე: ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. წმენდს ღვიძლს. 15 წუთის შემდეგ ჭიქა მაწონი ან იოგურტი. ეს არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.


  2. საუზმე (30 წუთში რძის პროდუქტის მიღებიდან): ბოსტნეულის სალათი, შვრიის ან წიწიბურის ფაფა, სიმინდი, ბარდა, ხაჭო (არჩევით). მწვანე ჩაი უშაქროდ, დარიჩინით. ყოველ მეორე დღეს მოხარშული კვერცხი.


  3. ლანჩი(12:00-13:00): 200 გ არატკბილი ხილი.

  4. სადილი(14:30-15:00): ბოსტნეულის სალათი, ბოსტნეულის სუპი ან ბორში, მოხარშული ან შებოლილი ხორცი(თევზი). ერთი ნაჭერი შავი პური და გამომცხვარი ვაშლი.


  5. სამხარი(17:30-18:00): 300 გ არატკბილი ხილი.

  6. ვახშამი(დაძინებამდე 2 საათით ადრე): ჭიქა კეფირი ან ხილის სმუზი(ფინიკი, ლეღვი, ქლიავის ჩირი, ბერძნული თხილი და გარგარი). იგი დაგეხმარებათ ნაწლავების პრობლემების მოგვარებაში.

დიეტის დაცვისას რეკომენდებულია სითხის დღიური ნორმის მიღება. კარგი იქნება, თუ დალევთ მეტ სუფთა წყალს, რომელიც ჩაანაცვლებს კომპოტებს, წვენებსა და რძეს. აღნიშნული დიეტის დაცვა ხანგრძლივად შეგიძლიათ, ჯანმრთელობის ყოველგვარი დაზიანების გარეშე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.