თუ ყურადღებით დავაკვირდებოდით საკუთარ სხეულს, კანს, მის ნაოჭებს, ფრჩხილებს, ენას, შეიძლება დავადგინოთ უნდა შევშფოთდეთ თუ არა გულსისხლძარღვთა დაავადებათა გამო.
- თუ ორგანიზმი ნორმალურად მუშაობს, ყველა ფრჩხილზე ჩანს ფრჩხილის მთვარე. თუ ის არ ჩანს, ან ძალზე პატარაა, ხოლო ფრჩხილები შესქელებულია, ესე იგი თქვენ სისხლის მიმოქცევასთან, გულის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.
- მეტისმეტად დიდი მთვარეები ფრჩხილებზე შესაძლოა მეტყველებდეს ძლიერი გულისცემის, ტაქიკარდიისაკენ მიდრეკილებაზე.
- ზედმეტად ამობურცული ფრჩხილები ზოგჯერ გულის და ფილტვების დაავადებათა მაჩვენებელია, ხოლო მოკლე, ბრტყელი ფრჩხილები შეიძლება გულის ორგანულ დაავადებაზე მეტყველებდეს.
- გაფითრებული ფრჩხილები ანემიის ნიშანია, ხოლო მკვეთრი ვარდისფერი - ჰიპერტონიისა. მოლურჯო შეფერილობის ფრჩხილები გულის დაავადებების დროს იცის.
- ლოყებზე დიაგონალური ნაოჭები თუ გაგიჩნდათ, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი სისხლის მიმოქცევას ფეხებში და გააკონტროლოთ წნევა. გულში პრობლემაზე გაწვდით სიგნალს ნაოჭი ზედა ქუთუთოზე. ასე რომ, თუ სახეზე ერთდროულად რამდენიმე საეჭვო ნიშანი შეამჩნიეთ, კარდიოლოგს უნდა მიაშუროთ.
- ჰიპერტონიისა და გულის დაავადების დროს ცხვირი წითლდება და ზედ იმავე ფერის ძარღვები ემჩნევა. არაიშვიათია გამსკდარი სისხლძარღვებიც. თუ ეს ცხვირის ახლოს, ანდა თვალის სკლერაზე შეამჩნიეთ, დიდია თრომბოზისა და გულსისხლძარღვთა სისტემის მიყუჩებული მოვლენების შესაძლებლობა.