» » » ლამინირებული თმა საშინაო პირობებში: მყარი ეფექტი 14 დღის მანძილზე

ლამინირებული თმა საშინაო პირობებში: მყარი ეფექტი 14 დღის მანძილზე

ლამინირება და კერატინული დასწორება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა კოსმეტიკურ სალონებში. გოგონები მზად არიან, გადაიხადონ მთელი ქონება, ოღონდ მიიღონ ეფექტი - იდეალურად სწორი თმა.



ასეთი პროცედურის მოქმედება მხოლოდ 3 კვირა გრძელდება. მაქსიმალური ეფექტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მესამე პროცედურის შემდეგ. კერატინის გადასვლის შემდეგ, თმის ღეროები ნადგურდება, რაც აფუჭებს თმის სტრუქტურას. ასევე, შესაძლოა გაჩნდეს თმისცვენაც: ფოლიკულები ყოველთვის ვერ უძლებენ თმის ახალ წონას.

რჩევების რედაქცია გთავაზობთ ნატურალურ რეცეპტს თმის ლამინირებისთვის. ეს ნიღაბი საშუალებას მოგცემთ, ეფექტი ზუსტად 14 დღით შეინარჩუნოთ.

ნიღაბი თმის ლამინირებისთვის


ინგრედიენტები
  • 100 გ ქოქოსის რძე (და არა ზეთი!)
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1.5 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
მომზადება და გამოყენება
  1. შეურიეთ სახამებელი და ლიმონის წვენი ძალიან კარგად. არ უნდა დარჩეს არც ერთი ბურთულა.


  2. მოათავსეთ ეს მასა პატარა ქვაბში, დაუმატეთ ქოქოსის რძე და ზეითუნის ზეთი. კარგად გაათბეთ, ოღონდ არ აადუღოთ.


  3. როცა მასა გასქელდება, წაისვით სუფთა, ნოტიო თმაზე. კარგად გაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, გაიკეთეთ პოლიეთილების ქუდი და შეიხვიეთ პირსახოცით.


  4. გაიჩერეთ ნიღაბი 45 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით სულფატის გარეშე.


    ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ გამოჩნდება. თმა აბრეშუმისებრი, მბზინავი და დამყოლი გახდება.


აუცილებლად სცადეთ და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.