თანამედროვე მსოფლიოში ნორმალურად ითვლება, რომ 30 წლის შემდეგ ფიზიკური აქტივობა და მოქნილობა მცირდება. რა მოვუხერხოთ ამას? ნუთუ არ შეიძლება ხელის შეშლა? დღეს რჩევების რედაქცია ეცდება, გასცეს პასუხი ამ კითხვებზე, რათა თქვენ შეძლოთ ახალგაზრდობის შენარჩუნება მაქსიმალურად დიდხანს.
ორგანიზმის დაბერება
გლობალურმა კომპიუტერიზაციამ გამოიწვია ის, რომ ადამიანთა უმეტესობა მუშაობს ოფისებში, ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე წინა თაობებში. მილიონობით ადამიანი ყოველდღე 8-10 საათს ატარებს კომპიუტერთან, ერთსა და იმავე მდგომარეობაში. სამსახურის შემდეგ კი იმდენად დაღლილები ბრუნდებიან, რომ არ ფიქრობენ იმაზე, რამდენად უკეთესი იქნებოდა, ერთი კვარტალი ფეხით რომ გაევლოთ ან კორპუსში კიბეებით რომ ესარგებლათ.
ცხოვრების ასეთი სტილი შეუჩერებლად იწვევს მოძრაობის უნარის ნაადრევად დაქვეითებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას.
წინა საუკუნეში გაჩნდა კიდევ ერთი ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ რატომ კარგავს ადამიანი მოქნილობას. ე.წ. სომატური თეორიის თანახმად, ყველაფერი, რასაც განვიცდით(სტრესი, უსიამოვნება და მღელვარება), აისახება ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობაზე. როგორც აღმოჩნდა, ეს არამხოლოდ ფსიქიკაზე, არამედ კუნთების მდგომარეობაზეც აისახება, რომლებიც უნებურად იკუმშება. დაღლილობა და ნეგატივი გროვდება, დროთა განმავლობაში კი ადამიანი კარგავს თავისუფლად მოძრაობის უნარს.
ადამიანის ორგანიზმში ასეთ ცვლილებებს "სენსორულ-მოტორულ ამნეზიას" უწოდებენ. მის გამო ჩნდება სიბერის ცრუ შეგრძნება. მოქნილობის შემცირება იწვევს უფრო სერიოზულ დარღვევებს ორგანიზმში, მაგალითად, ხერხემლის გამრუდებას, ქრონიკულ ტკივილებს სახსრებში და კოჭლობასაც კი. უბრალოდ დასვენება და მოდუნება აქ ვერ დაგეხმარებათ, მხოლოდ ყოველდღიური გაწელვა და სავარჯიშოები დაამარცხებს ნაადრევ სიბერეს.
არ არსებობს რეალური მიზეზები, რომლის გამოც თქვენ თავი უძლურად უნდა იგრძნოთ და განიცადოთ სიბერის ფიზიკური ტკივილები. ამიტომ, აუცილებელია ამის წინასწარ აღკვეთა. მოდით, შევამოწმოთ თქვენი მოქნილობა ჩვეულებრივი ტესტის გამოყენებით.
კარგად გაიწელეთ. დადექით სწორად და ეცადეთ, ხელის თითები იატაკს ისე მიაწვდინოთ, რომ მუხლები არ მოხაროთ. გამოგივიდათ? თუ 50-ზე მეტის ხართ, ეს ძალიან კარგი შედეგია, თუ უფრო ახალგაზრდა ხართ, კარგ შედეგად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იატაკს ხელის გულებით შეეხებით.
რაც არ უნდა იყოს, ეს სასჯელი არ არის, რადგან მოქნილობის განვითარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. შეიძლება და აუცილებელიც კია, რადგან ეს აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, აძლიერებს პოზასა და სახსრებს, ამაღლებს განწყობას და იწვევს სიმშვიდეს.
როგორ უნდა განვავითაროთ მოქნილობა? მარტივი, თუმცა ეფექტური სავარჯიშოების წყალობით. უნდა გახსოვდეთ ერთი რამ: შედეგის მისაღწებად უნდა ივარჯიშოთ რეგულარულად და მუდმივად იმუშავოთ საკუთარ თავზე.
თუ აქამდე არ გივარჯიშიათ, უმჯობსეი იქნება, თუ ჩაეწერებით უახლოეს ფიტნეს-კლუბში და მიენდობით პროფესიონალ ტრენერს, თუმცა, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს. შეგიძლიათ უამრავი ვიდეო-რგოლი იხილოთ სავარჯიშოების სასწავლად საშინაო პირობებში.
ნუ დაიწყებთ რთული სავარჯიშოებით, რომლებიც მაღალ ოსტატობას მოითხოვს - ასე, შესაძლოა, რამე დაიზიანოთ. ყველაფერი თანდათან გააკეთეთ. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა შინ ყოველგვარი ტრავმის გარეშე ივარჯიშოთ.
- სავარჯიშოს დაწყებამდე აუცილებლად გაახურეთ კუნთები. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ვარჯიში მომზადების გარეშე - ამას პროფესიონალებიც არ აკეთებენ. მსუბუქი მოთელვა 10-15 წუთს წაიღებს. ნუ გადაღლით კუნთებს მოთელვის დროს.
- სავარჯიშო მრავალფეროვანი უნდა იყოს - როგორც დინამიური, ისე სტატიკური. არავითარი მყისიერი მოძრაობები და შეხტომები.
- ზურგი ყოველთვის სწორი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარჯიშო კარგად ეფექტურობას.
- გასწორებული ფეხები და ტორსის წინ გასწორება - ეს არ უნდა გააკეთოთ. გასწორებამდე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ასე წელს არ დაიზიანებთ.
- ყველაფერი კომფორტული და უმტკივნეულო უნდა იყოს. დაიწყეთ მცირედით და თანდათან გაზარდეთ ტემპი.
- ეცადეთ, მოადუნოთ ის კუნთი, რომელსაც წელავთ.
- ისუნთქეთ სწორად. შესუნთქვა საწყის მდგომარეობაში, ამოსუნთქვა ვარჯიშის დროს.
- მოთელვიდან ნელა გადადით და გახსოვდეთ: არავითარი მკვეთრი მოძრაობა.
- არ იჩქაროთ, შედეგი დადგება, მთავარია მონდომება და მოქმედება.
- ივარჯიშეთ ყოველდღე, ნუ იფიქრებთ ამაზე, როგორც წამებაზე, მიიღეთ სიამოვნება.