პირეის მოშორებით, მებაღეები არც კი ეჭვობენ იმაზე, რომ კილოგრამობით ამოთხრილი ბალახი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს.
კატები და ძაღლები ხომ ტყუილად არ ღეჭავენ ამ გრძელ, უხეშ ფოთლებს - ცხოველები ინტუიციით გრძნობენ მათ ბუნებრივ ძალას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ ადამიანებმა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად.
მცოცავი პირეი
მცენარე მრავლდება თესლითა და ფესვების გაყოფით. ეს ძალიან ცოცხალი ბალახია, რომლის თესლიც 2 გრადუს სითბოშიც იზრდება, ამასთან, ახალგაზრდა ღეროებს არ ეშინიათ არც გვალვის, არც ყინვის. ამისათვის ხალხში მას უამრავ მეტსახელს უწოდებენ.
რთულ, მოუსავლელ წლებში ჩვენი წინაპრები ამ სარეველას საკვებად იყენებდნენ. ცნობილი მებალახე, 90 წლის ელენა ზაიცევა ყვება: "როცა ადრეულ შემოადგომაზე ხალხი აგარაკს ხნავდა, ჩვენ მთელს სოფელში ვაგროვებდით სარეველებს, ძირითადად, პირეის."
პირეი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების მთელ სიას: კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ვაშლის მჟავას, ცილებს, ნახშირყლებს., ეთერზეთებსა და კრემნიუმს, რომელიც ორგანიზმში კალციუმს ინარჩუნებს.
მხოხავი პირეის ჩვენებები
- კანის დაავადებები
პირეის ნახარშს დღეში სამჯერ იღებენ ნახევარი ჭიქის ოდენობით, 1 თვის მანძილზე. ნახარშის მოსამზადებლად აადუღეთ ნახევარი ლიტრი წყალი, გააგრილეთ და მოასხით 4 ს.კ. პირეის გამომშრალ, დაჭრილ ფესვებს.
გააჩერეთ ნახარში 10-14 დღით და გაწურეთ. ფილტრაციის შემდეგ ფესვები არ გადაყაროთ, გამოიყენეთ ხელახლა - მოასხით 1 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათით, გაწურეთ და შეურიეთ პირველად წვენს. - კუჭისა და ნაწლავების დაავადებები
ამ შემთხვევაში პირეის ნახარშს ნახევარი ჭიქით დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 10-14 დღის მანძილზე იღებენ.
აიღეთ 5 ს.კ. პირეის მშრალი ფესვი, დაასხით ადუღებული, გამთბარი ჭიქა წყალი, შემდეგ გაწურეთ, დარჩენილ ფესვებს დაასხით ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათით, შეურიეთ ორივე ნახარში და გამოიყენეთ სამკურნალოდ. - სახსრების დაავადებები
დაასხით 30 გ დაჭრილ ფესვებს ორი ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ 12 საათით. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა სამჯერ დღეში, 1 თვის მანძილზე. - საშარდე გზების დაავადებები
პირეის ნახარშს იყენებენ როგორც შარდმდენ, ამოსახველებელ, სისხლმწმენდ და მარილის მარეგულირებელ საშუალებას. მოსამზადებლად აიღეთ 1 წილი ფესვი და 10 წილი წყალი, აადუღეთ, სანამ სითხე არ განახევრდება, მიიღეთ დღეში 3-4ჯერ, 1 ს.კ. ოდენობით. - მხედველობის პრობლემები
ახალდაწურული ბალახის წვენი შეურიეთ თაფლს 1:1 პროპორციით, აადუღეთ, მოურიეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის მანძილზე. მიიღეთ დღეში სამჯერ 1 ს.კ. ოდენობით, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ყოველდღე. - დაღლილობა
პირეის ჩაი შესანიშნავი საშუალებაა დაღლილობის წინააღმდეგ, მასში სილიკონის მაღალი შემცველობა კი სასარგებლოა ფილტვების დაავადებების, პოდაგრისა და რევმატიზმის დროს.
ჩაის მოსამზადებლად დაასხით ჭიქა ცივი წყალი 2 ჩ.კ. პირეის ფესვს, აადუღეთ და მაშინვე გაწურეთ. გაგრილეული ჩაით გამოივლეთ თვალები, როცა კომპიუტერთან დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდებით. - ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა
მებალახე ლიდია სურინა გვირჩევს, პირეის ერთი კონა ვხარშოთ 10 წუთით წყალში, ამის შემდეგ, გადავყაროთ ბალახი, ნახარშით კი მოვამზადოთ სუპი ან ფაფა.
ეს ორგანიზმს გაამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორის, კრემნიუმით, რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ კალციუმს და აძლიერებს ძვლებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხუცებისთვის.
მოამზადეთ პირეის ფესვები გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. გაწმინდეთ პატარა კაკლებისგან, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ ჰაერზე.