შავი ზღვის სანაპიროებზე სამი სახეობის მედუზას(კორნეროტი, მნემიოპსისი და აურელია) ნახავთ, მათგან დამწვრობა საშიში არაა, მაგრამ ბევრი უსიამოვნო შედეგი შეიძლება გამოიწვიოს. წვა, ტკივილი, სიწითლე - მინიმალური უსიამოვნების თაიგულია, ხოლო თქვენ სათანადო ზომებს არ მიიღებთ, ჩათვალეთ დასვენება ჩაშლილია.
არ იცით როგორ მოიქცეთ თუ მედუზამ დაგსუსხათ? პანიკის გარეშე! გამოცდილი ექიმმა-თერაპევტმა "რჩევების" რედაქციას უამბო, თუ რა ზომები უნდა გაატაროთ თუ ზღვის შხამიანი მობინადრის მსხვერპლი გახდებით. დაჟინებით გირჩევთ წაიკითხოს ყველამ, ვინც დასასვენებლად წასვლას აპირებს.
მედუზის ნაკბენი
მედუზების უმეტესობა, ყველაზე უწყინარიც კი, თავის რძის მსგავს სხეულში მსუსხავ უჯრედს - ნემატოციდებს მალავს, რომელიც მათ მტრებისგან თავდასაცავად და საკვების მისაღებად სჭირდებათ. მედუზის საშიში უჯრედები მოქმედებს როგორც ჰარპუნი: სროულობს, კანზე აფიქსირებს და თხელი არხების მეშვეობით მსხვერპლის სხეულში ნერვულ სისტემაზე მოქმედი შხამი შეჰყავთ.
მსუსხავი უჯრედები კანზე რჩება და შხამის შეყვანას აგრძელებს, რომელიც უსიამოვნო დამწვრობას იწვევს. მედუზასთან კონტაქტის შედეგი შეიძლება სავალალო იყოს, თუ დროულად არ იმოქმედებთ.
დამწვრობის ნიშნები
1. პირველი, რასაც დაზარალებული გრძნობს - მწვავე ტკივილი და აუტანელი ქავილი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
2. დასუსხვის ალერგიულ რეაქციას ხშირად თან ახლავს გამონაყარი და წვრილი ბებერები, რომლებიც შეიძლება ერთმანეთში გაერთიანდნენ.
3. თუ სხეულის დიდი ნაწილი ზიანდება, სხეულის ტემპერატურა იზრდება და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია ხდება (გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი).
4. უფრო რთულ შემთხვევაში მედუზას კბენამ შეიძლება ანაფილაქსიური შოკი და ანგიონევროტული შეშუპება გამოიწვიოს.
მოქმედების გარკვეული ალგორითმი არსებობს, რომელიც უნდა დაიცვათ, თუ მედუზასგან დამწვრობა მიიღეთ. ამ მარტივი წესების დაცვაზე დამოკიდებულია დამწვრობის ზომა, ანთება და შედეგები!
პირველადი დახმარება
1. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, შხამთან კონტაქტი შეწყვიტეთ. დამწვრობის მიღებისას, წყლიდან აუცილებლად უნდა ამოხვიდეთ და დაზიანებული კანის დამუშავება უნდა დაიწყოთ. ცურვის დროს დამწვრობა შეიძლება უმნიშვნელო მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში შხამის მოქმედება იზრდება.
2. დამწვრობის ადგილი გაიწმინდეთ. ყველაზე სწრაფი მეთოდი - დაზიანებული ადგილის ზღვის წყლით ან 50%-იანი სოდიანი ხსნარით ჩამობანაა. არავითარ შემთხვევაში სუფთა წყალი არ გამოიყენოთ! ეს შხამს მხოლოდ გაააქტიურებს, კიდევ უფრო მეტ ტკივილს და წვას გამოიწვევს.
3. არასდროს ეცადოთ დამწვრობის ადგილს ხელით შეეხოთ ან მედუზის ნარჩენების თითებით მოშორება.
4. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეზღვაურების სახელმძღვანელოში რეკომენდირებულია დაზიანებულ ადგილას პარსვის შემდგომი კრემის წასმა, რომ კანის ზედაპირიდან გაუხსნელი ნემატოციტები მოაშოროთ.
5. რამდენიმე წუთში კრემი დარჩენილ შხამის უჯრედებთან ერთად პლასტმასის ბარათის, საპარსით, თხელი მეტალის ფილით უნდა მოიშოროთ. ეს ნაკლებად სასიამოვნო პროცედურაა, სამაგიეროდ სისხლში მოხვედრილი შხამის რაოდენობას მინიმუმამდე ამცირებს.
6. სიმპტომების შემსუბუქება შეგიძლიათ დაზიანებულ სხეულზე ცხელი წყლით (40 °С) სავსე ჭურჭლის დადებით და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების დალევით.
7. მთელი ინტერნეტ სივრცე სავსეა რჩევებით, მაგრამ ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, დამწვრობაზე ძმარი, სპირტი ან შარდი, როგორც ამას ჩვენი ბებიები აკეთებდნენ, არ წაისვათ. პირიქით, ამ ნივთიერებების გამოყენება ნემატოციტების პროვოცირებას ახდენს და სისხლში უფრო მეტი შხამი მოხვდება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
8. პირველი დახმარების მიღების შემდეგ, თუ ძლიერი დამწვრობა გაქვთ სპეციალისტს უნდა მიმართოთ, რადგან ზოგიერთი სახეობის მედუზა შეიძლება საშიში იყოს, ხოლო მათგან დამწვრობა სერიოზული გართულებების მიზეზი.
საინტერესოა, მაგრამ ყველაზე ხშირად მედუზასთან კონტაქტით ბავშვები და მცირე წონის უფროსები იტანჯებიან, ხოლო ცოტა უფრო მსუქანი ადამიანები შხამიან დამწვრობას არ ღებულობენ.
მედუზასთან კონტაქტი თავიდან რომ აიცილოთ, შტორმის დროს არ იცურაოთ, ისწავლეთ თავად და სხვებსაც ასწავლეთ, თუ როგორ მოიქცნენ დამწვრობის დროს, ხოლო ეგზოტიკური ქვეყნების სანაპიროებზე მოგზაურობისას ადგილობრივი ზღვის ან ოკეანის მობინადრეების შესახებ ინფორმაციით და მათთან კონტაქტის შესაძლო შედეგების შესახებ აღიჭურვეთ.
დაიცავით ჩვენი მარტივი რჩევები, რომ მედუზასთან უსიამოვნო კონტაქტის შედეგები თავიდან აიცილოთ, ხოლო თუ დამწვრობა მიიღეთ, ისწავლეთ როგორ ჩაიტაროთ ეფექტური პირველადი დახმარება.
ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ! დაე, შხამიანმა მედუზამ ნანატრი შვებულება არ ჩაგიშალოთ.