
ყოველდღიური ტანსაცმელი
81 წლის იტალიერი მოდელიერი დარწმუნებულია, რომ ქალბატონები უბრალო, ნატურალური და ხარისხიანი ნაჭრისგან შეკერილ ტანსაცმელს უნდა ატარებდეს. -"სტილსა და მოდას შორის განსხვავება ხარისხშია." - ამბობს არმანი. მოხერხებული და მოდური ყოველდღიური ტანსაცმელი ქალბატონის საუკეთესო სამკაულია. სწორედ ასეთ ტანსაცმელს ქმნის ჯორჯო არმანი. სრული დაფარვა, მსუბუქი ქსოვილი და მინიმალიზმი მის კოლექციას თვით ელეგანტურობად აქცევს და ქმნის აბსოლუტურ ჰარმონიას მათ მფლობელთან.

-"ელეგანტურობა ქმნის ისეთ იერს, რომელიც არ ექვემდებარება დროს, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან და მასთან ერთად თქვენც სულ მოდაში დარჩებით. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სტილი, ვიდრე არასტაბილური მოდური ტენდენციები." - ამბობს არმანი. შემოდგომა-ზამთრის კოლექცია "ახალი სტანდარტი" ამას საუკეთესოდ ეხმაურება.

სარეკლამო კამპანიის სახეები გახდნენ 90-იანი წლების მოდელები: სტელა ტენანტი, ევა ჰერციგოვა, ჟასმინ ლე ბონი და ნადია აუერმანი - ნამდვილი ლამაზმანები!

მთელი კოლექცია შესრულებულია ნეიტრალურ ტონებში, დაფარვა ლაკონური და მოსახერხებელია, ყველაფერი წარმოუდგენლად ქალურად და ელეგანტურად გამოიყურება.

-"შეარჩიეთ ნეიტრალური ფერის ქსოვილები, ყოველგვარი მკვეთრი ორნამენტის გარეშე - ისინი უფრო დიდხანს გემსახურებათ, ვგულისხმობ მოდის მხრივ." - გირჩევთ არმანი.

შავ-თეთრ ფოტოებზე უკეთ ჩანს ქსოვილის ფაქტურა, რომლისგანაც ეს ნივთებია შეკერილი.

კოსტუმები არმანის ფავორიტი ტანსაცმელია. ისინი დიდ ადგილს იკავებს მის კოლექციაში.

-"ტანსაცმლის მოდელირება ყველაზე მეტი შეგრძნებით სავსე საქმიანობაა დედამიწაზე." - გვარწმუნებს სახელოვანი კუწურიე. ჯორჯო არმანის ხელით ტანსაცმლის შექმნის პროცესი ჯადოსნურ ფოკუსს ჰგავს. თითებზე ენერგიის კონცენტრირებით, გურუ მანეკენის სხეულს ქსოვილში ახვევს. ეს ნამდვილი მაგიაა!

არმანი ამბობს: - "არ ღირს მეტისმეტი ძალისხმევის დატანება ტანსაცმლის შერჩევისას: ყველაზე მოდური ადამიანები გამოიყურებიან ისე, თითქოს არავითარი ძალისხმევა არ ჩაუდიათ საკუთარ გარეგნობაში." ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი.

ჯორჯო არმანიმ შეძლო მოდის სამყაროსა და წარმოდგენების გადატრიალება იმის შესახებ, თუ როგორია ყოველდღიური ტანსაცმლის როლი ჩვენს ცხოვრებაში. ასეთი რამ მხოლოდ გენიოსს თუ შეუძლია.