სასუქი ბანანის კანისგან
- უნდა ითქვას, რომ ბანანის რბილობიც ძალიან ეფექტური სასუქია! გააკეთეთ პიურე 1 ბანანის რბილობისგან და დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი. თუ სასწრაფოდ გჭირდებათ "მომაკვდავი" მცენარის გადარჩენა, ეს ექსპრეს-საშუალებაა დაუბრუნებს მას სიცოცხლეს.
- ბანანის რბილობისა და წყლის ნაზავი შეგიძლიათ პირდაპირ მიწაში ჩაასხათ.
- თუმცა, ბანანის კანი უფრო იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა, ვიდრე მწიფე ბანანის რბილობი. დაასხით ბანანის კანს წყალი და გააჩერეთ ერთი დღით.
- შეურიეთ ნაყენი და წყალი 1:5 პროპორციით.
- მორწყეთ ყვავილი რეგულრულად ამ სასწაულმოქმედი სითხით.
- რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბანანის კანის გამოყენება ნაყენისთვის რამდენჯერმე შეგიძლიათ. დაასხით მას წყალი ისევ და ისევ - ასე მცენარისთვის მუდმივად გექნებათ სასუქი.