» » ნატურალური იარაღი ჭიანჭველების წინააღმდეგ: გაყარეთ მწერები სახლიდან, სანამ თქვენ არ გაუგდიხართ

ნატურალური იარაღი ჭიანჭველების წინააღმდეგ: გაყარეთ მწერები სახლიდან, სანამ თქვენ არ გაუგდიხართ

ზაფხულის არდადეგებით ტკბობას, ხშირად, აფუჭებს ერთი უსიამოვნო მოვლენა - მწერები. ინსტინქტურ დონეზე, ადამიანში ჩანერგილია შიში და ზიზღი მათ მიმართ. ამას თავისი მიზეზიც აქვს: ევოლუციის მანძილზე, კარგად გავიზარეთ, რომ მწერები იკბინებიან, ავრცელებენ ინფექციებს და აფუჭებენ პროდუქტს.

ადამიანი კი თავადვე იწვევს მათ საკუთარ ცხოვრებაში. ავიღოთ, მაგალითად, ჭიანჭველები. დიდი ხნის დაბინძურებული ჭურჭელი, საკვების ნამცეცები მაგიდასა და იატაკზე, რამდენიმე დღის ნაგავი ურნაში - ეს ყველაფერი მათთვის "საცხოვრებელი ეკოსისტემაა".



როგორ გავთავისუფლდეთ ჭიანჭველებისგან სამუდამოდ
ჭიანჭველების შემოჭრა, ყველაზე ხშირად, ზაფხულის მოვლენაა. საშინაო ჭიანჭველები უსაფრთხოა, მაგრამ, შესახედავად, უსიამოვნოა. ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ პატარა დაუპატიჟებელი სტუმრები აღწევენ საცხოვრებელ სახლებში, ძვრებიან ავეჯზე და, ჯამში, ნერვებს გვიშლიან მათი არსებობით.

პენსიონერმა ქალბატონმა ოლგამ კარგად იცის, როგორ გათავისუფლდეს სახლში ჭიანჭველებისგან, მავნე ქიმიის გარეშე, ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო მეთოდით.



ამ ქალბატონის გამარჯვების საიდუმლო მიხაკის ზეთია. -"სახლში ყოველთვის მაქვს მიხაკის ეთერზეთი. მე მუდმივად მიმაქვს იგი მგზავრობისას თან, რადგან ეს ზეთი აფრთხობს კოღოებს. ახლა კიდევ ერთ რამეში დავრწმუნდი - რომ ჭიანჭველებსაც ეშინიათ მიხაკის ზეთის!" - გვიყვება ქალბატონი. მან უბრალოდ რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი დააწვეთა ბინის ყველა კუთხეში, ჭიანჭველები კი იმავე საათში გაიქცნენ.



იმისათვის, რომ სახლის დიდი ფართობი მოიცვან, ამზადებენ მიხაკის ნაზავს. თქვენ დაგჭირდებათ თბილი წყლით სავსე ჭიქა და 5-6 წვეთი მიხაკის ზეთი. კარგად შეანჯღრიეთ ნაზავი, დაასველეთ მასში ტილო და გაწმინდეთ იატაკი ყველა ოთახში.

ასეთი მარტივი საშუალება შეაშინებს მწერებს და სახლიდან ერთ დღეზე ნაკლებ დროში გაქრებიან. საქმე ისაა, რომ ჭიანჭველები ვერ იტანენ ფენოლს - შხამიან ნივთიერებას, რომელიც მიხაკის ზეთის შემადგენლობაშია. მწერების დასახოცავად საკმარისია მცირე ოდენობის ხსნარი. ნუ იდარდებთ, ცხოველებისა და ადამიანებისთვის ნივთიერება სრულიად უსაფრთხოა.



შეგიძლიათ, ხსნარი სპრეის სახითაც მოამზადოთ, რომელიც მოხერხებულია გზისთვისაც. დამოწმებულია, რომ აღნიშნული საშუალება აფრთხობს ტკიპებსაც! მის მოსამზადებლად, ჩაასხით ჭიქა წყალში 1 ჩ.კ. მიხაკისა და ჰერანის ზეთები, 1 ს.კ. სპირტი, გადაასხით შხეფიან ბოთლში და მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

დაიმუშავეთ ამ ხსნარით ჭიანჭველების შემოსევის მონაკვეთი 3 დღეში ერთხელ და ისინი სახლში აღარასდროს გამოჩნდებიან. მიხაკის ხსნარით, ასევე, შეგიძლიათ დაამუშავოთ ტანსაცმელი და სხეულიც ბუნებაში ყოფნისას.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.