კაცობრიობისთვის მრავალი საუკუნეა კარგად არის ცნობილი სელის თესლის სასარგებლო თვისებები. მისი ღეროები გამოიყენება ქსოვილების დასამზადებლად, ხოლო მარცვლები - კულინარიაში, უგემრიელესი კერძების დასამზადებლად, მედიცინაში, მრავალი სერიოზული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად და კოსმეტოლოგიაში, კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
როგორ და რატომ უნდა მივიღოთ ეს პროდუქტი
სელის თესლი - სასარგებლო მიკროელემენტების ძალიან დიდი ბუნებრივი წყარო. ის მდიდარია კალციუმით, მანგანუმით, კალიუმით, ფოსფორით, რკინით, თუთიით, ნატრიუმითა და სპილენძით. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ელემენტები მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.
A, B1, B2, B3, B6, B9, C და E ვიტამინი - არასრული ჩამონათვალი იმ ვიტამინებისა, რომელთაც მოცემული პროდუქტი შეიცავს. გარდა ყოველივე ამისა, ეს მარცვლები მდიდარია უჯრედისით, ომეგა 3-ის, ომეგა 6-ისა და ომეგა 9-ის ცხიმოვანი მჟვებით, ლიგანებით, ამინომჟავებით და ა.შ. სელს ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს ორგანიზმის აბსოლიტურად ყველა სისტემაზე.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სელის თესლი ძალიან ეფექტურია ოპტიმალური წონისა და სასურველი ფიგურის მოსაპოვებლად. თუ ჭარბი კილოგრამები გაწუხებთ, ყოველ დილით, უზმოზე დაღეჭეთ 1 ჩაის კოვზი სელის თესლი და დააყოლეთ რამდენიმე ჭიქა წყალი.
სითხესთან ურთიერთქმედებისას, შეხებისას სელის მარცვლები იბერება კუჭში, ამ გზით ახშობს შიმშილის შეგრძნებას და ხანგრძლივი პერიოდით გვინარჩუნებს სინაყრეს. ეს პროდუქტი არაჩვეულებრივია მთელი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვისაც, რადგან ის ეფეტურად გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს, რაც სასარგებლოდ ისახება არა მხოლოდ ფიგურაზე, არამედ მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.
საოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი იაფი, ნატურალური პროდუქტი, არა? ეს ყველაფერი არ არის... სელის თესლი ძალიან სასარგებლოა თმის, ფრჩხილებისა და კანის ჯანმრთელობისთვისაც. ნახევრად გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟვების, A, B და E ვიტამინების მაღალი შემცველობის ხარჯზე, სელის თესლი აძლიერებს ფრჩხილებს, აჯანსაღებს თმასა და კანს.
სელის თესლში შემავალ კომპონენტებს სასარგებლო გავლენა აქვს სისლხძარღვთა სისტემაზე, ეს პროდუქტი აწესრიგებს ღვიძლის მუშაობას, ზრდის პოტენციას, აუმჯობესბეს მხეტველობას და გვიცავს კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარებისგან.
სელის თესლს, როგორც წესი, პირდაპირ ღეჭავენ და წყალს აყოლებენ. გარდა ამ მეთოდისა, მისგან ხშირად ამზადებენ სხვადასხვა ნაყენებსა და ნარევებს, თუმცა ყველაზე ეფექტური გზა სელისგან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, მისი დაფქვა და თაფლში, ჯემში ან მაწონში ჩამატებაა.
მიუხედავად საოცრად სასარგებლო გავლენისა, ჭარბი რაოდენობით სელის თესლის მიღება არ არის რეკომენდებული. დასაშვები დღიური ნორმა - არაუმეტეს 2 სუფრის კოვზისა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ორსულმა ქალბატონებმა, პაციენტებმა, რომელთაც თირკმელების, მსხვილი ნაწლავის, ნაღვლის ბუშტისა და შარდის ბუშტის დაავადებები აწუხებთ. თუ თქვენ ამ ადამიანების სიას მიეკუთვნებით, სელის თესლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.