» » » როდისაა ტამპონი უკიდურესად საშიში: ტოქსიკური შოკის 4 მნიშვნელოვანი სიმპტომი

როდისაა ტამპონი უკიდურესად საშიში: ტოქსიკური შოკის 4 მნიშვნელოვანი სიმპტომი

ტოქსიკური შოკის სინდრომი(შემდგომში ტშს) - ძალიან იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. მას ექვემდებარება როგორც მამაკაცი, ისე ქალბატონი ნებისმიერ ასაკში. თუმცა, დაავადების შემთხვევათა ნახევარს წარმოადგენენ ქალბატონები, რომლებიც მენსტრუაციის დროს ტამპონებს იყენებენ.

იქნებ საფენები სჯობს?


უნდა გესმოდეთ, რომ ტოქსიკურ შოკს არა თვით ტამპონი, არამედ პათოგენური ბაქტერიების ტოქსინები იწვევს, რომლებისთვისაც მენსტრუალური გამონადენი საკვები პირობაა, რაც მათ აქტიურ გამრავლებას უწყობს ხელს.



ნებისმიერი ჰიგიენური საშუალება, რომელიც ვაგინის შიგნით თავსდება(ტამპონები, დიაფრაგმა, კონტრაცეპტიული ღრუბლები, მენსტრუალური ფინჯანი), 4-6 საათის შემდეგ უნდა მოიშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ტოქსიკური შოკის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნიან.აი, რატომ უნდა იცნობდეს ნებისმიერი ქალბატონი ტოქსიკური შოკის სიმპტომებს.

ფაქტია, რომ ერთადერთი ჰიგიენური საშუალება, რომელიც არ წარმოქმნის ტოქსიკური შოკის საშიშროებას, ესაა საფენები.

ტშს-ს კლინიკური გამოვლინებები


წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ და კლინიკურად მნიშვნელოვან სინდრომებს ტოქსიკური შოკის სინდრომისა. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
  1. სხეულის ტემპერატურის მყისიერი ცვლილებები(39°–40,5°C), ამასთან, ციებცხელება მკურნალობის დაწყებამდე არ გადადის;
  2. ჰიპოტონია;
  3. გამონაყარი კანზე, როგორც მზის დამწვრობის შემდეგ, მათ შორის, ლოკალიზებული იდაყვებსა და ტერფებზე;
  4. პათოლოგიურ პროცესებში სხვა ორგანოებისა და სისტემების ჩათრევა(თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, შეუძლოობა, თვალის, კისრის ლორწოვანის სიწითლე.
ჩვეულებრივ, სინდრომი 48 საათის მანძილზე ვითარდება, იწვევს გონების დაკარგვასა და შოკურ მდგომარეობას. ზოგ შემთხვევაში დასაშვებია გარდაცვალებაც კი!

როგორ უნდა მოვიქცეთ?


თუ ფიქრობთ, რომ ზემოხსენებული სინდრომი გაქვთ ტამპონის შეყვანის შემდეგ, დაუყოვნებლივ მოიშორეთ იგი და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თქვენი სიცოცხლე ფასდაუდებელია, ეს არ დაგავიწყდეთ!



გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.