» » » 7 ნიშანი იმისა, რომ თავის ტკივილი სერიოზული პრობლემითაა გამოწვეული

7 ნიშანი იმისა, რომ თავის ტკივილი სერიოზული პრობლემითაა გამოწვეული

თავის ტკივილი(როგორც სხვა ნებისმიერი) - ეშმაკი რამაა. ასე, ერთსა და იმავე ტკივილს ვიღაც "საშინელებას" უწოდებს, ვიღაც კი "მოთმენადს".

დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია გთავაზობთ მასალას, რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორის, კალიფორნიის უნივერსიტეტის კლინიკური პრაქტიკის პროფესორის, მარკ მოროკოს ინტერვიუზე.

მარკ მოროკი გვირჩევს ექიმთან მისვლას, თუ აქამდე ტკივილი არ ყოფილა, ახლა კი უეცრად გაჩნდა. ასევე, ხაზს უსვამს იმასაც, რომ ტვინის სიმსივნეს, როგორც წესი, თავის ტკივილები არ ახლავს - ეს მათთვის, ვინც ყველაზე ცუდს ფიქრობს ტკივილის დროს.

აი, რა უნდა იცოდეთ.
  1. თავის ტკივილი ისე ჩნდება, როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე


    როცა ძლიერი ტკივილი უეცრად ჩნდება, თითქოს ჩაქუჩით ჩაგარტყეს - ეს სერიოზული მოვლენაა. ექიმი მაროკო ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა - სისხლის ჩაქცევა ტვინის დამცავი გარსის ქსელისებრ სივრცეში, რისი მიზეზით, შესაძლოა, ანევრიზმის გახეთქვა იყოს.

    -"ეს საშიშია, აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ვინმეს საავადმყოფოში მიყვანა სთხოვოთ. მე დავაზუსტებ: საუბარია მწვავე ტივილზე, რომელიც რამდენიმე წამში ან წუთში იხევს უკან. მოცემულ შემთხვევაში, იგი სწრაფად ქრება. ძლიერი ტკივილგამაყუჩებელის მიღება და დაძინება - ეს გამოსავალი არაა!"

  2. ტკივილი იცვლის "ტონალობას"


    -"წარმოიდგინეთ, რომ თავის ტკივილი - მელოდიაა, "ჟღერს" თუ არა იგი იმავე ხმით და იმავე ტონალობაში, როგორც ყოველთვის?" თუ კი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ თუ თავის ტკივილის სახე შეიცვალა - ეს ექიმთან მისვლის მიზეზია.

    ისევ ვიმეორებთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ანევრიზმასთან ან სხვა გადაუდებელ სამედიცინო სიტუაციასთან.

  3. ტკივილს თან ახლავს მაღალი ტემპერატურაც


    ციებცხელება და თავის საშინელი ტკივილები გაქვთ? "ეს, შესაძლოა, თავის ტვინის ინფექციაზე - მენინგიტის მსგავსზე მიუთითებდეს", - ამბობს ექიმი მოროკო.

    ასევე, არაა გამორიცხული, თქვენ იღებდეთ გაფრთხილებას ენცეფალიტის ან ტვინის ანთების შესახებ. თუ ფსიქიკური მდგომარეობაც შეიცვალა(არ შეგიძლიათ ბავშვების სახელების გახსენება, უცნაურად იქცევით) - აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

  4. თავთან ერთად გტკივათ კეფა და თვალის ტერიტორია


    თუ თავის ტკივილი მოქმედებს მხედველობაზე, თქვენ საგანგებო სიტუაციაში ხართ.
    ჩვეულებრივ, ასე თავს იჩენს მწვავე გალუკომა ან თვალისშიდა წნევის მომატება, რომელიც აფერხებს სისხლის ნაკადს და შეუძლია სიბრმავეც გამოიწვიოს. "ჩვენ ხშირად გვხვდებიან პაციენტები, რომლებიც მიდიან კინოში და, შუქის ჩაქრობის შემდეგ, როცა თვალის გუგები მყისიერად ფართოვდება, მოდის თავის მწვავე ტკივილი." - გვიხსნის ექიმი მოროკო.

  5. ტკივილი "გირტყამთ" საფეთქლებში


    თავის ტკივილის ლოკალიზაცია რაღაც საშინელების ნიშანი არ არის. მაგრამ თუ თქვენ 50+ ასაკში ხართ და თავის ტკივილს ერთ ან ორივე საფეთქელში გრძნობთ, ეს შეიძლება საფეთქლის არტერიითის ნიშანი იყოს - ნიშანი მდგომარეობისა, რომლის დროსაც საფეთქლებში არტერიები ანთებულია. განსაკუთრებით, თუ თვალწინ რაღაცები "დატივტივებს" და ტემპერატურა მომატებული გაქვთ - სასწრაფოდ გაეშურეთ ექიმთან!

    "თუ არტერიითს არ უმკურნალებთ, შესაძლებელია მხედველობის დაკარგვა." - ამბობს ექიმი.

  6. თავი დაარტყით და იღებთ ანტიკოაგულანტებს


    თუ ანტიკოაგულანტებს იღებთ და შემთხვევით თავი დაარტყით, თავის მომატებული ტკივილი სუბდურალურ ჰემატომაზე ან ტვინისშიდა სისხლის ნელ ჩაქცევაზე მიუთითებს. მიღებული პრეპარატების გამო, სისხლი არ დედდება, ეს სიტუაცია კი სიცოცხლისთვის საშიშია.

  7. თავის ტკივილი "გადამდებია"

თუ თქვენ ირგვლივ - ოჯახის წევრებსა თუ კოლეგებს - ყველას თავი სტკივა და ვერც თქვენ გრძნობთ თავს კარგად, ეს ნახშირის მჟავით მოწამლვის სიმპტომია.

როგორც ექიმი მაროკო ამბობს, თუ ტკივილი სუფთა ჰაერზე ქრება, გახსენით ყველა ფანჯარა და გაანიავეთ ოთახი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.