» » » როგორ შევბოლოთ დამარილებული ხორცი სწორად

როგორ შევბოლოთ დამარილებული ხორცი სწორად

შებოლვა ხორცს არა მარტო ფერსა და გემოს უცვლის, არამედ იცავს კიდეც დალპობისგან და ადიდებს მისი შენახვის ხანგრძლიობას. შებოლვა წარმოადგენს დაკონსერვების ერთ-ერთ სახეს.
წვის პროცესში ხე გამოჰყოფს ე.წ. ხის მჟავას, რომელიც სპობს ლპობის გამომწვევ ბაქტერიებს. მაშასადამე, ეს მჟავა იცავს ხორცს დალპობისგან.
ხორცის ან თევზის შესაბოლად უნდა შევარჩიოთ ისეთი შეშა, რომელიც მეტ ბოლს იძლევა და არომატიანია. მაგარი ჯიშის ხის შეშა უფრო გამოსადეგია, ვიდრე ხმელი. ხორცსა და თევზის შესაბოლავად კარგია ნედლი მუხა და ისიც კანგაცლილი, ასევე ღვიის შეშა, ამასთან ღვიის კაკლებსაც თუ შევყრით ცეცხლში, ამით უფრო გემრიელ შაშხს მივიღებთ.
თუ გვინდა გვქონდეს განსაკუთრებულად არომატიანი შაშხი, მის შესაბოლად უნდა ვიხმაროთ დაფნის ხის ტოტები თავისი კაკლებით. კარგია აგრეთვე პიტნის, ფიჭვის ფისის, ალოეს. ძირტკბილას ძირების და სხვა ასეთი სურნელოვანი მცენარეების გამოყენება.
ფიჭვის და ნაძვის კვამლი ხორცს ცუდ ფერს აძლევს, ამიტომ ამ ჯიშის ხეების შეშა არ უნდა ვიხმაროთ ხორცის შესაბოლად.


შებოლვის პროცესები

შესაბოლავ შაშხს ამოვიღებთ მარილწყლიდან და ერთი-ორჯერ ჩავუშვებთ მდუღარე წყალში, შემდეგ წავუსვამთ მარილსა და გვარჯილას სითხეს, თხლად შევაფრქვევთ სიმინდის, პურის ფქვილს ან ქატოს და დავკიდებთ საკვამლეზე.
დამარილებული ხორცი უფრო მალე და ადვილად შეისრუტავს ბოლს. ერთბაშად გაშვებული ბოლი უცებ შეკუმშავს გამაგრებულ ხორცის გარეთა კანს და შემდეგ ბოლს საშუალება აღარ ექნება ხორცის სიღრმეში შეაღწიოს. ამიტომ სასურველია ჯერ სუსტი ბოლით დავიწყოთ ხორცის შებოლვა და შემდეგ თანდათან გავაძლიეროთ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.