» » » მიმზიდველი მაყვალი და მისი სარგებელი ჯანმრთელობისთვის: დიაბეტიკებმა აუცილებლად უნდა მიირთვან ეს კენკრა

მიმზიდველი მაყვალი და მისი სარგებელი ჯანმრთელობისთვის: დიაბეტიკებმა აუცილებლად უნდა მიირთვან ეს კენკრა

მაყვალს მიმზიდველი შეფერილობა და უჩვეულო გემო აქვს, იდეალურია დესერტებსა და სასმლებში, მაგრამ, რატომღაც ნაკლებად მოთხოვნადია. რეალურად, მას გააჩნია დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებები, განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს დიაბეტიკებსა და მხედველობადაქვეითებულებზე. ექიმები და მკურნალები მას შავ ოქროს უწოდებენ კენკრას შორის. აქამდე იგი სუფთა ტყის კენკრად ითვლებოდა, ახლა კი მისი უამრავი სახეობა არსებობს, რომელთა მოყვანაც აგარაკზეც შეგეძლებათ.



Rchevebi.com-ს რედაქცია მოგიყვებათ ორგანიზმისთვის მაყვლის სარგებელზე. მაყვლის შეძენისას უნდა გახსოვდეთ, რომ ეს საკმაოდ ნაზი კენკრაა. უნდა გარეცხოთ უშუალოდ მირთმევამდე, მანამდე კი მაცივარში უნდა შეინახოთ არაუმეტეს 7 დღის მანძილზე.

მაყვლის სარგებელი ჯანმრთელობისთვის
  1. მაყვალი სასარგებლოა მეორე ტიპის დიაბეტიკებისთვის - იგი ნაკლები რაოდენობის ნახშირწყლებს შეიცავს, ძირითადად კი ფრუქტოზისგან შედგება. იგი სწრაფად აითვისება და არ გადადის ცხიმოვან ქსოვილში, რადგან მას დაბალი გლიკემური ინდექსი აქვს. ფრუქტოზა სავსებით არ გადატვირთავს კუჭქვეშა ჯირკვალს. მაყვალს შეუძლია დიაბეტის დროს ჭრილობების შეხორცება და მახვილი მხედველობის შენარჩუნება.

    თუმცა, დიაბეტიკებმა არ უნდა მიირთვან 250 გრ-ზე მეტი კენკრა დღეში. მაყვალი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და არ მოითხოვს ინსულინის დამატებით გამოუშავებას. ასე, რომ დიაბეტის პროფილაქტიკისთვის ეს კენკრა ყველა ტკბილმოყვარულმა ადამიანმა უნდა მიირთვას.



  2. ამ კენკრის რეგულარული მოხმარება გეხმარებათ პარაზიტების მოშორებაში.
  3. მაყვალი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალბატონებისთვის, რომლებსაც მენოპაუზის მძიმე სიმპტომები აწუხებთ. ასევე, მათთვისაც, ვისაც მტკივნეული პმს-ი, მენსტრუალური ტკივილები და შეშუპებები აქვთ ამ დროს.
  4. მაყვალი, ისევე, როგორც მოცვი და კოწახური, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავს ორგანიზმს კიბოსგან. იგი აკავებს სხეულის უჯრედების დაბერების პროცესს.


  5. ყურძენი გაჯერებულია მინერალური ნივთიერებებით: მარგანეცით, მაგნიუმით, კალიუმითა და კალციუმით. მის შემადგენლობაში გაცილებით მეტი ვიტამინი P-ა, ვიდრე ჟოლოში. მაყვალი შეიცავს ვიტამინ A, B1, B2, E, C და PP-ს. ასევე, რკინასა და ტანინებს. ამ კენკრის რეგულარული მოხმარება აძლიერებს იმუნიტეტს.



  • მაყვალი მდიდარია როგორც პექტინური ნივთიერებებითა და ბიოფლავანოიდებით, ასევე, ორგანული მჟავებითაც - ლიმონის, ღვინის, სალიციუმისა და ვაშლის მჟავებით.



    მაყვლისგან უამრავი დესერტისა და სასმლის მომზადება შგიძლიათ, მაგრამ მისი მიღება სასურველია უმ მდგომარეობაში. კენკრა კარგია წახემსებისთვისაც. მათ კი, ვისაც სისხლის წნევის დარეგულირება სურთ, მაყვალი უნდა მიირთვან უზმოზე, საუზმემდე 1 საათოთ ადრე.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.