ბოლოტოვი თვლიდა, რომ ასეთი ბურახით გაახალგაზრდავებაც შესაძლებელი იყო. მან დაამტკიცა, რომ ქრისტესისხლა რძემჟავურ არეში კარგავს შხამიან ნივთიერბებს, მაგრამ ინარჩუნებს სამკურნალოს.
ეს ბურახი უამრავ წამალს სჯობს. მკურნალობის კურსის დროს ორგანიზმში აღინიშნება შესამჩნევი ცვლილებები: ახალგაზრდა უჯრედების რაოდენობის მატება, შლაკებისა და მარილების გამოდევნა, იღუპებიან დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, აღდგება შესუსტებული ორგანოები.
ბოლოტოვის ბურახი
ინგრედიენტები:
- 3 ლ ადუღებული წყაროს წყალი ან რძის შრატი, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭ ახალი ან გამომშრალი ქრისტესისხლა
- 1 ს.კ. არაჟანი
- ჩაასხით წყალი ქილის ნახევრამდე, გახსენით მასში შაქარი და არაჟანი.
- დაყარეთ დაჭრილი ქრისტესისხლა მარლაზე, შეახვიეთ და მოათავსეთ ქილაში. იმისათვის, რომ მარლა ქილის ფსკერზე დაეშვას, მასში მოათავსეთ პატარა კენჭი.
- გაავსეთ ქილა ბოლომდე, დააფარეთ მარლა და დადგით ბნელ ადგილას.
დაახლოებით 2 კვირის შემდეგ ბურახი მზად იქნება. ფერმენტაციის პერიოდში მას პერიოდულად უნდა მოხსნათ ზედაპირი. როგორც კი სითხის ზედაპირზე ფენა აღარ დაიწყებს გაჩენას, ბურახი მზად იქნება. მზა სასმელი შეინახეთ მაცივარში, რათა შეინარჩუნოთ მისი სასარგებლო თვისებები.
ვინაიდან ბოლოტივის ბურახი წამალია, მას უკუჩვენებაც აქვს - სასმელი აკრძალულია შაქრიანი დიაბეტისა და მწვავე ლეიკოზის მატარებლებისთვის. თუ არ გაქვთ ეს დაავადებები, შეინახეთ აღნიშნული რეცეპტი და დაიწყეთ მკურნალობა.