დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია სიამოვნებით მოგიყვებათ ლიმონის უჩვეულო თვისებებზე. უბრალოდ დატოვეთ ნახევარი ლიმონი საძინებელში ან ოთახში, რომელშიც ყველაზე მეტ დროს ატარებ და ისიამოვნეთ იმ დადებითი შედეგებით, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვანთ.
ლიმონის გამოყენების გზები
- მწერების თავიდან მოშორება
ზაფხულში კოღოებისა და სხვა ძილისმფრთხობელი მწერების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია. ბაზარი გვთავაზობს ქიმიური საშუალებების უზარმაზარ არჩევანს კოღოებთან საბრძოლველად, მაგრამ, რატომ უნდა მოიწამლოთ ორგანიზმი, თუ თავის დაცვა ნახევარი ლიმონითაც შეგიძლიათ? საუკეთესო ეფექტისთვის დაუმატეთ მას მიხაკი. - კარგი დასვენება
ციტრუსის არომატი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვას და გეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში დამღლელი დღის შემდეგ. ამიტომაც, მაგარი და ჯანმრთელი ძილი გარანტირებული გაქვთ. საღამოთი ლიმონი მოგადუნებთ, დილით კი - პირიქით, გამოგაფხიზლებთ - ასეთი საინტერესო უნარი აქვს მას. - მობილიზება და ყურადღებიანობა
ლიმონს კიდევ ერთი გასაოცარი უნარი აქვს: ადამიანი, რომელიც ყოველდღე მის არომატს ისუნთქავს, ხდება მეტად კონცენტრირებული, მისი გონებრივი აქტივობა და მეხსიერება უმჯობესდება. სამსახურშიც კი, ადამიანები ნაკლებ შეცდომას უშვებენ, თუ ახლოს ლიმონის არომატია. ამ დასკვნამდე იაპონელი მეცნიერები მივიდნენ. - ამაღლებს განწყობას
ლიმონის ეთერზეთების არომათერაპიას უნიშნავენ მათ, ვისაც დეპრესია აწუხებს. არომატი, რომელსაც თქვენს ოთახში დატოვებული ლიმონი გამოაფრქვევს, აგიმაღლებთ განწყობას და აგავსებთ სასიცოცხლო ენერგიით. - ოთახის დეზინფექცია
ლიმონს არამხოლოდ სასიამოვნო არომატი, არამედ ბაქტერიციდული თვისებებიც აქვს. იგი კარგად წმენდს ჰაერს ოთახში. ასე, რომ თუ ოჯახის წევრებიდან რომელიმე გაცივდა, არამხოლოდ ჩაიში უნდა დაუმატოთ იგი, არამედ ოთახშიც უნდა დაალაგოთ, რათა მავნე მიკრობები მოკლათ. - წნევის ნორმალიზება
თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ლიმონი ამ საკითხშიც დაგეხმარებათ. მისი სუნი ამცირებს სისხლის წნევას. - მაცივარში ჰაერის გაწმენდა
შეგიძლიათ, ნახევრად გაჭრილი ლიმონი არამხოლოდ ოთახში, არამედ მაცივარშიც დადოთ. იგი შეიწოვს უსიამოვნო სუნს, სამაგიეროდ კი ციტრუსის არომატს დატოვებს. - კომფორტის შეგრძნება
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიცილიაზე ლიმონის ხეებს ელიტური რესტორნების ტერასებთან რგავენ. ეს იმიტომ, რომ ლიმონის არომატი განიჭებთ კომფორტისა და სასიამოვნო ატმოსფეროს შეგრძნებას. უბრალოდ დადეთ ნახევარი ლიმონი თაროზე.