» » » კანის სოკოვანი დაავადებების მკურნალობა ხალხური საშუალებებით

კანის სოკოვანი დაავადებების მკურნალობა ხალხური საშუალებებით

კანის სოკოვან დაავადებას იწვევს მიკროსკოპული სოკო, რომელიც პარაზიტობს კანსა და ადამიანის ორგანიმიზის ლორწოვან გარსზე. პათოგენური სოკოებით გარკვეულ დაავადებათა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია სხვადასხვა ფერის პიტრიაზი, ერითრაზმა, მიკროსკოპია, ტრიქოფიტია და სხვა ეპიდერმოფიტია. ხალხური მედიცინა გთავაზობთ კანის სოკოვან დაავადებასთან საბრძოლველად შემდეგ მეთოდებს:

  • როდესაც სოკოვანი დაავადება ახალი დაწყებულია, ადვილად განიკურნება, თუ ადამიანი დაზიანებულ ადილებს დაიბანს შვიტას ნაყენით დღეში 3-4-ჯერ.

  • ქიშმიშის მარცვლებს ყრიან შუაზე და იზელენ დაზიანებულ ადგილებს. დაავადება მალე ქრება.

  • ქაღალდის ზეთის მისაღებად იღებენ ჩვეულებრივი რვეულის ფურცელს, ახვევენ ძაბრივით და დგამენ თეფშზე მახვილი წვერით ზემოთ, რომელსაც უკიდებენ ცეცხლს. ქაღალდი დაიფერფლება, თეფშზე კი დარჩება ყვითელი სითხე, იღებენ ამ ყვითელ სითხეს და ისვამენ დაზიანებულ ადგილებში. პროცედურებს ატარებენ დაავადების სრულ განკურნებამდე.

  • იღებენ 10 გ იასამანის ყვავილს და 100 მლ სპირტს. აჩერებენ 10-15 დღე. მიღებული ნაყენით იწმენდენ დაზიანებულ ადგილებს. ერთ კვირაში დაავადება ქრება. სასურველია ეს საშუალება მუდმივად იყოს მუდმივად იყოს საოჯახო აფთაიქში.

  • ძმარს იყენებენ ფეხის თითების სოკოვანი დაავადების დროს. იბანენ ფეხებს, ტერფებს ათავსებენ ძმარში. იცვამენ სუფთა წინდებს და ისე იძინებენ. სოკო კვდება რამდენიმე პროცედურის შემდეგ.

  • ფეხებს ათავსებენ გრილ წყალში რომელშიც გახსნილია თითო სუფრის კოვზი მარილი და სოდა შემდეგ იბანენ სუფთა წყლით.

  • ფქვვანენ პიტნას, ურევენ მარილში და იდებენ თითებს შორის 1 საათით. მკურნალობა გრძელდება სრულ განკურნებამდე.

  • ადუღებენ ყავას, ყოფენ ხელის თითებს ნაყენში ისე, რომ ნალექი არ შეინჯღრეს. გაუხეშებული ფრჩხილები თანდათან თხელდება და ჯანმრთელდება.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.