» » » 50 წლის ასაკში 35 წლის ქალივით გამოვიყურები! საიდუმლო მარტივია: სახლში მომზადებულ ოქროს ნიღაბს ვიყენებ და სახეს კი ვისუფთავებ ჩვეულებრივი 

50 წლის ასაკში 35 წლის ქალივით გამოვიყურები! საიდუმლო მარტივია: სახლში მომზადებულ ოქროს ნიღაბს ვიყენებ და სახეს კი ვისუფთავებ ჩვეულებრივი 

ზოგჯერ ვხვდებით ადამიანებს, რომლებმაც ასაკის მოტყუება შეძლეს. ჩვეულებრივ, ასაკში შესულ სასიამოვნო გარეგნობის ადამიანებს საღი აზრი და განსაკუთრებული, ძლიერი ენერგეტიკა აქვს. 

ასეთი შემთხვევის აღმოჩენა ყოველთვის მახარებს. სასიამოვნოა დაინახო ადამიანი, რომელმაც თავი არ მიუშვა, არამედ მთელი ძალა დახარჯა და ყოველ დღეს სრულყოფილად ატარებს. ყოველ დღე ღირსეულად და ღრმა სიბერემდე ლამაზად ცხოვრობს. ალბათ, სწორედ ეს არის ბედნიერება.



სახლის პირობებში გაახალგაზრდავება

ამ მარტივი პროცედურის შესახებ ერთ ასაკში შესულ ქალთან საუბრის დროს გავიგე. ის უკვე 84 წლისაა, მაგრამ გარეგნულად...

ის სავსეა ღირსებით, მოხდენილი, მისი ნაცრისფერი თმები სალონში მოდურად შეღებილს ჰგავს, ნაოჭები კი განსაკუთრებულია. თითქოსდა აქვს, როგორც ყველა ბებიას, მაგრამ იმდენად მსუბუქი, პრაქტიკულად შეუმჩნეველი. მისი გარეგნული მხარე შემიძლია დიდხანს აღვწერო, რადგან გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ. 

მან მიამბო, რომ ნიღბების გაკეთება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაიწყო, როცა 25 წლის იყო. მაშინ უკვე ექთნად მუშაობდა და ერთ-ერთმა ექიმმა სახისთვის კოჭის გამოყენება ურჩია. უცნაურია არა? შესაძლოა, დაგაფრთხოთ კიდეც, რადგან ეს პროდუქტი წვას იწვეს. თუმცა ეფექტი როგორია!



ოქროს ნიღაბი კოჭისა და კურკუმასგან 

ინგრედიენტები

  • 2 ს/კ ახალი გახეხილი კოჭის ფესვები

  • 2 ს/კ თაფლი

  • 1 ჩ/კ კურკუმა


მომზადება

1. წვრილად გახეხილი კოჭის ფესვები, თაფლი და კურკუმა ერთმანეთს აურიეთ. სახეზე 10 წუთით წაისვით. არ ინერვიულოთ, თუ მსუბუქ წვას იგრძნობთ. ეს გამაცხელებელი ნიღაბია. გაცხელების წყალობით სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ნაოჭები სწორდება!



2. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კარგი იქნება, თუ ასეთი ნიღბის შემდეგ სახეს  ბროწეულის წვენით გაიწმენდთ. ბროწეული წარმოუდგენლად ბევრ ანტიოქსიდანტს და ხილის მჟავას შეიცავს. მისი გამოყენების შემდეგ კანი ნაზი ნაზი გახდება. 
ეს პროცედურის აუცილებელი ელემენტი არაა, მაგრამ დამატებითი, გამაძლიერებელი ეფექტი აქვს. გამოიყენეთ ახალ დაწურული ბროწეულის წვენი. მცირე რაოდენობით დაწურეთ და იქვე გამოიყენეთ. 



სახლის პირობებში გაახალგაზრდავება რთული კოსმეტიკური პროცედურების და ძვირადღირებული მედიკამენტების გარეშე შესაძლებელია! დეტალურად განვიხილოთ ამ ოქროს ნიღბის ინგრედიენტები რატომ არის ეფექტური და კანზე როგორ მოქმედებს. 

რაში მდგომარეობს ოქროს ნიღბის ეფექტი

1. კოჭა

კოჭა კანს ელასტიურობას უბრუნებს, ტონუსში მოჰყავს. კანზე მოხვედრისას კოჭა ძილიდან გამოაფხიზლებს, სისხლის მიმოქცევას კანის ღრმა ფენაშიც კი სტიმულს მისცემს. ამის წყალობით სახის ფერი უფრო ჯანსაღი და ნათელი გახდება, კანი უფრო ბრწყინვალე იქნება. ჩამოწეული კანი გაქრება, წვრილი და ღრმა ნაოჭები გაქრება. 

კოჭა კანს ვიტამინებით გაამდიდრებს და მის დამცველ თვისებას გააუმჯობესებს. კანი ტემპერატურის ცვლილების და სხვა გარეგნული გამაღიზიანებლების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე იქნება, კანის დამცველი ფუნქცია გაიზრდება, თუ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ. 

თუ თქვენი მშრალი კანი გაქვთ, არ ინერვიულოთ, რომ მწველი კოჭა კიდევ უფრო მეტად გამოაშრობს. პირიქით, კოჭა კანს ღრმად დაატენიანებს და სასარგებლო მიკროელემენტებით გაამდიდრებს. 



2. კურკუმა

კურკუმა ასკორბინის მჟავას შეიცავს. მისი წყალობით კოლაგენის წარმოება აქტიურად იწყება. ასევე კურკუმა შეიცავს ნიაცინს, რომელიც დაზიანებული კანის უჯრედების აღდგენას ხელს უწყობს. 

კურკუმა ანათებს! პარადოქსია, მაგრამ ყვითელი ფერის ფხვნილი პიგმენტურ ლაქებს ათეთრებს, ფორებს ავიწროებს და კანს ხავერდოვანს ხდის. თუ ნერვიულობთ, რო კურკუმა კანს ყვითელ ელფერს შესძენს, ნიღბის გამოყენების შემდეგ სახე ლიმონის წვენით გაიწმინდეთ, ასე სიყვითლე გაქრება. 

ნებისმიერი სიყვითლე გაქრება ბროწეულის წვენითაც, რომელზეც ზემოთ დავწერეთ. გარდა ამისა, კოჭის ნიღაბი უმჯობესია საღამოს გაიკეთოთ, დილით კი კურკუმას სასწაულმოქმედ ეფექტს აუცილებლად დაინახავთ!



3. თაფლი

თაფლი, რომელიც ამ ნიღბის შემადგენლობაში შედის, დამატებითი ინგრედიენტი ნამდვილად არ არის. ის პოლიფენოლს შეიცავს, რომელიც უჯრედების დაჟანგვის პროცესს ანელებს და დაბერებას აფერხებს, ასევე თუთიას, რომელიც დაბერებას აფერხებს და ნებისმიერ ანთებას აქრობს. 

თაფლი კოჭასთან და კურკუმასთან ერთად კანს არა მხოლოდ გაათეთრებს და გაახალგაზრდავებს, არამედ დეფექტსაც მოგაშორებთ. მაგ, წვრილი ნაკაწრები და შრამები. სახლის პირობებში სახის გაახალგაზრდავებას ბევრი დამატებითი ბონუსი აქვს! სახეზე თმა გაქრება, ტუჩის ზემოთ თმა აღარ გექნებათ, რადგან კოჭას ეს შეუძლია: მის მწველი ეფექტი თმის ბოლქვებს გააქრობს, რომელიც სახეზე აბსოლუტურად ზედმეტია. 



ხშირად დასმული კითხვები

1. რომელ ასაკში შეიძლება ოქროს ნიღბის გამოყენება?

ნიღაბი ნებისმიერი ასაკის ქალისთვის არის სასარგებლო. რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი. თუ ამ ნიღაბს უფრო ასაკოვანი ქალი გაიკეთებს, ის შედეგს სწრაფად დაინახავს, რადგან სახეზე ასაკს თავისი კვალი უკვე ექნება დატოვებული. მაგრამ ახალგაზრდებ ქალების სახე ტონუსში მოვა, ღრმად დატენიანდება და გათეთრდება. 

ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყოველი ტიპის კანისთვის თავისი სამკურნალო მოქმედება აქვს. 



2. რამდენად სწრაფად დავინახავთ შედეგს?

პირველი გამოყენების შემდეგ უკვე შედეგს დაინახავთ, ეს ხუმრობა არ არის. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ ნიღბის გამოყენების შემდეგ დაბანისთანავე ამჩნევენ, რომ კანი უფრო დაჭიმული ხდება. მესამე გამოყენების შემდეგ კანის ღრმა ფენებში რეგენერაციის პროცესი იწყება, ნაოჭები თანდათანობით გაქრება. 



3. რამდენად ხშირად შეიძლება ნიღბის გაკეთება?

კვირაში სამჯერ. ეს პროცედურის ოპტიმალური რაოდენობაა, თუ ნიღაბს კვირაში სამჯერ გააკეთებთ, ეფექტი შესამჩნევი იქნება. ამასთან კანი დასვენებას და განახლებას მოასწრებს, რადგან გამოყენებებს შორის შესვენება იქნება. 

4. როდის არის კარგი ნიღბის გაკეთება?

უმჯობესია თუ საღამოს გაიკეთებთ. კოჭის მოქმედებით კანი გაღიზიანებულია, ამიტომ უმჯობესია თუ პროცედურის შემდეგ სახლიდან არ გამოხვალთ, განსაკუთრებით ცივ ამინდში. ასევე საღამო იმით არის კარგი, რომ მისი გამოყენების შემდეგ დეკორატიული კოსმეტიკის წასმა არ დაგწჭირდებათ.

5. ნიღაბი სახეს ყვითლად შეღებავს?

არა, არ შეღებავს. რეცეპტში მითითებულია კურკუმას იდეალური რაოდენობა, ის კანზე დადებითად მოქმედებს, ამასთან არ შეღებავს. თუ თქვენ ძალიან ღია ფერის კანი გაქვთ, შეიძლება მცირე სიყვითლე შენიშნოთ, მაგრამ დაბანის შემდეგ სწრაფად გაქრება. ასევე კანის ლიმონის ან ბროწეულის წვენი დაგეხმარებათ. 



6. ამ ნიღაბს უკუჩვენებები აქვს? 

თუ თქვენი კანი ძალიან მგრძნობიარეა, შეგიძლიათ ნიღაბი მხოლოდ 5 წუთით გაიჩეროთ. ეფექტი მაინც გექნებათ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, სხვა შემთხვევაში დროის შემცირებას აზრის არ აქვს. 

თუ კანზე სისხლძარღვები გიჩანთ, ნიღაბი მცირე ხნით უნდა გაიჩეროთ. თუმცა ბევრი ქალი თვლის, რომ კოჭა სისხლძარღვებს აძლიერებს, ასე რომ სისხლძარღვები სახიდან ქრება, თუ ნიღაბს რეგულარულად გაიკეთებთ. 

7. როდის არ შეიძლება ნიღბის გამოყენება?

თუ სახეზე ღია ჭრილობა გაქვთ ნიღბის გამოყენება არ შეიძლება: მწველი კოჭა ძლიერ წვას გამოიწვევს. 

სცადეთ ამ ნიღბის გამოყენება ერთხელ და მისი თაყვანისმცემელი დიდხანს იქნები! გისურვებთ სულის და სხეულის ახალგაზრდობას, ასევე ძლიერ ჯანმრთელობას. ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.