დღევანდელ სტატიაში მსურს, უბრალო ძმრის კიდევ ერთი საინტერესო თვისების შესახებ გესაუბროთ. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ყურადსაღები სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც სახსრებთან დაკავშირებული პრობლემებისგან, ართრიტისგან და პოდაგრისგან იტანჯებიან, რადგან ვაშლის ძმარი - უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ჩამოთვლილ პრობლემებს ეფექტურად უმკლავდება.
ძმრის გამოყენება
ექსპერტების მტკიცებით, სახსრების ანთება მათში ტოქსინების დაგროვებითაა განპირობებული, რადგან მეტაბოლური ნარჩენები საკმაოდ ხშირად შემაერთებელ ქსოვილებში გროვდება. ვაშლის ძმარი, უფრო კონკრეტულად კი მასში შემავალი პექტინი, ეფექტურად გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან და არაჩვეულებრივია მისი დეტოქსიკაციისთვის. მოცემული პროდუქტი მდიდარია ისეთი ღირებული მინერალებით, როგორიცაა: მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი და კალიუმი. სწორედ ამ ელემენტების დეფიციტმა შეიძლება გაამწვაოს პაციენტის მდგომარეობა და გამოიწვიოს შეშუპება სხეულის პრობლემურ მონაკვეთებში.
ორგანიზმის გასაწმენდად, სახსრების ტკივილის დასამარცხებლად, პოდაგრისა და ართრიტის წინააღმდეგ საბრძოლველად თქვენ შეგიძლიათ ვაშლის ძმრის მიღება შინაგანად. მიირთვით დღეში 3-ჯერ 1 ჩ.ჭ. (200 მლ) ალუბლის წვენში გახსნილი 1 ან 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. გარდა სახსრებზე სასარგებლო გავლენისა, ეს სასმელი გაგიწმენდთ ნაწლავებს და გაზრდის სასარგებლო ქოლესტერინის დონეს.
შეგიძლიათ კიდევ ერთი საოცრად სასარგებლო სასმელის დამზადება ძმრისგან, თუ ალუბლის წვენის გემო დიდად არ მოგწონთ. 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და ზუსტად ამავე რაოდენობით თაფლი. მიღებული სასმელი მიირთვით დღეში 3-ჯერ, რათა დაშალოთ სახსრებში დაგროვებული შარდმჟავას კრისტალები.
სახსრების ტკივილის მყისიერად შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ძმრის კომპრესების გაკეთებაც. ქოქოსის ან ზეითუნის ზეთში შეურიეთ ვაშლის ძმარი თანაბარდობით 1 : 2. მზა ნარევი შეიზილეთ სხეულის პრობლემურ მონაკვეთებზე და გადაიხვიეთ დოლბანდი. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ დაახლოებით 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. მიმართეთ ამ პროცედურას რეგულარულად და ხანმოკლე დროში მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
გარდა სახსრებზე საოცრად სასარგებლო გავლენისა, ძმარი დაგირეგულირებთ წნევას და გაგიუმჯობესებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. მინდა აქვე გითხრათ, რომ მკურნალობის ეს მეთოდი საკუთარ თავზე გამოცდილი მაქვს და არაჩვეულებრივი შედეგი საკმაოდ მოკლე ვადაში მივიღე. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ჯანმრთელობას.