» » » სახის ეს მარტივი ნიღაბი ჩაალაგებს ნაოჭებს და დაატენიანებს კანს პირველივე პროცედურის შემდეგ

სახის ეს მარტივი ნიღაბი ჩაალაგებს ნაოჭებს და დაატენიანებს კანს პირველივე პროცედურის შემდეგ

ალგინატის ნიღბის გამოყენებით კანის გაწმენდისა და გაახალგაზრდავების პროცედურამ წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა სულ მცირე დროში. წყალმცენარეებზე დამზადებულმა ამ ნიღაბმა აღტაცება გამოიწვია მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში. ნიღაბი ჰიალურონის მჟავასავით მოქმედებს: შესანიშნავად ატენიანებს კანს და აგლუვებს მცირე მიმიკურ ნაოჭებს, ამასთან, ხელმისაწვდომია არამხოლოდ სალონებში, არამედ სახლშიც.



იმისათვის, რომ ამ საშინაო ნიღაბმა თქვენს კანზე ისეთივე შთამბეჭდავი ეფექტი დატოვოს, როგორც ამას კოსმეტიკურ სალონებში ახერხებენ, პირველ რიგში, აუცილებელია მისი სწორად მომზადება, შემდეგ კი, ალგინის მჟავის სასარგებლო თვისებებში გარკვევაც.
დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია აგიხსნით, თუ რატომ უნდა მიანდოთ თქვენი ახალგაზრდობა და სილამაზე წყალმცენარეებზე დამზადებულ ამ ნატურალურ საშუალებას.

ალგინატის სახის ნიღაბი
კოსმეტოლოგიურმა ინდუსტრიამ არჩევანი ალგინატზე ტყუილად როდი შეაჩერა. ეს აბსოლუტურად უვნებელი ნივთიერება ფლობს ყველა აუცილებელ ელემენტს სახის ნაზი კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. ამასთან, ალგინატის ქიმიური თვისებები საშუალებას გვაძლევს, მოვამზადოთ ნიღბები მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ძირითადად, ნიღბის მოსამზადებლად მიიღება ალგინატი, რომელიც იაპონური ლამინარიისგან მიიღება. იგი ძალიან იაფი და ხელმისაწვდომია, ამასთან, არ აქვს სუნი, რაც დიდი პლიუსია კოსმეტიკური მიზნით გამოყენებისას. ალგინატისა და წყლის შერევით ვიღებთ გელისებრ მასას, რომელიც დიდი რაოდენობით საკვებ და მინერალურ ნივთიერებას შეიცავს.



ალგინატის ნიღბის თვისებები:
  1. ალგინის მჟავა ჰიდროფილურია, რისი წყალობითაც, იგი დიდი რაოდენობით წყალს მოიზიდავს იმ მონაკვეთზე, რომელზეც დაიტანთ. უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას.
  2. სახეზე სქელ ფენად დადების შემდეგ, შეიგრძნობთ ლიფტინგის ეფექტსაც. ალგინატის ნიღაბი ჭიმავს კანს და აგლუვებს მცირე მიმიკურ ნაოჭებს.
  3. ამას გარდა, ალგინატის მჟავა გეხმარებათ პიგმენტაციისა და პოსტაკნესგან გათავისუფლებაში.
  4. ნებისმიერი მკვებავი და მაახალგაზრდავებელი ელექსირი გაცილებით ეფექტური გახდება, თუ მას კანზე ალგინატის ნიღბის წასმამდე 5-7 წუთით ადრე დაიტანთ.

ალგინატის ნიღბის სახეობები და თვისებები:
  1. საბაზისო
    მხოლოდ ალგინატი და მინერალური წყალი - ასეთი ნიღაბი როგორც ატენიანებს, ასევე აახალგაზრდავებს სახის კანს.

  2. კოლაგენური
    საბაზისო ნიღაბს ვუმატებთ კოლაგენს. ასეთი ნიღბის დანიშნულებაა დატენიანება, ლიფტინგი, გაახალგაზრდავება, ბრძოლა ნაოჭებთან.

  3. ქიტოზანური
    ნამდვილი მაშველი მშრალი კანისათვის! ქიტოზანური ალგინის ნიღაბი ატენიანებს, ჭიმავს კანს, ააქტიურებს რეგენერაციის პროცესს და სხვა კოსმეტოლოგიურ საშუალებებს ეხმარება კანის ღრმა ფენებში შესაღწევად.

  4. ნიღაბი ასკორბინის მჟავით
    საბაზისო ნიღაბი ასკორბინის მჟავის დამატებით არამხოლოდ ამცირებს მცირე მიმიკური ნაოჭების სიმკვეთრეს, არამედ გეხმარებათ სხვადასხვა ეტიოლოგიის პიგმენტური ლაქების მოშორებაშიც.

  5. მცენარეული ნიღბები
ასეთი ნიღბის მოსამზადებლად იყენებენ ყოვლისშემძლე მცენარეულ კომპონენტებს: გვირილას, ალოეს, მწვანე ჩაის, ინბირს. ალგინის მჟავისა და მცენარეული კომპონენტებისგან შემდგარი ნიღაბი უნივერსალურია და აბსოლუტურად ყველა ტიპის კანს უხდება. იგი შესანიშნავად ატენიანებს და კვებავს სახის, კისრისა და დეკოლტის კანს.



ალგინატის ნიღაბი საშინაო პირობებში:
  1. პირველი ეტაპი - კანის მომზადება
    გაიწმინდეთ კანი კოსმეტიკისა და დაბინძურებისგან, გამწმენდი რძით ან მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით. წარბები და წამწამები აუცილებლად უნდა დაამუშავოთ ცხიმიანი კრემით, რათა ნიღაბი არ მიეწებოს, თავზე კი ერთჯერადი ქუდი უნდა დაიხუროთ.
    სახის, კისრისა და დეკოლტის სუფთა კანზე დაიტანეთ აქტიური ნინვთიერება(შრატი, კრემი ან ზეთი), რათა ორმაგი ეფექტი მიიღოთ: ალგინატის ნიღაბი ზრდის კანის ფენებში აქტიური ნივთიერების შეღწევის სიჩქარეს და იძლევა შთამბეჭდავ შედეგს.



  2. მეორე ეტაპი - ნიღბის მომზადება და დატანება
    შრატისა თუ ზეთის სრული შეწოვის შემდეგ, შეუდექით ნიღბის მომზადებას(თუ გელისებრი ნიღაბი შეიძინეთ, იგი მზადაა გამოსაყენებლად). შეურიეთ ალგინატის ფხვნილი მინერალურ წყალს 1:1 პროპორციით, უნდა მიიღოთ გელის კონსისტენცია.
    როგორ უნდა დაიტანოთ ალგინატის ნიღაბი: სახე სრულად მოდუნებული, თავი - უკან გადახრილი. სწრაფი მოძრაობებით დაიტანეთ ნიღაბი შპატელის გამოყენებით სახის, კისრისა და დეკოლტის მთელ ზედაპირზე, მათ შორის, ქუთუთოებზე, ტუჩებსა და წარბებზეც(არა ცხვირის ნესტოებზე.


  3. მესამე ეტაპი - მოშორება
პროცედურა 20-30 წუთის განმავლობაში გრძელდება. თუ სახლში მარტო ხართ, რეკომენდებულია ტაიმერის დაყენება, რადგან ნიღაბში დროის კონტროლი შეუძლებელია. 5-7 წუთის მანძილზე ნიღაბი პლასტიფიცირდება, იღებს სქელი რეზინის კონსისტენციას. დაიცადეთ კიდევ 20-30 წუთით. პროცედურის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი, გაიწმინდეთ კანი ტონიკით და დაიტანეთ ყოველდღიური კრემი.

ალგინატის ნიღბის მომზადებისა და გამოყენების წესების დაცვის შემთხვევაში, 5 მსგავსი სეანსის შემდეგ შეამჩნევთ დადებით ცვლილებებს, 10 პროცედურის შემდეგ კი შეამჩნევთ კანის გაახალგაზრდავებასა და ბზინვარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროცედურა უჩვეულო და უცნაურია,მისი ეფექტურობა ნამდვილად ღირს დროის ხარჯვად და ძალისხმევად. მთავარია, ნიღაბი შეარჩიოთ კანის ტიპისა და მოთხოვნილების მიხედვით და გამოიყენოთ ინსტრუქციების თანახმად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.