დღეს "რჩევების" რედაქცია გაგაცნობთ ძვირადღირებული პრეპარატების იაფ სააფთიაქო ალტერნატივას. ისინი საიმედოა, წლებია გამოცდილი და თქვენ საფულეზე დიდ გავლენას არ მოახდენს. ფიქრობთ, იაფი - ნიშნავს ცუდს? მოდით ეს მითი დავამსხვრიოთ.
სააფთიაქო საშუალებები კაპიკებად
- წყალბადის ზეჟანგი
ცნობილი ანტისეპტიკი კარგ სამსახურს გაგიწევთ. წყალბადის ზეჟანგი წყალში 1:1 პროპორციით გახსენით და სახის ლოსიონად გამოიყენეთ. წყალბადი არასასურველ პიგმენტს ნაკლებად შესამჩნევს გახდის და კანის დაავადების რისკს შეამცირებს.
ასევე წყალბადის ზეჟანგი დეზოდორანტის ეფექტს გაახანგრძლივებს და საერთოდ შეცვლის. ოფლდენაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ უსიამოვნო სუნისგან დაზღვეული იქნებით. - ბოდიაგი
ბოდიაგს კოსმეტიკური მიზნით ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. მას კანის ადგილობრივი გაპრიალების ეფექტი აქვს. შლის ნაოჭებს, ლაქებს, კანის დაჭიმულობას. ნიღბის მოსამზადებლად, მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ წყალი
- 2 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგი
- 1 შეფუთვა ბოდიაგი
გამოყენება
აიღეთ პატარა ზომის ჭურჭელი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. მიღებული მასა კანის პრობლემურ ადგილას წაისვით. გაიჩერეთ 5 წუთით, შემდეგ დიდი რაოდენობით წყლით ჩამოიბანეთ. - 1 ს/კ წყალი
- კალენდულას სპირტიანი ხსნარი
აკნეს საწინააღმდეგოდ შეუცვლელი ხსნარი. წაისვით პრობლემურ კანზე ბამბის დისკით 3-4-ჯერ დღეში. კალენდულას ხსნარი შეამცირებს აკნეს განვითარებას და ანთების გამომწვევ ბაქტერიებს კლავს. - სალიცილის მალამო
უნივერსალური კომპონენტი ბევრი ანთების საწინააღმდეგო და ანტისებორეული საშუალება. პრაქტიკულად პანაცეა კანის კოსმეტიკური პრობლემების დროს. სალიცილის მალამო ნაზად მოქმედებს, კანის მკვდარ უჯრედებს კარგად აშორებს. - თუთიის მალამო
მალამოს ანთების საწინააღმდეგო, ასტიანტური და ანტისეპტიკური ეფექტი აქვს. ბევრი ფართოდ რეკლამირებული პრობლემური კანის საშუალების შემადგენლობაში შედის და მათგან განსხვავებით თეთრები ღირს. - ინგლისური მარილი
ცნობილია სახელით "მაგნეზია", კოსმეტიკური მიზნით ინგლისურ მარილს ფხვნილის სახით იყენებენ. ინგლისური მარილით აბაზანას თვეში ერთხელ იკეთებენ ადამიანები პრობლემური კანით ზურგსა და მკერდზე, ასევე ვისაც ფსორიაზი აწუხებს. - კოსმეტიკური თიხა
თიხის სასწაულმოქმედ თვისებაზე ალბათ გსმენიათ. გვეხმარება ყველაფერი - ნიღბები, აბაზანები, წვეთები. თიხა სხვადასხვა სახის არსებობს: თეთრი, მწვანე, ცისფერი. გაითვალისწინეთ კანის ინდივიდუალური თვისებები და აუცილებლად სცადეთ! - პასტა "სულსენა"
სულსენა - ეს არის სელენის დისულფიდის საფუძველზე ემულსია. საშუალება, რომელიც წლებია გამოცდილია. თუ თმის პრობლემები გაწუხებთ, გოგირდი, პასტაში შემავალი ნივთიერება, თმას შიგნიდან გააძლიერებს და გააუმჯობესებს. თავის კანის მდგომარეობაც გაუმჯობესდება. - "რომაზულანი"
ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც სამკურნალო გვირილაზე არის დაფუძნებული. შეგიძლიათ შამპუნს, საპონს, შხაპგელს, ნიღაბს, აბაზანას დაუმატოთ. რომაზულანის საფუძველზე ლოსიონი ცხიმიან პრობლემურ კანზე ეფექტურად ზრუნავს. და როგორი სუნი! - აბუსალათინის ზეთი
თმის სწრაფად გასაზრდელად უნიკალური საშუალება. წაისვით წარბზე, წამწამებზე, თავის კანზე. უმჯობესია თუ ნიღაბს ღამით დაიტოვებთ. განსაკუთრებულად შესამჩნევ ეფექტს იხილავთ წამწამებზე - შეღებვის სურვილი უკვე ერთი თვის შემდეგ გაგიქრებათ! - კალციუმის ქლორიდი
მისი საშუალებით შეგიძლიათ ე.წ სახის ჰოლივუდური პილინგი ჩაიტაროთ. ამისთვის ამპულის შემადგენლობა ხელისგულზე გადმოღვარეთ და სახის გასუფთავებულ კანზე წაისვით. როგორც კი გაშრება კვლავ წაისვით და ასე 3-ჯერ. შემდეგ ხელები ჩვეულებრივ საპნით ააქაფეთ და ენერგიულად მასაჟური წრიული მოძრაობით სახე გაიწმინდეთ.
საპნის კომპონენტები კალციუმის ქლორიდთან შეერთებას დაიწყება. მიღებული სქელი მასა ზედა ფენას მოგაშორებთ და სახეს მსუბუქად გაასუფთავებს.
ასე მისაღები სააფთიაქო საშუალებების საშუალებით შეგიძლიათ სილამაზე და ახალგაზრდობა ნებისმიერ ასაკში შეინარჩუნოთ ბიუჯეტის ზედმეტად დახარჯვის გარეშე. ჩვენ ჩვენი საიდუმლოებები გაგიზიარეთ. თქვენ რომელი იცით? გვიამბეთ კომენტარებში და აუცილებლად მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.