» » მთელი ზაფხული მოცხარის ფოთლების ჩაის ვსვამ, ზამთრისთვის კი არაერთი წელია ვახმობთ

მთელი ზაფხული მოცხარის ფოთლების ჩაის ვსვამ, ზამთრისთვის კი არაერთი წელია ვახმობთ

​შავი მოცხარის ფოთლები და კვირტები ვიტამინების ნამდვილი კონცენტრაცია. C ვიტამინის შემადგენლობით მხოლოდ ველური ვარდი და აქტინიდია უსწრებს, მარწყვს და ციტრუსებს კი რამდენჯერმე აჭარბებს. 



შავი მოცხარის ფოთლების სარგებელი მასში შემავალი ფლავონოიდებით ((ქვერცეტინი, იზოქვერცეტინი, კემპფეროლი, რუტინი, ფიტოსტეროლი), ორგანული მჟავებით, მინერალური მარილებით, ტანინებით, კანიოგენური ნაერთებით, კატეხინით, ფიტონციდებით, ეთეროვანი ზეთით არის განპირობებული.

შავი მოცხარის ფოთლების თვისებები

შავ მოცხარს სასიამოვნო სუნი აქვს, რომელსაც მას ფოთლებზე არსებულის ფისიანი ჯირკვლები ანიჭებს.



ბევრი დიასახლისი შავი მოცხარის ფოთლებს კონსერვების და მარინადების მოსამზადებლად იყენებს, როგორ სანელებელს კიტრის, პომიდვრის, სოკოს და კომბოსტოს დამარილების დროს. მასში შემავალი ფიტონციტების წყალობით, ფოთლები ბოსტნეულს გაფუჭებისგან იცავს და მათ ვიტამინურ ღირებულებას ინარჩუნებს. 



თავად მოცხარის ფოთლებსაც აკონსერვებენ. ამისთვის მათ კარგად რეცხავენ, ქილაში დებენ და მარილიან წყალს ასხამენ. ამის შემდეგ ქილას თეთრეულის ქსოვილით კრავენ და მაცივარში ინახავენ. 



ასე დაკონსერვებულ შავი მოცხარის ფოთლებს შემდეგ სალათებს, ხორცის, თევზის და ბოსტნეულის კერძებს უმატებენ. ზოგიერთ ადამიანს კერძში ახალი ფოთლების დამატებაც უყვარს. მაგ., მათგან დიეტურ შაქრის დამწევ სალათებს ამზადებენ, გარდა ამისა, ფოთლებს სახლში მომზადებულ ბუხარშიც დებენ. 



უფრო ხანგრძლივად შენახვისთვის, მოცხარის ფოთლებს ნაყოფის მოკრეფის შემდეგ აგროვებენ, კარგი ვენტილაციის მქონე ოთახში ან ჰაერზე სიბნელეში ახმობენ, შემდეგ მისგან ჩაის ან არომატულ სოუსს ამზადებენ. სამკურნალო მიზნით ფოთლებს უფრო ადრე აგროვებენ - მაის-ივნისში. 



ფოთლები ნაყოფის მსგავსად ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს, სწორედ ამიტომ მას არა მხოლოდ კონსერვის, არამედ კოსმეტოლოგიური მიზნით იყენებენ, ასევე ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. 

მოცხარის ფოთლების სასარგებლო თვისებები

​1. მოცხარის ფოთლებში შემავალი დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები გაზაფხულის და შემოდგომის გრიპისგან დაგიცავთ. ისინი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ენერგიას დაგიბრუნებთ, ორგანიზმს ტონუსში მოიყვანს, მხნეობას შეგმატებთ. 

2. მოცხარის ფოთლების ნაყენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, რომლის ეფექტურობაც შეიძლება მედიკამენტებისას შეადაროთ. ფოთლები შესანიშნავ დეზინფექციის საშუალებას წარმოადგენს, რაც კანის დაავადების დროს სასარგებლოა. 



3. შავი მოცხარის ფოთლები უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე კენკრა, რომლის წყალობითაც მას როგორც მატონიზირებელ, ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტი რევმატულ, შარდმდენ და გამწმენდ საშუალებას ისე იყენებენ. 

მოცხარის სხვადასხვა ნაწილი C ვიტამინს სხვადასხვა რაოდენობით შეიცავს: ფოთლები - 460 მგ-მდე, კვირტი - 175 მგ-მდე, ჩანასახი - 450 მგ-მდე, ყვავილები - 270 მგ-მდე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.