» » გარდაცვლილი დაქალის პატივსაცემად გოგოები ყოველი გამოშვების საღამოზე ერთსა და იმავე კაბას იცვამენ

გარდაცვლილი დაქალის პატივსაცემად გოგოები ყოველი გამოშვების საღამოზე ერთსა და იმავე კაბას იცვამენ

გამოსაშვები საღამო - განსაკუთრებული დღეა როგორც მონაწილეებისთვის, ისე მისი მშობლებისთვის. დღე, როცა თქვენ ყურადღების ცენტრში ხართ, როცა განვლილი წლების შეჯამება ხდება. შეგიძლიათ ყველაფერი დაივიწყოთ და მთელი საღამო გაჩერების გარეშე იცეკვოთ. 

​16 წლის კეტრინ მელატესტის დღესასწაული მე-4 სტადიის კიბოს დიაგნოზმა, რომელიც გამოშვებამდე რამდენიმე თვით ადრე დაუსვეს, გააფუჭა. მისი მდგომარეობის მიუხედავად, ექიმებმა გოგონას მეგობრებთან ერთად ერთი საღამოს გატარების უფლება მისცეს. 

თავის ლურჯ კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ნამდვილი სასწაული, რომ გოგონამ გამოსაშვებ საღამოზე დასწრება შეძლო. 



კეტმა აღიარა, რომ პირველად იმ საღამოს თავი ნამდვილად ლამაზად იგრძნო. 



გოგონა სპორტით იყო დაკავებული და ფიქრობდა, რომ ტკივილები სწორედ ამის გამო ჰქონდა. რამდენიმე დროის გასვლის შემდეგ ექიმებმა მას ეპითელიოიდური სარკომა - რბილი ქსოვილის იშვიათი ტიპი დაუდგინეს. სამწუხაროდ, დიაგნოზმა დააგვიანა და დაავადება უკვე ხერხემალი და ფილტვები ჩაითრია. 



კეტრინი ცდილობდა სულით არ დაცემულიყო და ქიმიო თერაპიებს შორის სკოლაში მისვლასაც ახერხებდა. ის სკოლის გამგეობაშიც მონაწილეობდა, ვიდეო პირდაპირ საავადმყოფოდან გააგზავნა. 



თუმცა, ორი თვის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა. მაშინ მისმა მეგობრებმა მის პატივსაცემად ორიგინალური ხერხი მოიფიქრეს. მათ მისი გამოსაშვები საღამოს კაბა აიღეს და ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ მას გამოსაშვებ საღამოზე ჩაიცვამდნენ. 



მისმა დედამ პოპულარულ წიგნზე დაყრდნობით მათ გამოსაშვები საღამოს კაბის დები უწოდა. რაც სათანადო იყო. 



პირველად გარდაცვლილი მეგობრის კაბა ჯილიან დანტონმა ჩაიცვა, რომელთან ერთადაც ჰოკეის თამაშობდა. გოგონას თქმით, კეტრინი მისთვის უფროსი დასავით იყო. 



დაქალის პატივსაცემად ასეთი მეთოდის გამოყენება კეტრინის დედას გული აუჩუყა, მათი მეგობრობით ის შთაბეჭდილების ქვეშ იყო. 



კიდევ სამმა გოგომ გადაწყვიტა გამოსაშვებ საღამოზე კეტრინის კაბის ჩაცმა, რადგან მხოლოდ ასე შეუძლიათ გარდაცვლილ დაქალთან ამ სასიხარულო დღის გაზიარება. 



გარდა ამისა, ადამიანები, ვინც ეს ისტორია მოისმინა, კეტრინის დედას თხოვნით მიმართავდნენ, რომ კეტრინის გამოსაშვები კაბა მათაც ჩაეცვათ. შეიძლება ეს ცოტა უცნაური იყოს, მაგრამ საკმაოდ გულის ამაჩუყებელი მეთოდია. 



ნამდვილ მეგობრობას სიკვდილი ვერ დაამარცხებს. სასიამოვნო გასაცნობიერებელია, რომ ადამიანებს ასეთი ქმედებების გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლია. შეუძლიათ გააოცონ სხვები ან საზოგადოებრივ ნორმას გადაუხვიონ, რომ ვინმესთვის კარგი გააკეთონ. სანამ ეს შესაძლებელი იქნება, კაცობრიობას ნათელი მომავლის შანსი კიდევ აქვს.  

ეს გულის ამაჩუყებელი ისტორია  მეგობრებს გაუზიარეთ.

 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.