» » აი, რას ვერ იტანს საკვები ჩრჩილი! როგორ მოვიშოროთ სამუდამოდ ეს ფრთიანი უბედურება.

აი, რას ვერ იტანს საკვები ჩრჩილი! როგორ მოვიშოროთ სამუდამოდ ეს ფრთიანი უბედურება.

საკვები ჩრჩილი - საკმაოდ მავნე მწერია, რომელიც შეიძლება ყველაზე სუფთა სამზარეულოშიც კი გაჩნდეს და პროდუქტს ზიანი მიაყენოს. 



როგორც კი საკვებ ჩრჩილს სახლში დაინახავთ, დაუყონებლივ იმოქმედეთ! "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ეს ფრთიანი უბედურება სამუდამოდ. 

სხვათა შორის, საკვები ჩრჩილი ტანსაცმლის ჩრჩილზე ბევრად უფრო დიდია და ფრთები უფრო მუქი აქვს. მნიშვნელოვანია ეს სახეობები ერთმანეთისგან განასხვაოთ. 



როგორ მოვიშოროთ საკვები ჩრჩილი

1. თუ ჩრჩილი იპოვეთ, სადღაც მუხლუხებიც იქნება. მთავარია კარგად მოძებნოთ. ყველა შეფუთვა და ჭურჭელი, კარადის შიდა უჯრები კარგად დაათვალიერეთ. ასევე ჩრჩილს გაჩენა უყვარს მშრალ ხილში, ცხოველების მშრალ საკვებში, კაკალში, ფქვილში, სანელებლებში, პეჩენიებსა და კანფეტებში. მოძებნეთ პარკები და ობობის ქსელები, რომლებიც ჩრჩილს უყვარს ქილების თავზე და პროდუქტების შეფუთვაზე. 



2. როგორც კი დაზიანების კერას აღმოაჩენთ, დაუფიქრებლად გადააგდეთ. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერაფერს გააკეთებთ. 

3. კარადა ძმრით, ბორის მჟავით, ლიმონის წვენით ან უბრალოდ საპნიანი ხსნარით კარგად გაწმინდეთ. გრძელი ჭუჭრუტანები ძმარში დასველებული ჩოთქით დაამუშავეთ. 30 წუთის შემდეგი ყველაფერი ჩვეულებრივი წყლით ჩამორეცხეთ და პირსახოცით გაამშრალეთ. 

4. ჩრჩილის საწინააღმდეგოდ, თაროებზე გაჭრილი ნიორი ან დარიჩინი დააწყვეთ. 



5. ჩრჩილის საწინააღმდეგოდ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნის, ლავანდას, აბზინდას და ლავრის ფოთლების ქისა. 

და მაინც, პრობლემის მოგვარების საუკეთესო მეთოდი - პროფილაქტიკაა. სწორედ ამიტომ, დაუპატიჟებელი სტუმრებისგან თავი რომ დაიცვათ, ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. 

საკვები ჩრჩილის პროფილაქტიკა

1. ფქვილი, მარცვლეული და სხვა ფხვნილი პროდუქტი ხშირი გამოყენებისთვის არ შეინახოთ. გამოთვალეთ, რომ მაქსიმუმ 3-4 კვირაში მიირთვათ, შემდეგ კი ახალი შეიძინეთ. გაყიდვაში ახლა არის ყველაფერი და მაღაზიები ხშირად აქციებს აწყობენ. 

2. ყველა ნაყიდი პროდუქტი მინის მჭიდროდ დახურულ კონტეინერებში შეინახეთ. თუ მაღაზიიდან პარაზიტი შემოგყვათ, მინის გამჭირვალე ქილიდან მისი აღმოჩენა ბევრად მარტივი იქნება. მით უმეტეს, ერთი ქილის შემადგენლობის გადაყრა უფრო მარტივია, ვიდრე მთელი კარადის. 



3. ჩრჩილი მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს, ამიტომ თუ მარცვლეულის დიდი რაოდენობით შეძენა არის აუცილებელი, ღუმელში მოხალეთ. 

4. ასევე ჩრჩილს დაბალი ტემპერატურის ეშინია. მაღაზიაში ნაყიდი მარცვლეული ან ფქვილი ერთი ღამით საყინულეში შედგით. 

ყველაფერი ეს აუცილებელია იცოდეთ, რომ ამ მავნებლებს გაუმკლავდეთ. ამ ბრძოლაში წარმატებას გისურვებთ!

სტატია მეგობრებს გაუზიარეთ, შესაძლოა, მათთვის ეს ინფორმაცია აუცილებელი იყოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.