» » » იოჰანა ბუდვიგი გვიამბობს კიბოს წამლის შესახებ, რომელიც აღმოაჩინა 60 წლის წინ

იოჰანა ბუდვიგი გვიამბობს კიბოს წამლის შესახებ, რომელიც აღმოაჩინა 60 წლის წინ

ექიმი იოჰანა ბუდვიგი - გამოჩენილი მეცნიერი ქალი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება იკვლევდა ონკოლოგიურ დაავადებებს, დაჟინებით ცდილობდა გარკვეულიყო კიბოს ჩამოყალიბების მიზეზებში და საბოლოოდ მიაგნო კიდეც ჯანმრთელობის სანუკვარ წყაროს...

გერმანელმა ფარმაკოლოგმა და დიეტოლოგმა შეიმუშავა მარტივი პროგრამა, რომელიც უამრავ თანამედროვე ონკოლოგს მიაჩნია უნიკალურად და მეტად ეფექტურად. აღმოჩნდა, სელის ზეთი და ხაჭო - კიბოს სამკურნალო საუკეთესო ნარევია!

იოჰანა ბუდვიგი გვიამბობს კიბოს წამლის შესახებ, რომელიც აღმოაჩინა 60 წლის წინ

გთავაზობთ ორგანულ მიუსლის იოჰანა ბუდვიგის რეცეპტის მიხედვით. ასეთი დიეტა ჯანმრთელ ადამიანსაც მოუტანს ფასდაუდებელ სარგებლობას.

დიეტა კიბოს დროს

ონკოლოგიური პაციენტების სისხლის კვლევისას ექმიმმა ბუდვიგმა აღმოაჩინა მასში პათოლოგიური ყვითელ-მწვანე სუბსტანცია. მან გაარკვია, რომ ეს ნოვთიერება ჩნდება სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო. ამის შემდეგ ექიმმა დაიწყო დიეტის ექსპერიმენტული გზით შერჩევა.



კიბოს და მისი მკურნალობის მეთოდების შესწავლის დროს ბუდვიგმა აღმოაჩინა, რომ ჟანგბადი არის მასთან ბრძოლის ძლიერი იარაღი. ექიმ იოჰანას მიერ შემუშავებული კიბოს საწინააღმდეგო დიეტა სხვა სამკურნალო საშუალებებზე უკეთ უწევს სტიუმულაციას ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას.

იგი ამტკიცებდა, რომ არსებობს ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი, რომელთა გარეშე ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს არ შეუძლიათ სრულფასოვნად სუნთქვა. ამასთან, ბევრი პროცესი ფერხდება მათი ნაკლებობის გამო.



ბუდვიგის კიბოს საწინააღმდეგო პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან: პირველი - ხაჭოსა და სელის ზეთის ნაზავით მკურნალობა, მეორე - დიეტა. ამ ჟანგბადით სავსე ნარევის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 150გრ სუფთა ხაჭო, 5 ს/კ სელის ზეთი, 3 ს/კ დაფქული სელის თესლი და 1 ჩ/კ თაფლი.



მომზადების წესი

  1. ხაჭო და სელის ზეთი ათქვიფეთ ხელით ან დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი, ათქვეფილი ნაღების მსგავსი მასა. თუ ზეთი არ იხსნება, შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე ს/კ რძე.

  2. დაფქვით სელის თესლი და ჩაუმატეთ ათქვეფილ ნარევს. მნიშვნელოვანია: არ იყიდოთ უკვე დაფქული თესლი და არ დაფვათ წინასწარ. თქვენ დაგჭირდებათ ახლად დაფქული თესლი.

  3. დაუმატეთ ნარევს 1 ჩ/კ თაფლი და კარგად აურიეთ.


მიირთვით სამკურნალო მიუსლი მაშინვე. მზა ნარევი 20 წუთზე მეტ ხანს არ ინახება. გახსოვდეთ, წინასწარ მომზადებულის მიღება არაფრით არ შეიძლება. არანაირი ეფექტი მას არ ექნება.



პროგრამის მეორე ნაწილი - ეს არის დიეტა. თავის პაციენტებს ექიმი სთავაზობდა:

  1. თავი შეიკავეთ სუფთა სახის ცხოველური ცხიმებისგან

  2. ნუ მიიღებთ შაქარს

  3. მიირთვით თბილი ჩაი დღეში სამჯერ. პიტნის, ვარდის ფურცლებისა და ყურძნის ჩაი - საუკეთესო არჩევანია. დასატკბობად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტაოდენი თაფლი.

  4. გადაეჩვიეთ საკვებში კარაქის ან მარგარინის გამოყენებას.

  5. შეამცირეთ მისაღები წამლების რაოდენობა მინიმუმამდე.

  6. მიიღეთ ქლოროფილის შემცველი საკვები დანამატები და მიირთვით მწვანე სასმელები მუდმივად.

  7. ყოველდღიურად მიიღეთ С ვიტამინი, ოღონდ არა უმეტეს 5გრ-სა.

  8. ყოველ დღე მიიღეთ 1 ჩ/კ ნატურალური ქოქოსის ზეთი ცივი, დაპრესილი.

  9. მოერიდეთ სოიოს პროდუქტებს, ხოლო სუფრის მარილი ჩაანაცვლეთ ზღვის გაუთეთრებელი მარილით.



ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა ეს ნაზავი პროფილაქტიკის მიზნით. აი, რა შედეგი მიიღეს მათ: გაუქრათ უამრავი ქრონიკული დაავადება, გაუუმჯობესდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოემატათ სასიცოცხლო ენერგია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.