» » » მოდური ვარცხნილობა მოკლე კასკადი: № 5-ს ჩემ სტილისტს ვაჩვენებ!

მოდური ვარცხნილობა მოკლე კასკადი: № 5-ს ჩემ სტილისტს ვაჩვენებ!

მარტივი და ორიგინალური ტექნიკა მოკლე კასკადი სასწაულებს ახდენს. საუკეთესო ვარცხნილობა ნებისმიერი სტრუქტურის და სიგრძის თმისთვის, კასკადი თავის მფლობელს მთლიანად გარდაქმნის! ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად მხოლოდ ოსტატის მარჯვე ხელი და სითამამე დაგჭირდებათ.



დღეს "რჩევების" რედაქცია ამ საზაფხულო მოდური ვარცხნილობის ზოგიერთ განსაკუთრებულობაზე გიამბობთ. 

მოდური საზაფხულო ვარცხნილობა

1. მოკლე კასკადის ვარცხნილობის საიდუმლო მხოლოდ საუკეთესო პარიკმახერებისთვის არის ცნობილი. კასკადის საფუძველი ნებისმიერი აქტუალური ვარცხნილობა შეიძლება გახდეს. ტექნიკა "კასკადს" ბობი, კარე და პიქსის დროსაც კი იყენებენ. ამ ვარცხნილობის უდარდელობა და სილაღე ქალურობას მომგებიანად ხაზს უსვამს. ყველაფერი სტილზე არის დამოკიდებული!



საკონტროლო კულულის სიგრძე ვარცხნილობის მთელ სტრუქტურაზე გავლენას ახდენს. ის სახის ფორმის და ტიპის მიხედვით შეირჩევა. რაც უფრო სავსეა სახე, მით უფრო  მოკლეა საკონტროლო კულული!



2. კასკადური ვარცხნილობის მოცულობა ტალღურად ან კიბეებით განისაზღვრება. ტალღის სიგრძე და ფორმა თმის სტრუქტურაზე, მის სისქესა და სიგრძეზე არის დამოკიდებული. ბოლოები ამ შემთხვევაში მახვილი კუთხის სახეს ღებულობს. 



თუ თქვენ თხელი კულულები გაქვთ, ის დამატებით სისქეს და მოცულობას სძენს, ხოლო მძიმე თმას უფრო მსუბუქს ხდის და სილუეტს ხაზს უსვამს. 



ბოლოების დასამუშავებლად ოსტატს შეუძლია სპეციალური თმის საჭრელი მაკრატელი ან ბასრი საპარსი გამოიყენოს. ეს საქმე პროფესიონალს ანდეთ!



3. მოკლე კასკადის შესრულების ტექნიკა უნიკალური ვარცხნილობის შექმნის საშუალებას იძლევა. კიბისებრი გაფორმება მოცულობაზე და გამოსახულებაზე დადებით გავლენას ახდენს. 



ჩოლკა კასკადის მნიშვნელოვანი ელემენტია. მოკლე კასკადი ყველაზე მეტად ჰარმონიული არის გრძელ ჩოლკასთან, რომელიც წარბებს ფარავს. 



4. სტილის არჩევა სახეზე არის დამოკიდებული. პოპულარობის პიკზეა ახლა რთული, ასიმეტრიული ჩოლკები, რომლებიც სახის ფორმას შესანიშნავად ცვლიან. 



ღრმად პროფილირებული ჩოლკა კუთხურად შესრულებული ნებისმიერ სახის ტიპს ელეგანტურობას შესძენს. 



მოკლე კასკადის საფუძველია ასიმეტრიულობა. გრძელი ჩოლკა მოკლე კეფას და საფეთქლებს ჰარმონიულად ერწყმის. 



5. კასკადის შეღებვისთვის უმჯობესია ერთი ფერი შეარჩიოთ!



ღია ყავისფერი, ხორბლისფერი და წაბლისფერი რთულ, მრავალსართულიან ვარცხნილობას ხაზს გაუსვამს. 



ქერად შეღებვა და მილირება ბაკებზე ან ჩოლკაზე დელიკატური აქცენტის გაკეთებაში დაგეხმარებათ. გაღიავება კასკადის სურათს ხაზს გაუსვამს და მოცულობას შემატებს. 



6. კასკადის დავარცხნა წარმოუდგენლად მარტივია. საკმარისია თმა დაიბანოთ, პირსახოცით გაიშროთ და ოდნავ ძირიდან ბოლოებამდე დაჭიმოთ. 



​ფენი და მრგვალი სავარცხელი დამატებითი მოცულობის შექმნაში დაგეხმარებათ.



მკაცრი ვარცხნილობები მოდიდან გადავიდა. თუ კასკადის ვარცხნილობაზე ხაზის გასმა გსურთ მსუბუქი მუსი ან ქაფი გამოიყენეთ. 

ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას შეძლებთ? მეგობრები თქვენი ახალი სტილით გააოცეთ და მათ მოკლე კასკადის საიდუმლოებები გაუზიარეთ. დაე, მათაც სცადონ!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.