» » » ქლოროფილიპტი​: ფასი - თეთრებში! 15 დროში გამოცდილი რეცეპტი

ქლოროფილიპტი​: ფასი - თეთრებში! 15 დროში გამოცდილი რეცეპტი

ბავშვობაში თითქმის ყველა ჩემი დაქალს გრიპი 2 კვირა უგრძელდებოდა და ბოლოს საავადმყოფოში ამთავრებდნენ. და რამდენ ანტიბიოტიკს სვამდნენ... დათვალიერება, პირქუში ექიმის ოთახები, გლანდების გამოვლენა, ნემსები და ყოველდღიური გამოვლება - ასე გავიდა ჩემი ბავშვობა. 

ასაკთან ერთად ნაკლები დათვალიერება გახდა საჭირო, მაგრამ პრობლემა დარჩა. გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა გავთხოვდი. დედამთილი, რომელიც ჩემ დილა და საღამოს რიტუალს აკვირდებოდა, ზურმუხტისფერი ხსნარით სავსე ბოთლი მომიტანა და მითხრა: "სცადე, 3 დღეში განიკურნები". მე ვცადე. და რა მინდა გითხრათ, ძვირფასო მკითხველებო, მადლობა დედამთილს რომ სპირტიანი ხსნარის ქლოროფილიპტის მიღება მასწავლა.



ხსნარი "ქლოროფილიპტი"

მას შემდეგ რაც თეთრებად ღირებული ქლოროფილიპტი ჩვენს აფთიაქში გამოჩნდა, ჩვენ მას ზურმუხტისფერ სასწაულს ვუწოდებთ. მედიკამენტი არაერთხელ არის გამოყენებული და არა მხოლოდ ყელის ტკივილის და პირის ღრუს გამოსავლებად. ზაფხულშიც გამოგადგებათ - გაზრდილი ოფლიანობის და სპეციფიკურ სუნთან ბრძოლისას. 

"რჩევების" რედაქცია გიამბობთ რთული ორგანული მედიკამენტის შესახებ, რომელიც ევკალიპტის ფოთლების ქლოროფილის ნარევს შეიცავს. ის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და კოსმეტიკური მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. სტატიის ბოლოს კი გამწმენდი და დამჭიმავი კაოლინის ნიღბის რეცეპტი ნახეთ. 



"ქლოროფილიპტი" - ნატურალური ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტია, Staphylococcus ბაქტერიის ოჯახის მიმართ აქტიური. ფარმაკოლოგები მას ანტისეპტიკს მიაკუთვნებენ. მედიკამენტის ასეთი ფორმები გამოდის: სპირტიანი 1%-იანი ხსნარი, ზეთოვანი 2%-იანი ხსნარი, ტაბლეტი, სპრეი. 

თავად სახელი მის ნატურალობაზე საუბრობს: შემადგენლობაში შედის ქლოროფილის და ევკალიპტის მცენარის პიგმენტი შედის. უნიკალური ანთებისსაწინააღმდეგო თვისების წყალობით, ევკალიპტი მედიცინაში როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკის სახით არის ცნობილი. ქლოროფილიპტში მცენარის ფოთლების ექსტრაქტი და დამატებითი ნივთიერებები (სპირტი, ზეთი და სხვა) შედის. 



რადგან მედიკამენტი მცენარეულია, უკუჩვენება შეიძლება იყოს სიწითლე, წვა, ქავილი. ალერგიის თავიდან ასაცილებლად, მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტარეთ. მედიკამენტის შიგნით მიღებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. 

როგორ მივიღოთ "ქლოროფილიპტი"

1. ყელის ტკივილი, ფარინგიტი, მწვავე რესპირატორული დაავადება

1 ჭიქა სპირტიანი ხსნარი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ამ ნარევით ყელი დღეში 4-5-ჯერ გამოივლეთ, საკვების მიღებებს შორის შუალედში. სავლებთან ერთად შეგიძლიათ მედიკამენტი და სპრეი გამოიყენოთ. 



2. ანგინა, ტონზილიტი

​1 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, გლანდები ზეთოვანი ხსნარში ამოვლებული ბამბის ჩხირით გაიწმინდეთ. ლაკუნა უმჯობესია სპირტიანი ხსნარით გაიწმინდოთ, რომელიც თბილ წყალში (1 ჩ/კ 150 მლ წყალი) უნდა გახსნათ. მიღებული ნარევი დიდ შპრიცში მოათავსეთ და გლანდების მხარეს შეისხით. გამოვლება შეგიძლიათ ქრონიკული ანგინის დროსაც. 

3. გაჭედილი ცხვირი, სისველე

​ბამბის ჩხირი ზეთოვან ხსნარში ოდნავ დაასველეთ და ნესტოებში 10-15 წუთით გააჩერეთ. პროცედურა სრულ გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ. 



4. ოქროსფერი სტაფილოკოკი

სტაფილოკოკის ოჯახის ბაქტერია აღმოაჩინეთ, ანტიბიოტიკის მიღება არ იჩქაროთ. ბაქტერიოფაგის ჯგუფის მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტარეთ. სანამ შედეგს ელოდებით, ცხვირში 2-3 წვეთი ზეთოვანი ხსნარი ჩაისხით და ყელში სავლები გამოივლეთ. 

5. აკნე

ბამბის ტამპონი სპირტიან ხსნარში დაასველეთ და ანთებაზე დაიდეთ. 

6. სტომატიტი, ღრძილების ანთება, ჰერპესი

ყელი შემდეგნაირად გამოივლეთ: 1 ჩ/კ სოდა და 1 ჩ/კ სპირტიანი ხსნარი "ქლოროფილიპტი" 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. პირის ღრუ ამ სავლებით, რაც შეიძლება ხშირად გამოივლეთ, აუცილებლად ჭამის შემდეგ. ტუჩზე ჰერპესის დროს სპირტიანი ხსნარი დაიდეთ. 



7. ჭრილობები

​სპირტიანი ხსნარი შესანიშნავია ახალი ჭრილობის დროს. თუ ინფექციის თავიდან აცილება ვერ მოახერხეთ და ჭრილობაზე წყლულები გაჩნდა, ღამე მტკივნეულ ადგილას ზეთოვან ხსნარში დასველებული ტამპონი დაიდეთ. 

8. ჰაიმორიტი, სინუსიტი

ზეთოვანი ხსნარი, აეკოლი, კარავაევის ბალზამი და გარგარის ზეთი თანაბარი პროპორციებით აურიეთ. ცხვირში 3-4 წვეთი დღეში 3-ჯერ ჩაისხით. შეიძლება წვა იგრძნოთ, ეს ნორმალურია. ძილის წინ ცხვირის ნესტოში მედიკამენტის ხსნარში ამოვლებული ბამბის ტამპონი ჩაიდეთ. 



9. ბზარები ქუსლებზე

საღამოობით, ფეხის აბაზანა გაიკეთეთ სოდით ( 2 ს/კ სოდა 3 ლ წყალი). შესაძლებლობის მიხედვით გაუხეშებული კანი მოიშორეთ. ქუსლები გაიმშრალეთ და ღამით "ქლოროფილიპტის" ხსნარის კომპრესი დაიდეთ. ზემოდან თბილი წინდები ჩაიცვით. 

10. გამოწეული ძვალი 

3 მლ ზეთოვანი ხსნარი "ქლოროფილიპტი" და 1 მლ "დიმექსიდი" აურიეთ. რამდენიმე ფენად დახვეული ბინტი ან ბამბის ქსოვილი ნარევში დაასველეთ და ფეხზე დაიდეთ. ზემოდან პოლიეთილენის პაკეტი ან ცვილის ქაღალდი დაიდეთ. ბანდაჯით დაამაგრეთ და აუცილებლად შალის წინდები ჩაიცვით. პროცედურა გაიმეორეთ, სანამ მტკივნეული შეგრძნება არ გაქრება. 



11. ძირმაგარა, ჩირქი, დამწვრობა

​ამისთვის ზეთოვანი ხსნარის აპლიკაცია გამოგადგებათ, რომელიც დღეში 2-ჯერ უნდა გამოცვალოთ და სანამ ჭრილობა არ შეხორცდება გაუხდელად უნდა გეცვათ. 

12. ანტიბაქტერიული საპონი

2 ს/კ ზეთოვანი ხსნარი "ქლოროფილიპტი"  გამდნარ საპნიან საფუძველში აურიეთ. ნარევი სილიკონის ფორმაში გადაიტანეთ და გაგრილება აცადეთ. 



13. გინეკოლოგიური პრობლემები

ორსულობის შემდგომ ხაზებს და ეროზიას ზეთოვანი ხსნარის ტამპონები წარმატებით იმკურნალებთ. ყოველთვის ღამით გაიკეთეთ 14 დღის განმავლობაში. 

14. მოჭარბებული ოფლიანობა

ოფლიანობის შემცირება და სუნის გაქრობა შემდეგნაირად შეგიძლიათ: 3 ს/კ სპირტიანი ხსნარი, 1 ს/კ სოდა, 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი 150 მლ თბილ წყალს აურიეთ. მიღებული ნარევი იღლიის ქვეშ წაისვით და სრულად გაშრობის საშუალება მიეცით. ასეთი პროცედურა დღეში 2-ჯერ გაიკეთეთ - დილა და საღამოს. უკვე 1 კვირაში შეამჩნევთ, რომ თუ ოფლიანობა იწყება, მხოლოდ უსიამოვნო სუნის გარეშე. პროცედურა ფეხებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. 



15. სოკო ფეხზე

ფეხზე თბილი აბაზანა სოდის და სპირტიანი ხსნარი "ქლოროფილიპტის" ნარევით ჩაიტარეთ. წყლის პროცედურის შემდეგ დაზიანებულ ადგილას ჩაის ხის ზეთი წაისვით. 



"ქლოროფილიპტი" - საუკეთესო, იაფიანი, უსაფრთხო და ბუნებრივი საშუალებაა. მისი გამოყენების სფერო ძალიან ფართოა. კოსმეტოლოგები გვირჩევენ ხსნარი მშრალი, ჩამოწეული კანის და პილინგის შემდეგ გამოვიყენოთ. სახლის პირობებში ქლოროფილიპტის ნიღაბი ანტიბაქტერიულ, სადეზინფექციო და ამწევი მოქმედება აქვს. 

გამწმენდი ნიღაბი თეთრი თიხით

1 ს/კ თეთრი თიხა (კაოლინი) ცივ წყალში ცხელი არაჟნის მაგვარი მასის მიღებამდე აურიეთ. 4 წვეთი ზეთოვანი ხსნარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სახეზე 15 წუთით წაისვით, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და აუცილებლად დამატენიანებელი კრემი წაისვით. 



როგორც ხედავთ, დაავადების დროს მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენა სულაც არაა საჭირო. უფრო მისაღები და ეფექტური საშუალება არსებობს, როგორიც არის ქლოროფილიპტი. აუცილებლად ექიმს ჰკითხეთ, მას ადრე რატომ არ გინიშნავდათ. 



აფთიაქში ექიმის მიერ დანიშნული ან მეგობრის მიერ რეკომენდებული უცხო მედიკამენტის შეძენისას, აუცილებლად შემადგენლობა, სახელწოდება წაიკითხეთ. 

დაწერეთ კომენტარებში, თქვენ როგორ იყენებთ "ქლოროფილიპტს".

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.