» » » როგორ მკურნალობენ ექიმები: 10 რეკომენდაცია კიბოს და სხვა დაავადებების პრევენციის მიზნით. ახლა მათსავით მოვიქცევი!

როგორ მკურნალობენ ექიმები: 10 რეკომენდაცია კიბოს და სხვა დაავადებების პრევენციის მიზნით. ახლა მათსავით მოვიქცევი!

როცა თავს შეუძლოდ ვგრძნობთ, დახმარებისთვის ექიმს მივმართავთ. მაგრამ დაფიქრებულხართ, თავად ექიმები ჯანმრთელობას როგორ ინარჩუნებენ? მათ ხომ ყოველდღე ავადმყოფებთან კონტაქტი აქვთ, ამასთან ინფექცია იშვიათად ედებათ. ამასთან კიბოს დაავადებებიც იშვიათად აქვთ. 



ამერიკაში, ერთ-ერთმა გამოცემამ 10 ექიმს კიბოს და სხვა დაავადების პრევენციას მიზნით რჩევები ჰკითხა. სწორედ მათ შესახებ დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ. ყოველდღიური პრაქტიკის სახით მან მომავალში შეიძლება შეუფასებელი სარგებელი მოგვიტანოს. 

დაავადებების სამედიცინო პროფილაქტიკა

1. ისპანახი, კვერცხი და ავოკადო

გემრიელი და სასარგებლო პროდუქტების ამ სამეულს ონკოლოგი, მოფიტას ონკოლოგიური ცენტრის შარდსასქესო დაავადების სპეციალისტი, ფილიპ შპისი თაყვანს სცემს. ყოველ დილით ის სამკურნალო საუზმეს იმზადებს: ნახევარი ჭიქა ისპანახი კვერცხს აურიეთ და ტაფაზე მოთუშეთ, შემდეგ 1 კვერცხის ცილა დაუმატეთ. მწიკვი მყარი ყველი, დაჭრილი ავოკადო, ჩილის სოუსი დაუმატეთ და ყველაფერი ლავაშში გაახვიეთ. ონკოლოგი მას კიბოს დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკად თვლის. 



2. დამალეთ სახე

კიბოს დაავადების საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად თქვენი კანია - ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია. დერმატოლოგი ჯოზედ სობანკო, პენსილვანიის უნივერსიტეტიდან, ყოველ დილით სახეზე SPF 30 მზისგან დამცავ კრემს ისვამს, რომლებიც თუთიას და ტიტანს შეიცავს. ეს უკვე ყოველდღიურად ჩვევად აქვს გადაქცეული. ახლა ასე ძალიან ბევრი ადამიანი იქცევა, რადგან მზის მავნე გამოსხივება არც თუ ისე კარგ ეკოლოგიასთან ერთად ჩვენი კანისთვის დამღუპველია. 



3. ცოტა ასპირინი

კონეკტიკუტსკოს უნივერსიტეტის მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკის პროგრამის დირექტორი, დანიელ როზენბერგი გვირჩევს დღეში 82 მგ ასპირინის მიღებას. მისი აზრით, ეს მსხვილი ნაწლავის ანთებას თავიდან აგვაცილებს. 

მსგავსი პრაქტიკა ნამდვილად მოქმედია, მაგრამ ყველას არ წაადგება. სწორედ ამიტომ, სანამ ყოველდღიური ასპირინის დოზის გამოყენებას დაიწყებთ, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.თუ უკუჩვენება არ გაქვთ, მაშინ დალიეთ, განსაკუთრებით მაშინ თუ გენეტიკურად მსხვილი ნაწლავის დაავადების რისკი არსებობს. 



4. პლასტმასზე უარი თქვით

კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიის პროფესორი, ჯუნ ჩანი პლასტმასის შეფუთვების გამოყენებაზე უარის თქმას  გვირჩევს. მათში შედის ნივთიერება, რომლებიც კიბოს განვითარებას იწვევს. სწორედ ამიტომ სამსახურში საკვები კერამიკის, მინის ჭურჭლით, ქაღალდის შეფუთვით (თუ ბუტერბროდია) წაიღეთ. ასე უფრო სასარგებლო და ესთეტიურია. 



5. ვიტამინი B3

ონკოლოგი ენტონი როსი დაჟინებით გვირჩევს საკვები დანამატის სახით ყოველ საუზმეზე ნიკოტინამიდის მიღებას, რასაც თავად აკეთებს. ეს B3 ვიტამინის ფორმაა, რომელიც კანის სიმსივნის ბევრ დაავადებას თავიდან აგვაცილებს. და საერთოდ, უფრო მეტი ნატურალური პროდუქტი მიიღეთ, რომლებიც B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. 



6. მიირთვით კაკალი

საინტერესო დაკვირვება: მწეველი ადამიანები, რომლებიც ბევრ კაკალს მიირთმევენ, ღვიძლის დაავადებები ნაკლებად ემართებათ. ამას აშშ-ს ეროვნული ჯანმრთელობის ისტიტუტის მკვლევარები ირწმუნებიან. ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ კაკალი ორგანიზმში დაჟანგვის სტრესს ანელებს. მაგ., ონკოლოგი მეთიუ იურგელონი ყოველ დილით მუჭა ნუშს ან ფისტაშეკს მიირთმევს. გემრიელი და სასარგებლო ერთდროულად. თან ასეთი წახემსების შემდეგ ტვინის მუშაობაც უმჯობესდება. 



7. უფრო მეტი თევზი

გრილზე შემწვარი ორაგული ყავისფერ ბრინჯთან და ბოსტნეულთან ერთად - უროლოგი კრისტოფერ საიგალას ტრადიციული ვახშამია. ასე პროსტატის კიბოს განვითარების რისკი მცირდება. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ხორცის მოხმარება თევზის სასარგებლოდ შეამცირეთ. ეს იმ შემთხვევაში თუ ანტიბიოტიკებზე გაზრდილ ცხოველის ხორცს ყიდულობთ. 

დიდ ბრიტანეთში ჩაატარეს კვლევა, რომელიც აჩვენებს რომ დამუშავებული ხორცის მიღება კოლორექტალური კიბოსთან ასე თუ ისე კავშირშია. 



8. არ ინერვიულოთ

ქრონიკული სტრესი - კიბოს საუკეთესო მეგობარია. კიბოს უჯრედების გამრავლებას სწორედ ის უწყობს ხელს. ილინოისის შტატის ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტის უროლოგი, ნელსონ ბენეტი გირჩევთ უფრო მეტი დრო მედიტაციას დაუთმოთ. უბრალოდ ცარიელ ოთახში დაჯექით, ტელეფონი გამორთეთ, თვალები დახუჭეთ, რამე სასიამოვნოზე ფიქრი დაიწყეთ, ღრმად და თანაბრად ისუნთქეთ. უკვე 10-15 სეანსის შემდეგ პრობლემის სხვანაირად აღქმას დაიწყებთ. 



9. ფიზკულტურით დაკავდით!

ონკოლოგი კიტ მაკრე თვლის, რომ ფიზიკური ვარჯიში ჯანმრთელობის გარანტია არის. ის ველოსიპედით სეირნობს და დღეში 35 კმ-ს გადის. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში 1,5 საათს აქტიურად ვარჯიშობენ ან რაიმე გონივრულ აქტივობას 2.5 საათს უთმობენ, კიბოთი გარდაცვალების რისკს საშუალოდ 30%-ით ამცირებენ. 



10. ყოველ დილით მწვანე ჩაი დალიეთ

ონკოლოგი ალან ვუნი ყოველ დილით 1 ჭიქა მწვანე ჩაის სვამს. ამ სასმელში ძალიან ბევრი ანტიოქსიდანტია, რომლებიც მამაკაცის კიბოთი დაავადებების პრევენციას წარმოადგენს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს სასმელი მავნეა მათთვის, ვისაც სიმსივნე აქვს. 



ეს იმ რჩევების სია არის, რომელთაც თავად ექიმები იცავენ. ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის მუშაობა ჩვენს რთულ დროში დაარეგულიროთ. კიბო - ეს 21-ე საუკუნის ჭირია. უფრო მარტივია მის პროფილაქტიკაზე იზრუნოთ, ვიდრე თავად კიბოზე იმკურნალოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას! ეს ექიმის რჩევები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.