» » » 5 შემთხვევა, როცა "კიბოს" დიაგნოზს არ უნდა ენდოთ: პაციენტების 86 %-ს ხელახალი გამოკვლევა სჭირდებათ

5 შემთხვევა, როცა "კიბოს" დიაგნოზს არ უნდა ენდოთ: პაციენტების 86 %-ს ხელახალი გამოკვლევა სჭირდებათ

თანამედროვე ონკოლოგია - ეს რამდენიმე მილიარდიანი ბიზნესია და ყოველ წლიურად ამ საშინელი შემთხვევის უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ონკოლოგიური დაავადებების უმეტესობის დიაგნოსტირება საწყის ეტაპზე ხდება, სწორედ ამიტომ გამოჯანმრთელების დიდი შანსი არსებობს. 

მაგრამ, დამეთანხმეთ, დამანგრეველი ფრაზის "თქვენ კიბო გაქვთ" მოსმენას მტერსაც არ უსურვებთ. ონკოლოგიური დიაგნოზის სწორად დასმის პრობლემა უფრო მწვავედ დგას ახლა, ვიდრე ადრე, და სამწუხაროდ ხშირად თაღლითობასაც აქვს ადგილი. 

"რჩევების" რედაქცია ნაკლებად სასიამოვნო შემთხვევებს განიხილავს, როცა პრობლემას საღად უნდა შეხედოთ. ახლობელ ადამიანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ყველა მის ახლობელმა თვითკონტროლი დაკარგა? ასეთ სიტუაციაში ადამიანს შეიძლება არც თუ ისე პატიოსანი ადამიანი შეხვდეს, რომელიც მედიცინასთან ახლოსაც არ დგას. ამ 5 შემთხვევაში საშინელი დიაგნოზს დროზე ადრე სჯობს არ დაუჯეროთ!

როგორ მოვახდინოთ კიბოს დიაგნოზი

1. დიაგნოზი ტელეფონით შეგატყობინეს

​თაღლითობის გავრცელებული ხრიკი, რომლისაც ბევრ უბედურს, ხშირად პენსიონერს, სჯერა. თაღლითები ძალიან მკაფიოდ, სწრაფად და შეუფერხებლად მუშაობენ. მას შემდეგ, რაც გაიგებენ რომ ადამიანს ანალიზი გაუკეთეს, მონაცემთა ბაზაში ტელეფონის ნომერს ნახულობენ და საშინელი ამბის მოსახსენებლად ურეკავენ: "თქვენი ანალიზის პასუხის საავადმყოფოში მოვიდა. ჩვენ უნდა შეგატყობინოთ, რომ თქვენ კიბო გაქვთ...."

მსგავს შოკურ სიტუაციაში ადამიანი საღ აზრს და ძალას კარგავს. მოხუცებულები მთელი ცხოვრება დაგროვებულ ფულს კურიერს აძლევენ, რომლებიც წამიერად ჩნდებიან. 

პირველი, რაც მსგავს სიტუაციაში უნდა გააკეთოთ - ყურმილი დაკიდეთ და თქვენს მკურნალ ექიმს დაურეკეთ, სიტუაცია აუხსენით და ანალიზებში გაერკვიეთ. გამოცდილი ექიმები იმწამსვე გეტყვიან, რომ თქვენ კიბო არ გაქვთ და უბრალოდ თქვენს მოტყუებას ცდილობდნენ. 



2. ადგილობრივი საავადმყოფოს ლაბორანტმა თქვენს ანალიზს დახედა და შეწუხებული გეუბნებათ "თქვენ კიბო გაქვთ"!

კიბოს დიაგნოზი - 5 წუთიანი საქმე არაა. ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია, რომელსაც შემდგომი მკურნალობა და პაციენტის ბედი არის დამოკიდებული. საბოლოო დიაგნოზი მხოლოდ ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებით ხდება. ხოლო ემერტე, კატე, ენდოსკოპია და ონკომარკერი წინასწარი დიაგნოზის მეთოდებს წარმოადგენენ, რომელთა შედეგით ონკოლოგიური დაავადების არსებობის შესახებ დარწმუნებით ვერ იტყვის. 



3. დიაგნოზი კერძო კლინიკაში ანალიზის ჩაბარების შემდეგ გითხრეს

სამწუხაროდ, ხშირად ყველაზე რეკლამირებულ კერძო კლინიკასაც კი ბინძური ხელები აქვთ. ანალიზის ჩაბარების შემდეგ, პაციენტს ურეკავენ და უსიამოვნო ამბავს ატყობინებენ და პრობლემის მოშორებაში არწმუნებენ, თუ მკურნალობას ახლავე დაიწყებს. 

"მთავარია, არ გადადოთ" - ირწმუნებიან. თუ დასმულ დიაგნოზში ეჭვი გეპარებათ, ანალიზი რამდენიმე ლაბორატორიაში გააკეთეთ, სანდო ონკოლოგს გაესაუბრეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. 



4. მკითხავმა გითხრათ

არ უარყოფთ, რომ ფსიქოლოგიური განწყობა - წარმატებული ონკოლოგიური მკურნალობის ნაწილია. ხალხური მედიცინის გწამთ? ბალახებით და მცენარეებით ისარგებლეთ, რადგან მთავარია - განკურნების მთელი სულით და გულით გწამდეთ. 

თუმცა, თუ დიაგნოზი მკითხავმა დაგისვათ, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ უსიამოვნო სასწაულებრივად მოიშორეთ, სავარაუდოდ, კიბო არც გქონიათ. ხელოვნური ჩარევა - ფანტასტიური რამაა!



5. "გამარჯობა, ჩვენ ინოვაციური საკვლევი ხელსაწყო გამოვიყენეთ, მან თქვენი ტვინი გამოიკვლია"

ასეც ხდება. ცოტა ხნის წინ მოსკოვში თაღლითების ზარებზე ჩიოდნენ: "ჩვენ ახალი ხელსაწყო გავუშვით, რომელიც თქვენს რაიონში დაფრინავს და ყველა ადამიანს სკანირებას ახდენს. თქვენ კიბო აღმოგაჩნდათ.." თითქოსდა ვინ უნდა დაიჯეროს? უბედურებს სწამთ და მზად არიან უკანასკნელი თეთრები გაიღონ, რომ ეს საშინელება მოიშორონ. 



ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ! მხოლოდ ექიმ ონკოლოგს შეუძლია საბოლოო ონკოლოგიური დიაგნოზის დასმა, რა თქმა უნდა, სხვა სპეციალისტების დახმარებით. 

ყველაზე გონივრულია - საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აიღოთ და არავის მოუსმინოთ (მკურნალი ექიმის გარდა)! გახსოვდეთ, ნაადრევი დიაგნოზი - თქვენი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების შანსია!

სამედიცინო სფეროში თაღლითებს შეხვედრილხართ? აუცილებლად კომენტარებში გვიამბეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.