» » » სიბერე მხოლოდ 100 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს! თქვენ იცოდით რომ "პილატესი" - ეს ადამიანია? მე - არა. 

სიბერე მხოლოდ 100 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს! თქვენ იცოდით რომ "პილატესი" - ეს ადამიანია? მე - არა. 

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პილატესი ფიტნეს ტრენერმა სადღაც ჰოლივუდში შექმნა და ლამაზად ვარსკვლავების მოსაზიდად უწოდეს. აღმოჩნდა, რომ სწორია თუ ვიტყვით "პილატესის სისტემა" ან "პილატესის მეთოდი". პილატესი - ადამიანის გვარია, რომელმაც ვარჯიშის სისტემა 100 წლის წინ შექმნა. 

ჯოზეფ პილატესი თვლიდა, რომ შეიძლება 30 წლის ასაკში მოხუცი, ხოლო 60 წლის ასაკში ახალგაზრდა იყო, რადგან თითოეული ადამიანი ახალგაზრდაა იმდენად, რამდენადაც მოქნილია მისი ხერხემალი. ის საკუთარი სისტემით ვარჯიშობდა და ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ძალიან სუსტი იყო. 



"ლომის მსგავსი ადამიანი საცურაო კოსტიუმში, ძალიან კუნთიანი ფეხებით და თეთრი თმით" - წერდა პილატესის შესახებ ნიუ-იორკის გაზეთი 1969 წელს. ამ დროს მისი მეთოდის პოპულარობა მე-8 ავენიუს უკვე გასცდა. 

პილატესის გაკვეთილი

ჯოზეფ პილატესი (Joseph Hubertus Pilates, 1883–1967) დიუსელდორფის გარეუბანში, მენხენგლადბაში, ბერძენის და გერმანელის ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა. ბავშვობაში ასთმით, რაჰიტით და რევმატული ცხელებით იტანჯებოდა. თანატოლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად დასცინოდნენ.



სწორედ ამან აიძულა პილატესს სპორტით დაკავება. რამდენიმე წლიანი ვარჯიშით პილატესი სპორტსმენი გახდა: ტანვარჯიში, თხილამურები, ბოქსი, ცურვა, დაივინგი... თავისი კუნთები იმდენად განავითარა, რომ ადგილობრივი მხატვრები ანატომიური ნახატების პოზირებისთვის იწვევდნენ. 

ჯერ კიდევ მაშინ ვარჯიშის სისტემის შემუშავებაზე ფიქრობდა, რომელიც სხეულის სიძლიერის და მოქნილობის იდეალური სინთეზი იქნებოდა. 1912 წელს პილატესი ინგლისში გადავიდა, სადაც სპარინგის დროს ბოქსიორად, ცირკის ტანმოვარჯიშედ და სკოტლანდ იარდში ტრენერად მუშაობდა.



პირველი მსოფლიო ომის დროს, როგორც მტერი სახელმწიფოს მოქალაქე კუნძულ მენზე გადაიყვანეს. ბანაკში ძალიან სასტიკი პირობები იყო და დაკავებულებს შორის ბევრი სუსტი და ავადმყოფი ადამიანი იყო. პილატესი დაჟინებით მოითხოვდა მათთან საკუთარი მეთოდით ვარჯიშის ჩატარებას და მას ნება მისცეს. 



რამდენიმე დაჭრილი გერმანელი ჯარისკაცი ლოგინიდან ადგომას საერთოდ ვერ ახერხებდა. პილატესმა ხელი არ ჩაიქნია და ტრენაჟორი შექმნა, რომელიც ავადმყოფს დაწოლილ მდგომარეობაში ვარჯიშის საშუალებას აძლევდა. მან საწოლზე ზამბარა მიამაგრა, რომელიც ვარჯიშის დროს წინააღმდეგობას ქმნიდა, რაც კუნთების ტონუსის შენარჩუნებას ხელს უწყობდა. 



ეს გაუმჯობესებული სავარჯიშო საწოლები ზამბარიანი ტრენაჯორების Cadillac и Universal Reformer წინამორბედები გახდა. ამტკიცებენ, რომ გრიპის ეპიდემიის დროს 1918 წელს ჯოზეფის ზედამხედველობის ქვეშ არცერთი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა. პილატესი თავის მეთოდში, რომელსაც შემდგომ "კონტროლი" უწოდა, დარწმუნებული იყო.



ომის შემდეგ პილატესი ნიო-იორკში გადავიდა. ამერიკაში ამ დროს ყველა შესაძლო სპორტული აქტივობის აფეთქება ხდება და ბევრი ფიტნეს ცენტრი ჩნდება. ჯოზეფმა გარისკვა გადაწყვიტა: მან მთელი თავისი ქონება სპორტულ დარბაზში სახელწოდებით New York City Ballet ჩადო და მოცეკვავეების და მსახიობების წვრთნა დაიწყო. 



ამ დროიდან, მისი საქმე მწვერვალებს იპყრობს. ჯოზეფის სტუდია ამერიკელებს შორის პოპულარული გახდა და აქ მოხვედრას ბევრი ცნობილი ადამიანი ცდილობდა. ასე პილატესის ვარჯიშის კომპლექსი ფართო აღიარებს ღებულობს. 



ახლა პილატესის სისტემა თავის მეორე მწვერვალს იპყრობს. ის გასაგები, მარტივი და ამასთან ეფექტურია: სწორ სუნთქვას დამატებული სწორად შერჩეული ტანვარჯიში, რომელიც ხერხემლის და სახსრების ირგვლივ კუნთოვან საზღვარს ქმნის. 

ამ ვარჯიშის შესრულების ტრავმები პრაქტიკულად არ გვხვდება. პილატესის შესრულებას ყველა შეძლებს: ახალგაზრდები და მოხუცები, ჯანმრთელები და ავადმყოფები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესს ეწევა. მაგრამ მან რომ შედეგი გამოიღოს, რეგულარულად უნდა გააკეთოთ. 

თავად ჯოზეფ პილატესი ირწმუნებოდა, რომ მისი მეთოდით 10 ვარჯიშის შემდეგ ნებისმიერი ადამიანი თავს გაცილებით უკეთ იგრძნობს, 20 ვარჯიშის შემდეგ კარგად გამოიყურება, ხოლო 30 ვარჯიშის შემდეგ ახალ სხეულს შეიძენს. სხეულის კონტროლით ადამიანის თავდაჯერებულობა მატულობს და ის საკუთარი ცხოვრების კონტროლს იწყებს. 

ჯოზეფ პილატესი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლომდე ვარჯიშობდა და მოსწავლეები ჰყავდა. 1967 წელს პილატესის სიკვდილის შემდეგ, მისი მეთოდი მივიწყებული იქნა, მაგრამ მალე კვლავ პოპულარული გახდა ბალერინა რომანე კრიჯანოვსკის დახმარებით.

 

1970 წელს მან პილატესის სტუდიო გახსნა და მან პოპულარობის მოპოვება შეძლო. მის მოსწავლეებს შორის იყვნენ მადონა, ჯოდი ფოსტერი, ტომ ჯონსი, პატრიკ სუიზი, ჯონ ტრავოლტა და ბევრი სხვა. 



დღეს პილატესი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ხერხემლის სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ. სტატისტიკის მიხედვით, 2005 წელს მხოლოდ აშშ-ში პილატესით სავარჯიშოდ 11 მლნ-ზე მეტი ადამიანი 14 ათას დარბაზში დადის. 



"ასეთი ტანვარჯიში ყველასთვის სასარგებლოა - ის, როგორც კამერტონი, სხეულს სწორ გზას უჩვენებს. ყოველ დღე პილატესის ვარჯიშებს ვასრულებ" - ირწმუნება დიდი თეატრის სოლო შემსრულებელი ილზე ლიეპა. 

"ეს არის გახურება, დაჭიმვები და სხეულის ტონუსში მოყვანის შესაძლებლობა - სწორი ვარჯიშის შემთხვევაში ფეხის თითებიდან დაწყებული მხრების კუნთებით დასრულებული ყველა კუნთი მუშავდება. მხოლოდ ამის შემდეგ გავდივარ გარეთ. სხვათა შორის, ასე დღეს მხოლოდ მე არ ვგეგმავ: მიხეილ ბარიშნიკოვი ნიუ-იორკში მსგავსი განრიგით ცხოვრობს - აგრძელებს ის.



ჯენიფერ ენისტონი პილატესით უკვე 20 წელია ვარჯიშობს. მან ყველაზე მარტივი ვარჯიშით დაიწყო, ახალ კი სხვისთვის სწავლება თამამად შეუძლია. ენისტონი აღიარებს, რომ სწორედ ვარჯიში ეხმარება ამას დარჩეს მიმზიდველი და მოხდენილი. 



იმ ადგილას, სადაც ადრე პილატესი დაიბადა და გაიზარდა, მისმა თაყვანისმცემლებმა მემორიალი დადგეს და ყოველწლიურად მაისის დასაწყისში "პილატესის დღის" კონფერენციას ატარებენ. 

პილატესის სისტემის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან პროფესიულ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ, კაფეში დროს ერთად ატარებენ, მემორიალის წინ ღვინოს სვამენ და მადლობით აღნიშნავენ "გამარჯობა, ჯო!"

პილატესის ფილოსოფია

ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ პილატესი მთელი ფილოსოფიაა. ჯანსაღი ცხოვრების წესის, სილამაზის, ინტელექტის და შემოქმედების ფილოსოფია. 

ვარჯიშის კომპლექსის შედგენის დროს, ავტორი არა მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებს არამედ მენტალურ მდგომარეობას ითვალისწინებდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხვდებოდა, რომ სხეულზე მხოლოდ ფიზიკურად ზემოქმედება საკმარისი არაა. 



ვარჯიშის დროს თავის მოწაფეებს ხშირად რჩევებს აძლევდა. ასე შეიქმნა პილატესის ფილოსოფია. ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი ამბობს, რომ საკუთარი სხეულის ფლობის უნარი ბედნიერების შემადგენელი მნიშვნელოვანია ნაწილია. კომპლექსის არსი იმაშია, რომ ადამიანმა არა მხოლოდ ფიზიკურ სრულყოფილებას, არამედ შინაგან ბალანსს მიაღწიოს. 

ბევრი დაავადება არასწორი აზროვნების და არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია. სისტემა ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას დიდ ყურადღებას უთმობს: სასურველი შედეგის მისაღწევად, ფიქრით სასურველი მიზანი უნდა წარმოიდგინოთ. პილატესი დარწმუნებული იყო, რომ კარგი ჯანმრთელობა - ეს მხოლოდ რჩეულების ხვედრი არაა. 



ადამიანები ხშირად უამრავ საბაბს ამბობენ, თუ რატომ ვერ ახერხებენ საკუთარი თავის მოვლას. ეს შეიძლება იყოს დროის ან ფულის უქონლობა. პილატესის ვარჯიშის კომპლექსი ბევრ დროს არ წაგართმევთ და სახლის პირობებში ვარჯიშის საშუალებას მოგცემთ. 

აუცილებელი სულიერი მდგომარეობის კომპონენტი მას იოგასთან ადარებს. ორივე სისტემა აღიარებს არა მხოლოდ ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობას, არამედ ემოციური ბალანსის მიღწევას. 

პილატესის ციტატები

​1. პენსიაზე ძალიან ადრე გავდივართ და ძალიან ახალგაზრდა ვკვდებით. ცხოვრების გაფურჩქვნა 70 წლის ასაკში, ხოლო სიბერე 100 წლის ასაკში უნდა დაიწყოს. 

2. ფიზიკური აქტივობა - ეს ბედნიერების პირველი მოთხოვნაა. ფიტნესი ჯანსაღი სხეულის და ძლიერი გონების მიღების საშუალებას გაძლევთ და დაკისრებულ მოვალეობას უფრო მარტივად, ბუნებრივად და კარგად შეასრულებთ. და რაც მთავარია, სიამოვნებით. 

3. თუ 30 წლის ასაკში თქვენმა ხერხემალმა მოქნილობა დაკარგა, თქვენ მოხუცი ხართ. თუ 60 წლისას ის მოქნილია, თქვენ ახალგაზრდა ხართ. 

4. ცხოვრების ყოველი წუთი შეიძლება გრანდიოზული ცვლილების დასაწყისი იყოს. 

5. გონება, რომელიც ჯანსაღ სხეულში იმყოფება, მთელი თავისი ბრწყინვალებით თავს იჩენს. 

თუ ჯანსაღი, ლამაზი სხეული, ენერგიით დამუხტვა, თავისუფლების შეგრძნება და ენერგიული მოძრაობა, ასევე საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა გსურთ - აუცილებლად პილატესზე წადით!

ეს მსუბუქი ტანვარჯიში თითოეული ადამიანისთვის უბრალოდ შეუცვლელია. ის ქალებსაც და მამაკაცებს გამოადგებათ. არ დაგავიწყდეთ ყოველდღე ვარჯიში და ცვლილებას მალე შეამჩნევთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.