» » » თავის ტკივილს მხოლოდ ამ საშუალებით ვიხსნი. საჭიროა მხოლოდ თავზე დაიდოთ.

თავის ტკივილს მხოლოდ ამ საშუალებით ვიხსნი. საჭიროა მხოლოდ თავზე დაიდოთ.

ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ თავის ტკივილს მხოლოდ მედიკამენტი გვიხსნის. შაკიკის პირველი ნიშნების დროს ჩვეულ საშუალებას ვიყენებთ. მაგრამ მედიკამენტი პანაცეა ნამდვილად არ არის: ისინი, ტკივილს ხსნიან, მაგრამ ამასთან ორგანიზმს ზიანს აყენებენ და ყველასთვის მათი მიღება რეკომენდებული არაა. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?

"რჩევების" რედაქცია რამდენიმე ბუნებრივ საშუალებას გიზიარებთ, რომლებიც თავის ტკივილის დროს დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად, ვიდრე მედიკამენტი 

როგორ  მოვიხსნათ თავის ტკივილი მედიკამენტის გარეშე

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მაჩვენებლებით, პლანეტის ზრდასრული ადამიანების ნაწილის დაახლოებით 47%​ თავის ტკივილით იტანჯება. ამასთან ყველა რომ ექიმს სტუმრობდეს, მაჩვენებელი უფრო მეტი იქნებოდა. ზოგჯერ ნამდვილად უმჯობესია ექიმს ეწვიოთ, მაგრამ თუ ეს ჩვეულებრივი თავის ტკივილია, შეგიძლიათ თავადაც გაუმკლავდეთ. 

1. კომპრესები

ერთ-ერთი ყველაზე მოქმედი მეთოდი, მას ჩვენი დიდი ბებიებიც იყენებდნენ. თავზე ცივი სველი პირსახოცი დაიდეთ. უბრალოდ ორი პირსახოცი ცივ წყალში დაასველეთ და შუბლსა და კეფაზე დაიდეთ. ზუსტად 15-20 წუთში თავის ტკივილი გაქრება. 

კომპრესი შეგიძლიათ კომბოსტოს ფურცლებისგან გააკეთოთ. როგორც კი თავის ტკივილი დაგეწყებათ, ორი კომბოსტოს ფურცელი აიღეთ, ცოტა დაარბილეთ და შუბლსა და კეფაზე დაიდეთ. 



2. ეთეროვანი ზეთი

ეთეროვანი ზეთი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, სტრესს ამცირებს და ტკივილს ამსუბუქებს. თავის ტკივილი სხვადასხვა მიზეზით ჩნდება, მაგრამ უმეტესობა შეგიძლიათ ეთეროვანი ზეთის დახმარებით გააქროთ. თავის ტკივილის დროს ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ ლავანდა, პიტნა, ევკალიპტი და როზმარინის ზეთი.

დაძაბულობის და ტკივილის მოსახსნელად, რამდენიმე წვეთი კეფაზე, მაჯაზე და საფეთქელთან შეიზილეთ. 15 წუთის შემდეგ ტკივილი გაქრება. კარგად რომ დაიძინოთ, განწყობა გაიუმჯობესოთ და სტრესი მოიხსნათ, რამდენიმე წვეთი სახლში ჰაერში გააფრქვიეთ. 



3. ჭიქა წყალი

ძალიან ხშირად თავის ტკივილი დეჰიდრატაციით წარმოიქმნება. ამისგან 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი დაგიცავთ. გახსოვდეთ, რომ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საკმარისი რაოდენობის სითხე აუცილებელია. 



4. ტკბილეული

​თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა იყოს. მის აღსადგენად შეგიძლიათ მაგ, შვრია მიირთვათ. ნებისმიერი ტკბილეული დაგეხმარებათ. 



5. მუქი-წითელი კენკრა და ხილი

მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მუქ წითელ და მეწამულ ხილს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. ყურძენი, ალუბალი, მოცვი, შტოში - ყველა ეს ხილი და კენკრა როგორც იბუპროფენი ან ასპირინი ისე მოქმედებს.

 

6. ხახვის ლოსიონი

ეს საშუალება დაეხმარება მათ, ვინც მაგნიტური ქარიშხლის ეფექტით იტანჯება. ერთი თავი ხახვი უნდა გაჭრათ და სველი ნაწილით საფეთქლებზე 10-15 წუთით დაიდოთ. ტკივილი ძალიან სწრაფად გაქრება. 



7. ცხელი შხაპი

თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება კუნთის სპაზმის ან კისრის ოსტეოქონდროზით გამოწვეული დარღვეული სისხლის მიმოქცევა იყოს. ასეთ შემთხვევაში სისხლძარღვების გაფართოებაში ცხელი შხაპი დაგეხმარებათ. ასევე კარგი საშუალება კისერზე დადებული სათბური ან შალის ქსოვილი, რომელიც კეფის მსუბუქი გახურების შემდეგ უნდა შემოიხვიოთ. აღსანიშნავია, რომ კონტრასტული შხაპი - შესანიშნავი საშუალება არის თავის ტკივილის მოსახსნელად. 



8. ჯანსაღი ძილი

თავის ტკივილის ყველაზე ხშირად გავრცელებული მიზეზია - უძილობა და სტრესი. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ორგანიზმს კარგი ჯანსაღი ძილი აუცილებლად სჭირდება. ასეთ შემთვევაში თავის ტკივილი და დაღლილობა საერთოდ დაგავიწყდებათ. 



აი, მცირე სია, თუ როგორ მოიხსნათ თავის ტკივილი საშუალებებით, რომლებიც მუდამ ხელთ გაქვთ. ისინი ტკივილის შეტევებს სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდებიან. მაგრამ გახსოვდეთ, თუ ტკივილი რეგულარულად გაქვთ, უმჯობესია ექიმს დახმარებისთვის მიმართოთ. არსებობს ბევრი სერიოზული პრობლემა, რომლებიც თავის ტკივილით ინიღბება, მაგრამ სამწუხარო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ექიმთან ვიზიტი არ დაგავიწყდეთ და იყავით ჯანმრთელნი!

თქვენ როგორ უმკლავდებით თავის ტკივილს? გაგვიზიარეთ კომენტარებში!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.