სელის თესლი - ათეროსკლეროზის პრევენციისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავის ომეგა 3-ის შეუცვლელი წყაროა. 100 გრ თესლი 22 გრ ომეგა 3-ს შეიცავს. შედარებისთვის: 100 გრ კაკალი - 6 გრ ცხიმოვან მჟავას, 100 გრ სკუმბრია - მხოლოდ 5 გრ-ს.
სელის თესლში დიდი რაოდენობით შედის მანგანუმი, მაგნიუმი და უხეში საკვები ბოჭკოები. ისინი საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებენ. ეს პროდუქტი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანის რაციონის შესანიშნავი დანამატია.
სელის თესლის თვისება
ვეცდებით სელის თესლის ყველაზე მთავარი სასარგებლო თვისებები გამოვყოთ.
- სელის თესლი სორბენტს წარმოადგენს და ნაწლავებს შლაკებისა და ტოქსინებისგან აქტივირებულ ნახშირზე არანაკლებ ასუფთავებს.
- ზოგიერთი ფორმის სიმსივნის სახეობის წარმოშობის რისკს ამცირებს. უფრო დაზუსტებით, სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის კიბოს წარმოშობის რისკს ამცირებს.
- სისხლის წნევას არეგულირებს და ათეროსკლეროზულ თრომბოციტებს 75%-ით ამცირებს.
- ნაწლავის მიკროფლორას აღადგენს.
- კანის და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს.
სარგებელი ქალის ჯანმრთელობისთვის
სელის თესლი განსაკუთრებით 35 წელს ზემოთ ქალებისთვის არის სასარგებლო - სარძევე ჯირკვლის განვითარების რისკს ამცირებს და კლიმაქსის უსიამოვნო სიმპტომებს ამსუბუქებს. სელის თესლი შეიცავს ფიტოესტროგენს, რომელიც ქალის ჰორმონალური ფონის დარეგულირებას ხელს უწყობს და ქალის სქესის ჰორმონის ესტროგენის შემცვლელს წარმოადგენს.
პროდუქტის რეგულარული მიღებით მენსტრუაციულ ციკლს დაარეგულირებთ და მენოპაუზის პერიოდში მდგომარეობას შეიმსუბუქებთ. სელის თესლის მიღება ორსულობის დროს რეკომენდებულია. ამ პროდუქტის შემადგენლობაში ბევრი ძვირფასი მიკროელემენტი და სხვა სასარგებლო ნივთიერებებია, რომლებიც ნაყოფის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია.
როგორ მივიღოთ?
სელის თესლში შემავალ პოლისახარიდს ბევრი წყლის შეწოვა შეუძლია - სწორედ ამიტომ თესლის დაყენების დროს კისელი წარმოიქმნება, რომელსაც მკურნალობის დროს სვამენ.
2/3 ს/კ სელის თესლი აიღეთ. საღამოს ანადუღარი ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით ისე, რომ სელის თესლი წყლით ბოლომდე დაიფაროს. დილით, უზმოზე ნაყენი დალიეთ და სელის თესლი დაღეჭეთ. ასეთი მიღებით ცხიმოვანი მჟავის ომეგა-3-ის ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებული იქნება.
დიეტოლოგები სელის თესლის დაყენებას გვირჩევენ და არა ადუღებას, რადგან ხანგრძლივი გაცხელების შედეგად შეიძლება ცხიმოვანი მჟავები ამჟავდეს, წარმოიქმნას პეროქსიდები, რომლებიც სხეულისთვის საზიანოა და შეიძლება კანცეროგენული ეფექტი ჰქონდეს.
სელის თესლის მიღებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი პირველი ჭიქა წყალი დალიოთ. თუ მეტაბოლიზმის ბოლომდე სტიმულირება გსურთ, წყლის დალევიდან 10 წუთის შემდეგ მწვანე ვაშლი შეჭამეთ. კიდევ 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად ისაუზმოთ.
როგორ გავიგოთ კარგი ხარისხის არის თუ არა სელის თესლი?
სელის თესლი შეგიძლიათ პრაქტიკულად ყველა აფთიაქში შეიძინოთ. სელის თესლის პაკეტი ძვირი არ ღირს. თესლი მშრალი და ფხვიერი უნდა იყოს, დამახასიათებელი შაქრის მსგავსი მოტკბო სუნი უნდა ჰქონდეს. გარეგნულად ღია ყავისფერი ან ყვითელი ფერის უნდა იყოს.
უმჯობესია თუ დაქუცმაცებულს არ იყიდით. თავად დაფქვით, რადგან სწრაფად ფუჭდება და დიდხანს არ ინახება. მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არჩევის დროს - ლორწოს ოდენობა, რომელსაც თესლი დაყენების დროს დილით მოიდებს. რაც მეტი, მით უკეთესი.
უკუჩვენებები
- სელის თესლის გადაჭარბებული მიღება და წყლის არასაკმარისი რაოდენობამ შეიძლება ნაწლავის გაუვალობა გამოიწვიოს. მისი თესლი მცირე პორციებით უნდა მიიღოთ და აუცილებად წყალი დააყოლოთ.
- შარდის ან ნაღვლის ბუშტში კენჭის, პანკრეასის, ქოლეცისტიტის დროს სელის თესლი ფრთხილად უნდა მიიღოთ, რადგან მას ძლიერი ნაღვლმდენი ეფექტი აქვს.
- ზოგიერთ ადამიანს მისი მიღების დროს მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი აწუხებს, ასეთ დროს დოზა შეამცირეთ.
სელის თესლის ნაყენი ყოველ დილით დალიეთ და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ, კვების პროცესი დარეგულირდება, ზედმეტი კილოგრამები გაქრება, კანი გაიწმინდება. არ დაგავიწყდეთ, რომ იდეალური შედეგის მისაღებად დღეში 2 ლ წყალი უნდა დალიოთ.