» » » დერმატოლოგები გვირჩევენ: 7 ჩვეულებრივი საშუალება, რომელთა წასმაც სახის კანზე არ შეიძლება

დერმატოლოგები გვირჩევენ: 7 ჩვეულებრივი საშუალება, რომელთა წასმაც სახის კანზე არ შეიძლება

ინტერნეტში ბევრ რჩევას იპოვით იმის შესახებ, თუ როგორ გავხადოთ სახის კანი უფრო ახალგაზრდული, სუფთა და ხავერდოვანი. ზოგიერთი ხელის კრემის წასმას გვირჩევს, რადგან ის უფრო ცხიმიანი არის და ნაოჭებს ასწორებს. სხვები კი აკნეს კურნავს სპირტის შემცველი პროდუქტებით, რომლებიც კანს აშრობს. ზოგი კი შავი წერტილების მოსაშორებლად საპნით დაბანას გვირჩევენ. მაგრამ დერმატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ასე გაკეთება არ შეიძლება. მათ დაასახელეს 7 საშუალება, რომელთა სახეზე წასმაც არ შეიძლება, რომ შემდეგ ექიმთან გრძელ სიაში არ მოხვდეთ. 

  1. სპირტის შემცველი საშუალებები

    თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ და მისი მდგომარეობის გაუმჯობესება სპირტის შემცვლელი პროდუქტების გამოყენებით გსურთ, არაფერი გამოგივათ. ისინი კანს ჯერ აშრობენ, შემდეგ კი კანის ცხიმი კიდევ უფრო ძლიერად წარმოიშვება. ამასთან საფარი ანთების მიმართ მოწყვლადი გახდება. 


  2. ვაზელინი

    ვაზელინი გაჭრილ და ნაკბენ კანს მოგირჩენთ, ასევე სიმშრალეს აღმოფხვრის. მაგრამ მისი წასმა მგრძნობიარე სახის კანზე რეკომენდებული არაა. ისინი ფორებს ავსებენ და აბინძურებენ. 



  3. მინერალური ზეთი კოსმეტიკის შემადგენლობაში

    დენდი ენგელმანი, მანჰეტენის დერმატოლოგიის და კოსმეტიკური ქირურგის საავადმყოფოს ექიმი ამბობს: "მინერალური ზეთი ფორებს ავსებს. ეს იწვევს სახეზე გამონაყარს, შავ წერტილებს და თეთრ ლაქებს". პროდუქტის შემადგენლობაში არის თუ არა მინერალური ზეთი რომ გაიგოთ, ეტიკეტზე ეძებეთ წარწერა  liquid paraffin (ცხიმიანი პარაფინი),  paraffin oil და paraffinum liquidum (პარაფინირებული ზეთი), petrolatum liquid и petroleum oil (ცხიმიანი ვაზელინი), white oil (თეთრი ზეთი) ან მინერალური ზეთი.


  4. წყალბადის ზეჟანგი

    ალბათ ინტერნეტში არაერთხელ გინახავთ სახლის პირობებში დამზადებული ნიღბის რეცეპტი, რომლის შემადგენლობაშიც წყალბადის ზეჟანგი შედის. სამწუხაროდ, ის აკნეს და პიგმენტაციას არ გვაშორებს. ამის ნაცვლად შეიძლება კანი "დაწვას" და აქერცვლა გამოიწვიოს. 



  5. საპონი

    საპონს ტუტე საფუძველი აქვს, ამიტომ დაბანის დროს მჟავა ბალანსი ირღვევა. ის კი აუცილებელია სასარგებლო მიკროფლორას შენარჩუნებისთვის, რომელიც კანს მავნე მიკრობების და გარემო ზემოქმედებისგან იცავს. საპნით ხშირი დაბანა იწვევს სიმშრალეს, აქერცვლას და გამონაყარს. 


  6. სკრაბი აბრაზული ნაწილებით

    "ადამიანების უმეტესობას მიზეზი არ აქვთ რომ გამოიყენონ სკრაბი აბრაზული ნაწილებით" - ამბობენ კოსმეტოლოგების უმეტესობა. ისინი მხოლოდ სახის ნაზ კანს აზიანებენ. თუ ადამიანს აკნე აქვს, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება. კანის გაღიზიანება თავიდან რომ ავირიდოთ, გამოიყენეთ ღრუბელი და კრემისებრი სკრაბი. ძალიან კარგი ეფექტი აქვს ზედაპირულ მჟავა პილინგს, რომელიც კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს. 


  7. კრემები სხეულის სხვა ნაწილისთვის

    თუ თვლით რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის კრემები ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია, თქვენ ცდებით. ადამიანის სხეულზე კანი ერთნაირი არაა. მაგ., ხელებზე უფრო მკაცრი და უხეშია, ვიდრე სახეზე, ასევე ხშირად სარეცხ და დასაბან საშუალებებთან და გარე ფაქტორებთან შეხება უწევს. სახის კანი მგრძნობიარეა და მისთვის ხელის ცხიმიანი კრემები არ გამოდგება. შეგიძლიათ შემადგენლობაზე გაამახვილოთ ყურადღება - ის სრულად განსხვავებულია. ხელის  დამარბილებელი კრემების დიდი რაოდენობა სახის შეშუპების მიზეზი შეიძლება გახდეს, გლიცერინის გაზრდილი დოზა კი სახის კანს გამოაშრობს. 




არ წაისვათ ეს 7 საშუალება კანზე, თუ მათ მიერ გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა არ გსურთ. გაუზიარეთ სტატია ახლობლებს - დაე ეს შეცდომა აღარ დაუშვან. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.