დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ ორი საოცრად სასარგებლო ინგრედიენტის, საკვები სოდისა და ლიმონის კომბინაციაზე. მათი დახმარებით თქვენ შეძლებთ წონის კლების პროცესის სტიმულირებასა და დაჩქარებას, ორგანიზმის დატენიანებას და მომარაგებას მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.
წონის დაკლება სახლის პირობებში
საკვები სოდისა და ლიმონისგან დამზადებული ეს სასმელი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მარტივ, იაფ და ეფექტურ გზად წონის დასაკლებად. ორივე ინგრედიენტს დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. პირველ რიგში, გავერკვეთ ერთად, თუ რატომ არის ამ ინგრედიენტების კომბინაცია სასარგებლო და როგორ გვიწყობს ის ხელს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.
საკვები სოდა საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დასარეგულირებლად, რაც თავის მხრივ სასარგებლოდ ისახება ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. როგორც მოგეხსენებათ, კარგი ნივთიერებათა ცვლა და სწრაფი მეტაბოლიზმი ლამაზი სხეულის საწინდარია.
რაც შეეხება ლიმონს, C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ეს პროდუქტი აუმჯობესებს, აჩქარებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას. ლიმონის წვენი გამოირჩევა მსუბუქი შარდმდენი ეფექტით, ის სტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ორგანიზმში, გამორეცხავს ტოქსინებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამარტივებს ორგანიზმის მიერ სასარგებლო საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს, ატენიანებს ორგანიზმს და ა.შ.
სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე, საკვები სოდისა და ლიმონის ნარევი ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.
ლიმონისა და სოდის ნარევი
ინგრედიენტები:
- 300 მლ წყალი;
- ნახევარი ლიმონის წვენი;
- 1/2 (ნახევარი) ჩაის კოვზი საკვები სოდა.
მომზადება:
- მოცემული სასმელი უნდა მიიღოთ დამზადებისთანავე, რადგან ის დიდი ხნით ვერ ინარჩუნებს სამკურნალო, სასარგებლო თვისებებს. როგორც უკვე გითხარით, ამ საშუალების დამზადება ძალზედ ადვილია. თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი, დაამატეთ წყლისა და საკვები სოდის მცირე ნაწილი.
- ლიმონი და სოდა ერთმანეთთან ქიმიურ რექციაში შედის, რის შედეგადაც წარმოიქმნება ქაფისებრი მასა. როდესაც ეს პროცესი შეჩერდება, ჩაამატეთ ნარევში დარჩენილი წყალი და საკვები სოდა. სასმელი, რომელცი წონის კლების პროცესს სტიმულირებს, მზად არის. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მასში ახალი პიტნის რამდენიმე ფოთლის და ყინულის ჩამატება.
უმჯობესი იქნება, თუ ახლადმომზადებულ სასმელს დილით, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღებთ. გარდა წონის კლების პროცესის დაჩქარებისა, ეს საშუალება გაგიუმჯობესებთ განწყობას, აგავსებთ ენერგიით, დატვირთავს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. გარდა ამისა, ის შეგიწყობთ ხელს მადის გაკონტროლებაში.
რა თქმა უნდა, არ ღირს ჭარბი რაოდენობით ამ სასმელის მიღება და ყოველთვის ზომიერებისა და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან ლიმონისა და სოდის ნარევმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუსა და საყლაპავი მილის გაღიზიანება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უკვე არსებული დაავადებების გამწვავება, არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებების პროვოცირება. სწორედ ამიტომ, 1 ჭიქა ეს სასმელი დღეში სავსებით საკმარისი იქნება სასურველი შედეგის მისაღებად. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მაქსიმალური შედეგის დასაფიქსირებლად, აუცილებელია გარკვეული მცირე ცვლილებების შეტანა კვებაში.