
ბევრი ჩვენგანი ძვირადღირებულ რესტორანში ან საქმიან შეხვედრაზე მოხვედრისას თავს უხერხულად გრძნობს. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. ეტიკეტის მთავარი წესები დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში თავით ნაგავში არ გადაეშვათ.

საზოგადოებაში მოქცევის წესები
1. სტუმრად წინასწარ დარეკვის გარეშე არ წახვიდეთ. თუ გაუფრთხილებლად გესტუმრნენ, შეგიძლიათ საკუთარ თავს ხალათის და ბიგუდების უფლება მისცეთ.

2. თუ დაპატიჟება მიიღეთ, პუნქტუალურობა გამოიჩინეთ - ცნობილი ფრაზის "შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს" არ თქვათ. დროულად მიდით. ნახევარ საათზე მეტხანს დაგვიანების უფლება ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებას ან ვარსკვლავს აქვს: ისინი, როგორც წესი, არ იგვიანებენ, არამედ ყოვნდებიან.

3. სტუმრად ან წვეულებაზე მისვლა საჩუქრით უმჯობესია. არაა ძვირადღირებული საჩუქარი იყოს. წაუგებელი ვარიანტია - ღვინო ან დესერტი. თუ სახლში პატარა ბავშვი ჰყავთ, მათთვის რაიმე თან გაიყოლეთ.

4. მისალმების ფორმა შეხვედრის დროს - კოცნა, ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა ან პატივისცემის სხვა ნიშნები - უფროსი ასაკის სტუმრები განსაზღვრავენ. ვინც არ უნდა იყოთ - დირექტორი, პროფესორი, მოხუცი ქალი ან სტუდენტი, შენობაში შესვლის დროს გამარჯობას პირველი თქვენ ამბობთ.

5. მაგიდასთან ჩვეულებრივი წესი მოქმედებს. იმ ტემპში მიირთმევთ, როგორც სხვები.

6. სალაპარაკოდ გარკვეულ არა კომფორტულ თემებს სჯობს თავი აარიდოთ. ითვლება, რომ ხელფასზე, პოლიტიკაზე, ჯანმრთელობასა და რელიგიაზე ლაპარაკი არ შეიძლება. კარგი თემები დაუძაბავი საუბრისთვის არის: სპორტი, ამინდი, კულინარია, სახლის ცხოველები, ხელოვნება, მეცნიერება, მოგზაურობა და სხვა ამდაგვარი.

7. ჭამის დროს სალფეთქი მუხლებზე დაიდეთ, შემდეგ კი თევშიდან მარცხნივ. სუფრის აქსესუარები თეფშზე დადეთ და არა მაგიდაზე.
