Домашняя «Кока-Кола»
თუ 90-x ანებში Coca-Cola სუპერ პოპულარულ სასმელს წარმოადგენდა, საუკუნის მეოთხედის გასვლის შემდეგ მისი სტატუსი შედარებით შეირყა. ცნობილი გაზიანი სასმელი გადაიქცა საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებად
ალბად ყველა ჩვენგანს გამოუყენებია ეს ამერიკული შუშხუნა სასმელი უნიტაზის ან ჩაიდანის გასაწმენდად. ის შესანიშნავად აშორებს ნადებს, ჟანგს, ასევე ანადგურებს ჭიანჭველებს, კოლორადის ხოჭოს.. და ეს არის სასმელი რომელიც ძალიან უყვართ ჩვენს შვილებს!
საბედნიეროდ ჩვენმა დიასახლისებმა ისწავლეს შინაური "კოკა-კოლას" მომზადება, რომელშიც არ შედის სოდა, არომატიზატორები, დიდი ოდენობით შაქარი და კოფეინი. რათქმაუნდა მისი გემო განსხვავდება ნამდვილი კოლასგან, თუმცა ეს კულინარიული ექსპერიმენტი ნამდვილად გაამართლებულია.
ინგრედიენტები:
- გაზიანი სასმელი - 1,5 ლიტრი
- მოცვის სიროფი - 2 ს/კ
- ასკილის სიროფი - 2 ს/კ
- შაქარი - 5 ს/კ
- ვარდკაჭაჭა - 3 ს/კ
მომზადების წესი:
- შეურიეთ ფინჯანში სიროფები, შაქარი, ვარდკაჭაჭა და დაასხით წყალი. გულდასმით მოურიეთ ნაზავის მშრალი კომპონენტების სრულ გახსნამდე.
- მიღებული ესენცია გაფილტრეთ ორპირი მარლის დახმარებით.
- ახლა მიღებული ნაზავი აუჩქარებლად ჩაასხით გაზიანი სასმელის ბოთლში. ამ პროცედურად რაც უფრო ნელა ჩაატარებთ, მით ნაკლები ქაფი გამოიყოფა ბოთლიდან.
ჩვენი - შინაური კოლა მზად არის! ბავშვებს ძალიან გაეხარდებათ და თქვენც მშვიდად იქნებით. რაშია ამ სასმელის სარგებელი? ვარდკაჭაჭას შემადგენლობაში შედის ინულინი - ნივთიერება, რომელიც საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ხოლო მოცვისა და ასკილის სიროფები - ნატურალური იმუნოსტიმულატორები არიან. სცადეთ და მოამზადეთ კოკა-კოლა სახლის პირობებში, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით!
შეინახეთ ეს რეცეპტი და აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებსაც.